თეონა გეგელია: „ყველაფერი ნათქვამი მაქვს“

5 სექტემბერი 12:00, 2016 წელი

ჟურნალისტ თეონა გეგელიას გულწრფელი ინტერვიუ „Funtime“-ისთვის. 

სახელი: თეონა


გვარი: გეგელია


სამუშაო ადგილი: ტელეკომპანია „იმედი“


რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი... არ ვიცი, არ მიფიქრია.


ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს... ადამიანების ინფორმირების შესაძლებლობა.


ყველაზე დასამახსოვრებელი გადაცემა... მახსოვს ის გადაცემები, რომლებითაც განსაკუთრებით უკმაყოფილო ვარ. ახლა ასეთი სამი მახსენდება. ზოგადად, ბოლომდე კმაყოფილი არც ერთი ეთერით არ ვარ.

ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ...
სიკეთეს, თავმდაბლობას, გამარჯობის თქმის უნარს.


მჯერა, რომ... ბევრი რამის მჯერა.


რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში... ალბათ, სიფიცხე.


ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის... ახლობელი ადამიანები.


ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ... უამრავი რამ მინდოდა, აღარც მახსოვს.


ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო... ვინც ვარ.


ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე... მათემატიკის ნიჭი.


წიგნი, რომლის ავტორიც ვიქნებოდი... რომ შემეძლოს, თავად დავწერდი, სხვისი წიგნის ავტორობა არ მინდა.


ვტირი მაშინ, როდესაც... ძალიან იშვიათად.


მრცხვენია მაშინ, როდესაც... ვცდილობ, ისე მოვიქცე, რომ არ შემრცხვეს.


რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ... ყველაფერი ნათქვამი მაქვს, და თუ რამის თქმა მომინდა მომავალში, იმასაც ვიტყვი.


სიყვარული არის... სიკეთე.


ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ... ბევრჯერ.


დღევანდელი დღე არის გარანტი იმისა... ასეთი გარანტიები არ არსებობს.


პირად ურთიერთობებში ვარ... ეს ჩემს მეგობრებს უნდა ჰკითხოთ.

შევცვლიდი... იმას, რისი შეცვლაც შესაძლებელია უკეთესობისკენ.


ოქროს თევზს ვთხოვდი... საყოველთაო მშვიდობას.


პრეზიდენტი, რომ ვიყო... გამორიცხულია!


ქალი უნდა იყოს... ადამიანი, ისევე როგორც კაცი.


თავისუფლება არის... დიდი ნებისყოფა, სხვების თავისუფლების პატივისცემა.


მშვიდობა არის... სიკეთე.

იყო პატრიოტი, ნიშნავს... ეს სიტყვა არ მიყვარს.


ჩემი საყვარელი სასმელი... თეთრი მშრალი ღვინო.


ჩემი დევიზია... დევიზები არ მაქვს.

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც... არ მაქვს პრეტენზია, რომ ვინმემ დამიმახსოვროს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?