როგორ მიმართა ირანელმა ტურისტმა ინფექციური საავადმყოფოს პერსონალს

ამბები

10 აპრილი 12:13

სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგმა” ინფექციური საავადმყოფოს ექიმების მხარდასაჭერად “მადლობის ფონდი” შექმნა. კომპანია მადლობას უხდის კლინიკის სამედიცინო პერსონალს და ფონდში ჩარიცხული 100 000 ლარით თითოეულ მათგანს ანაზღაურებას გაუორმაგებს. 

„ინტერნეტში ბევრს გვინახავს უცხოელი ექიმების ფოტოები: ნიღბის დიდი ხნის ტარებისგან დახაზული სახეებით, გადაქანცული მზერით. ჩვენთანაც ასეა, თანაც სპეციალური კომბინიზონები ჰაერგაუმტარია და მასში მალე ვოფლიანდებით. რას ვიზამთ, არ ვწუწუნებთ. ასეთია ჩვენი რეჟიმი და ყოველდღიური საქმე“, ასე იწყებს საუბარს ჩვენთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი ექთანი, მანანა გვახარია.


თუმცა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დატვირთული რეჟიმი მაინც არ იგრძნობა. დისციპლინირებული სამედიცინო პერსონალი ყოველგვარი ზედმეტი დაძაბულობის გარეშე გადაეწყო ახალ რეჟიმზე. პროფესიონალთა გუნდი, საკმარისი აღჭურვილობა და გამართული სამედიცინო ინფრასტრუქტურა - რესურსის გონივრული გამოყენება კლინიკის ძლიერი მხარე აღმოჩნდა.  


მანანა გვახარია, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში 1987 წლიდან მუშაობს, იხსენებს, რომ კლინიკამ უამრავი ეპიდემია გამოიარა: დიფტერია, წითელა, ჩუტყვავილა, ყირიმ-კონგოს ცხელება, ღორის და ქათმის გრიპები. თუმცა შედარებით უცნობი და მათგან ყველაზე არაპროგნოზირებადი დაავადება კორონა ვირუსი გამოდგა - გაცილებით მარტივად გადამდები, ვიდრე - სხვა ინფექციები.


მანანას ჩვეულებრივი დღის რეჟიმი დილის 09:30სთ-დან 17:30სთ-მდეა, თუმცა კორონავირუსმა მისი ყოველდღიურობა ბევრად შეცვალა: მუშაობას საღამოს 20:00 საათზე ამთავრებს, ერთადერთი შვილი კი, 14 წლის გოგონა, უკვე ერთი თვეა, ბაკურიანშია. შვილი ძალიან ენატრება, დღეში რამდენჯერმე ვიდეოზარითაც ესაუბრება. მართალია ეს საკმარისი არაა, მაგრამ სხვა რა გზაა.


კითხვაზე, თუ რა ენატრება კიდევ ყველაზე მეტად ჩვეული რეჟიმიდან, მანანა იცინის და ამბობს, რომ მისი და მისი კოლეგების რეჟიმი ყოველთვის დატვირთული იყო. მაგალითად, არასოდეს ჰქონიათ იმის დრო, დილას სამსახურში მისულებს, თანამშრომლებთან ერთად რამეზე ეჭორავათ და ყავა დაელიათ.


მეუღლე ყოველთვის ხელს უწყობდა და ესმოდა, რომ მანანას დღის რეჟიმი და სამუშაო რუტინა სხვებისგან ბევრად განსხვავებულია. ამიტომაც, ინფექციური საავადმყოფოს უფროსი ექთნის მთავარი დამხმარე და თანამებრძოლიც ისაა.


საქმე ძალიან ბევრია. მანანას ექთნებისა და სანიტრების ჩაცმულობისა და აღჭურვილობის კონტროლი, აფთიაქი და წამლებითა თუ სადეზინფექციო ხსნარებით მომარაგება, პაციენტების საჭიროებების აღრიცხვა და დაკმაყოფილება ევალება.


