ონლაინდისკუსია თემაზე STOPCOVID აპლიკაციები და პერსონალურ მონაცემთა დაცვა

ამბები

20 მაისი 17:00

21 მაისს, 17:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია IRC-ის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/IRC111 გაიმართება ონლაინდისკუსია თემაზე:STOPCOVID აპლიკაციები და პერსონალურ მონაცემთა დაცვა.

დისკუსიაში, რომელსაც IRC-ის წარმომადგენელი გიორგი გაბრიელაშვილი გაუწევს მოდერაციას, მონაწილეობას მიიღებენ:



  • სალომე ბახსოლიანი - საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი (სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური)

  • ანა კაპანაძე - Privacy Logic Group-ის დირექტორი (PLG)

  • ირაკლი ლომიძე - ექსპერტი ტექნოლოგიური უსაფრთხოების საკითხებში (IRC)

  • გიორგი გურგენიძე - საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი (GISA)


COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიასთან და მის თანმდევ მოვლენებთან გასამკლავებლად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები თუ კერძო კომპანიები გარდა სამედიცინო-ეპიდემიოლოგიური ძალისხმევისა, მრავალ ახალ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას გვთავაზობენ. მათ რიგებშია ახალ კორონავირუსთან მებრძოლი აპლიკაციებიც. დისკუსიის მიზანია ვიმსჯელოთ პანდემიასთან მებრძოლი აპლიკაციების საშუალებით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ სისუსტეებზე და პოტენციურ საფრთხეებზე.


საკითხის განხილვა შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემის გზით მოხდება:



  • რა ტიპის აპლიკაციები გამოიყენება პანდემიასთან გასამკლავებლად?

  • დაავადების გავრცელების ეფექტიანად შეჩერებასთან ერთად არის თუ არა მსგავსი აპლიკაციები მომხმარებლის მონაცემთა დაცვაზე ორიენტირებული?

  • როგორ იქნება გამოყენებული აპლიკაციის ფუნქციონირებისთვის მოპოვებული პერსონალური მონაცემები?

  • შეფასებულია თუ არა მსგავსი აპლიკაციების პოტენციური საფრთხეები?


არასამთავრობო ორგანიზაცია IRC გთავაზობთ ყოველკვირეული დისკუსიების ციკლს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ონლაინდისკუსიები იმართება, ნიდერლანდების საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ანა ლაცაბიძეს. ტელ: 599 444 544

დღის ჰოროსკოპი

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივნისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ დავალაგოთ გარდერობი - ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს

აღიარეთ, დილით რამდენჯერ გაგიფიქრებიათ „რა ჩავიცვა“, როცა სასოწარკვეთილი მისჩერებიხართ ღია კარადას? არადა, თითქოს, ტანსაცმელი შიგნით აღარ ეტევა, ჩასაცმელი მაინც მართლაც არაფერია.  
ამბები

„ვისოლში“ საწვავზე წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასები დაფიქსირდა

„ვისოლმა“ მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების ტენდენციისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით საწვავის ფასები წლის დასაწყისიდან დღემდე, ჯამურად, 80 თეთრამდე შეამცირა და ქსელში წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასი დააფიქსირა.
დღის ჰოროსკოპი

5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ვინ იყო პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, ვინც მე-19 საუკუნის ქუთაისში იმოგზაურა

ბავშვობიდან სხვანაირი იყო. მისი მშობლები მის მკაცრ ხასიათს ვერ უმკლავდებოდნენ. ბრწყინვალე განათლება მიიღო და სწავლობდა ანატომიასაც, რათა გაეგო, საიდან ჰქონდა ლტოლვა ქალების მიმართ... 
ამბები

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცებისა და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტებისა და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ვისოლი“ ავრცელებს.
საკნატუნო ამბები

ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი

რა ხდება განქორწინების შემდეგ?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ყინულის დიეტა მსოფლიოს იპყრობს

ყინულის დიეტის დაწყების დროა... ერთად გავერკვეთ, რას გულისხმობს ეს და როგორ ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.  
დღის ჰოროსკოპი

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?