10 000 ლარი STOPCOV ფონდში - საქველმოქმედო საჭადრაკო მარათონი კიდევ გაგრძელდება

ამბები

21 აპრილი 13:15

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით, 11 აპრილს საქველმოქმედო მარათონი, „ქართული ჭადრაკი კორონავირუსის წინააღმდეგ“ დაიწყო.

ყველა მსურველს შეუძლია, ვირუსთან ბრძოლის ფონდში, მინიმუმ, 100 ლარი გადარიცხოს და შემდეგ 3-პარტიან ონლაინმატჩში ისეთი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეები გამოიწვიოს, როგორებიც არიან: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, ასევე - საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები.


მარათონის შედეგად 10 დღის განმავლობაში 10 000 ლარზე მეტი შეგროვდა. ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე ამბობს, რომ მარათონი გაგრძელდება. „20-მდე პირი ჩაერთო ამ აქციაში, რაც ძალიან სასიამოვნოა. შეგროვდა 10 000 ლარზე ცოტა მეტი და ეს თანხა გადაირიცხა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში. 100 ლარი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მოყვარულ მოჭადრაკეს გამოეწვია სათამაშოდ პროფესიონალი, მაგრამ ბევრმა მათგანმა უფრო მეტი გადაიხადა. მთავარი ქველმოქმედებაა და მინდა თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, მარათონი დღეს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მოთხოვნა არის და ამიტომ, არ შემოვიფარგლებით მხოლოდ 10 დღით. აქცია გაგრძელდება და ვისაც მონაწილეობის სურვილი ექნება, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩაერთოს. სიამოვნებით გავუწევთ ორგანიზებას საქველმოქმედო მატჩებს“. - გიორგი გიორგაძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი.


როგორ მივიღოთ საქველმოქმედო საჭადრაკო მარათონში მონაწილეობა


1. რეგისტრირდებით საიტზე https://www.chess.com/. ეს არის ჭადრაკის ონლაინსივრცე და სოციალური ქსელი - ყველაზე პოპულარული და მრავალმომხმარებლიანი საიტი ჭადრაკის მოყვარულთათვის.


2. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში StopCov რიცხავთ მინიმუმ 100 ლარს.


3. მეილზე chesspoti@yahoo.com უკავშირდებით ონლაინტურნირების გვერდის ადმინისტრატორ დავით კოდუას. უგზავნით StopCov ფონდში გადარიცხული თანხის დამადასტურებელ ნებისმიერ საბუთს და მეილში წერთ, რომელ მოჭადრაკესთან რა ფორმატის მატჩის გამართვა გსურთ.


4. ელოდებით საპასუხო შეტყობინებას.


კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მარათონის ყველა მონაწილეს შეუძლია ჭადრაკის სასახლეში ერთდროული თამაშის სეანსში მონაწილეობა და თითოეულ მათგანს საჩუქრად გადაეცემა წიგნი საყვარელი მოჭადრაკის ავტოგრაფით.


დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: დავით კოდუას (chesspoti@yahoo.com; 593 399 264 - ონლაინტურნირების გვერდის ადმინისტრატორი) ან სოფო ნიკოლაძეს (sophonikola@hotmail.com; 593 246 256 - ჭადრაკის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური).


ჭადრაკის ფედერაცია 2020 წლის იანვრიდან კომპანია ევროპაბეთის პარტნიორია. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში მონაწილეობს.


ყველაფერი პროექტის „პასუხისმგებლიანი თამაში“ შესახებ -  https://responsible.ge/

დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანე ბიჭები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.