დაძაბულმა რეჟიმმა პერსონალს თავიანთი საუკეთესო მხარეები დაანახა და ერთ ძლიერ გუნდად აქცია: ყველა შეთანხმებულად და კოორდინირებულად მოქმედებს, საქმე ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე კეთდება. უმცირეს დეტალებსაც კი დიდი ყურადღება ეთმობა. თუკი თავიდან სპეციალური კომბინიზონის ჩაცმას 5 წუთზე მეტხანს ანდომებდნენ, ახლა ეს დრო ერთ წუთამდე შემცირდა.


„ერთმანეთს გაცილებით ვუფრთხილდებით ახლა, ვიდრე აქამდე. ვცდილობთ, დასვენების დრო ყველას თანაბრად გვერგოს“, - აღნიშნავს მანანა.


გვერდში დგომა განსაკუთრებით მძიმე სიტუაციებში უფრო მეტად ვლინდება. პირველი პაციენტის გარდაცვალება მთელმა კოლექტივმა რთულად გადაიტანა.


„ეს ასაკოვანი ქალბატონი მთელი 20 დღე იწვა რეანიმაციულ განყოფილებაში, 20 დღე იბრძოლა, მაგრამ უშედეგოდ. ძალიან ვინერვიულეთ ყველამ. ამიტომაც აფრთხილებენ მუდამ მოსახლეობას, რომ დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად მოერიდონ კონტაქტს: შეიძლება ვიღაცამ მარტივად გადაიტანოს, მაგრამ მოხუცები, ქრონიკული ავადმყოფობის მატარებლები ამ ვირუსს ვერ გაუძლებენ, უნდა დავუჯეროთ პროფესიონალებს“, - ამბობს მანანა.


რთულ მომენტებთან ერთად სახალისოც ბევრია. მანანა იმ მხიარულ ირანელ პაციენტსაც იხსენებს, რომელიც მთელმა საქართველომ გაიცნო და რომელსაც COVID-19 არ დაუდასტურდა. ირანელი ტურისტი მეგობართან ერთად საქართველოში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირება მოუწია.


„ჩვენი გაფრთხილებისა და დიდი ყურადღების მიუხედავად, მაინც ვერ გავიგეთ, როგორ გაგვეპარა და დიდი რკინის კარი ფართოდ გახსნა. იქ კი ჟურნალისტების მთელი არმია იცდიდა, რომლებიც, რა თქმა უნდა, ამ ბიჭს მისცვივდნენ. მანაც, ის იყო, დააპირა პასუხის გაცემა, რომ ჩვენმა პერსონალმა უკან შემოაგდო. როცა ლუგარიდან მის ანალიზზე მეორე პასუხიც უარყოფითი მოვიდა, ყველანი, ექიმები და ექთნები, ჩაგვამწკრივა ამ ბიჭმა და ინგლისურად მადლობები გვიხადა“, - იცინის მანანა.


არც პირველი პაციენტის გაწერა დაავიწყდება ოდესმე. პირველ გამოჯანმრთელებულს ყველა განყოფილება გულწრფელად გულშემატკივრობდა და ოვაციებიც მთელი ღამე გაგრძელდა.


დაბოლოს, მანანა ამბობს, რომ ხალხის ყურადღებას ყოველწუთას გრძნობს. „არა მარტო დიდი კომპანიები გვეხმარებიან და გვერდში გვიდგანან, მაგალითად, ამასწინათ, ერთმა ცოლ-ქმარმა ხაჭაპურები და ლობიანები მოგვიტანა. როცა ვკითხეთ, ვინ ხართო, არავინო, გვიპასუხეს, უბრალოდ, მადლიერება ასე გამოხატეს, ეს ძალიან ძვირფასი საჩუქარი იყო“, - ამბობს მანანა.

დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანე ბიჭები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.