9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ამბები

6 ივლისი 16:00

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.

ეს ყველაფერი კი ყველას ნერვებს გვიშლიდა მაშინ, როცა აბიტურიენტები ვიყავით.


გახსოვთ, როდის ინერვიულეთ ბოლოს მისაღები გამოცდის წინ? გახსოვთ, რას გრძნობდით გამოცდებამდე 6 თვით, 3 თვით, 1 თვით, 1 დღით ან 1 საათით ადრე? რა ხდებოდა თქვენს თავს? თუკი მისაღები გამოცდები დიდი ხნის წინ ჩააბარე, მოდით, გაგახსენებთ, მაშინ რა იყო თქვენი მთავარი საფიქრალი და სანერვიულო. მაშ, ასე:


1. მოსვენებას არ გაძლევდნენ ნათესავები


„სად აბარებ?“ „მათემატიკის ჩაბარება გიწევს?“ „უნარებში ვისთან ემზადები?“ „ვეფხისტყაოსნის“ ყველა საზეპირო უკვე იცი?“ „პირველი რა გიწერია?“  - მსგავსი კითხვები ყველა მხრიდან პირდაპირ მოფრინავდნენ და ისედაც ანერვიულებულს მოსვენებას არ გვაძლევდნენ. ასეთ კითხვებს და კომენტარებს ვერსად ვემალებოდით და ეს ძალიან დამთრგუნველი იყო.


2. თუმცა იყო მომენტები, როცა საკუთარ ძალებში ვრწმუნდებოდით


ესეთი მომენტი გამოცდებამდე დაახლოებით 4-6 თვით ადრე დგებოდა. დღეების მიხედვით გაწერილი სამეცადინო პროგრამა წინ გვედო, წიგნებით და კონსპექტებით შეიარაღებულებს კი გულწრფელად გვჯეროდა საკუთარი თავის, იმიტომ რომ არ არსებობდა საკითხი, რაზეც თუნდაც ბუნდოვანი წარმოდგენა არ გვქონდა.


3. უკვე ჩუმჩუმად ვოცნებობდით განუმეორებელ სტუდენტობაზე


ჩვენს წარმოდგენაში სტუდენტობა თითქმის ყოველთვის ჰგავდა ჰოლივუდურ ფილმებში ნანახ სტუდენტობას - გამწვანებულ მინდვრებს უნივერსიტეტის წინ; მყუდრო ბიბლიოთეკებს და მხიარულ კამპუსებს, მისაღებ გამოცდებზე ნერვიულობაც - წარსულს ჩაბარებული.


4. თუმცა ამის ნაცვლად, მუდამ გამოუძინებლები ვიყავით


ახალი წლის შემდეგ გამოცდები უკვე კატასტროფულად მოახლოებული გვეჩვენებოდა და ვხვდებოდით, რომ მეცადინეობის ტემპს თუ არ მოვუმატებდით, ისე არაფერი გამოვიდოდა. დილის 6 საათიდან საღამოს 12 საათამდე მეცადინეობა უკვე ცხოვრების ჩვეული რიტმი იყო; ძილზეც ვერ ვიტყოდით, რომ კარგად გვეძინა.


5. სკოლა - რეპეტიტორები - სახლი


ესაა წელი, როცა ცხოვრება ზაზუნას დღეებს ჰგავს; როცა არაფერი ხდება დაუგეგმავად. დილით სკოლა, შუადღისას - მასწავლებლები; საღამოს კი - მეცადინეობა. მეგობრებთან შეხვედრაც კი ერთი და იმავე თემით იწყება და მთავრდება: იმის გარკვევა, თუ ვინ როგორ მეცადინეობს.


6. ამ ყველაფრის ფონზე, მუდამ უკმაყოფილო მშობლები


მიუხედავად იმისა, თუ რამდენს მეცადინეობ, დედასთვის არასოდესაა საკმარისი შენი მეცადინეობის ხარისხი. შენზე უკეთ ყოველთვის იმეცადინებს ვიღაც შენი მეზობლის ან შორეული ნათესავის შვილი.  


7. კონსპექტები VS ფერადი სტიკერები


გავსებული დაკონსპექტებული რვეულების სიდიდე განვლილ მასალაზე მიუთითებს, ფერად სტიკერებზე ჩამოწერილი მინიშნებები კი გასაკეთებელ საქმეებს. და მაინც, რაც არ უნდა იზრდებოდეს კონსპექტები, თითქოს, არასოდეს სრულდება გასაკეთებელი საქმეების სია...


8. პანიკა გამოცდამდე 1 კვირით ადრე


გამოცდების დაწყებამდე დაახლოებით ადრე პანიკა გეწყება - თითქოს აღარაფერი გახსოვს. არც კი იცი ამის შესახებ ვის გამოუტყდე: „ხომ გეუბნებოდი“ - გეტყვის მასწავლებელი; დედა - საყვედურებით აგავსებს, ბებო - უფრო მეტი ნახშირწყლებით გამოგტენის. არა, ნახშირწყლების საწინააღმდეგო არაფერი გაქვს, მაგრამ ახლა ეს ვერ გიშველის.  


9. დაბოლოს, გამოცდამდე 30 წუთით ადრე


გამოცდამდე ბოლო ნახევარი საათი ყველაზე რთული იქნება შენს ცხოვრებაში. მით უმეტეს, რომ წლევანდელი წელს აბიტურიენტებმა გამოცდები პირბადით უნდა წერონ. მათი წახალისება კი, „ზუმერის“ გარდა, იმათი ვალიცაა, ვინც ეს განცდები უკვე გამოიარა, ან ჩვენმა სტატიამ ის პერიოდი გაახსენა.

დღის ჰოროსკოპი

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა

„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა და ამიერიდან ერთგული მომხმარებლები იტალიური პეპერონის, მარგარიტას და პიცის ყველით და ლორით დაგემოვნება მხოლოდ 5.50 ლარად შეეძლებათ. ინფორმაციას „ვისოლ ჯგუფი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ეს ადგილი კომფორტის მოყვარული მსმენელისთვის შევქმენით“,-7 აგვისტოს ღია ცის ქვეშ ახალი სივრცე იხსნება!

პანდემიის დასრულების შემდეგ ღონისძიებების სერია აქტიურად განახლდა, თბილისს ნელ-ნელა ემატება ახალი სივრცეები. ერთ-ერთი მათგანი Eclectik Space ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველ სტუმრებს 7 აგვისტოს უმასპინძლებს.
დღის ჰოროსკოპი

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ევროპაბეთზე მიმდინარე რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში დასრულდა

კომპანია ევრობაპეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატი ჩატარდა.
დღის ჰოროსკოპი

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1-ლი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ტექნიკა, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება თანამედროვე სამზარეულოში

როგორი უნდა იყოს თანამედროვე სამზარეულო? - პირველ რიგში, ის არ უნდა იკავებდეს დიდ ადგილს სახლში, რადგან თანამდროვე ცხოვრების სტილი მჭიდროდაა დაკავშირებული სტუდიოს ტიპის მცირე ფართის ბინებთან. გარდა ამისა, სამზარეულოში ნებისმიერი ინგრედიენტის დამუშავებისთვის განკუთვნილი დანადგარი ტექნოლოგიურად სულ უფროდაუფრო მეტად იხვეწება. ასე რომ, დღეს შინ თავისუფლად შეძლებთ ისეთივე გემრიელი კარტოფილი ფრის მომზადებას, როგორც - ჩვენს საყვარელ ფასტფუდის რესტორნებში.
დღის ჰოროსკოპი

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?