X

დავით კვირცხალია: „შვილიშვილები გრიშა კაკაჩიას მეძახიან!“

ახალი თაობა
16.12.2016 20:00
2932

მსახიობი დავით კვირცხალია ორი გოგოს, ელენე-ბაკასა და რუსუდანის მამა და ორი შვილიშვილის ბაბუაა...

  

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
  • დავითი: ორი გოგოს, ელენე-ბაკას და რუსუდან კვირცხალიების მამა ვარ. ელენე დაოჯახებული არ არის, რუსუდანს კი ორი შვილი ჰყავს.10 წლის დავით თურმანიძე და 3 წლის მარიამ გვეტაძე.

  • რუსუდანი: დავითი ფანტასტიკური მამა და ჩვენი ახლო მეგობარია. მკაცრად არ გავუზრდივართ. მეგობრული დამოკიდებულების დამსახურებით ურთიერთნდობა ყოველთვის გვქონდა.

  • დავითი: ბიჭი რომ არ მყავდა, ყოველთვის განვიცდიდი. დათი რომ დაიბადა, ეს ჩემთვის უზარმაზარი სიხარული იყო. ბაბუობაზე არც მიფიქრია, ძმაკაცურად გავზარდე!

  • დავითი: კვირაში ერთხელ, როცა სახლში დიდი დალაგებაა, შვილიშვილებიც ზუსტად ამ დღეს მოდიან და იმ წუთში ურევენ ყველაფერს.

  • რუსუდანი: მე „ჩემი ცოლის დაქალების“ მხოლოდ იმ სერიებს ვუყურებ, სადაც მამა მონაწილეობს. დედა და ბაკა სერიას არ ტოვებენ. მამას გაცილებით უკეთესი როლები აქვს ნათამაშები, თუმცა კაკაჩიას გმირმა არა მარტო მის, არამედ ჩვენს ცხოვრებაშიც შემოიტანა ცვლილებები. როცა მამასთან ერთად ვართ, ყველგან გვაჩერებენ, მანქანიდან ხელს გვიქნევენ და დადებით ემოციებს გამოხატავენ.

  • რუსუდანი: მამა გრიშას არაფრით არ ჰგავს. ჩემი და ყველაზე მეტად ვერ იტანს კაკაჩიასნაირ ადამიანებს. თუმცა ვამაყობთ, როგორც თამაშობს. რაც კი აქამდე უთამაშია, ყველა როლისგან და პერსონაჟისგან განსხვავებულია.

  • დავითი: დათი უნიკალური ხასიათების, მოწესრიგებული და გემოვნებიანი ბიჭია. ჩაცმა ძალიან უყვარს. მხიარულია და იუმორის საოცარი გრძნობა აქვს. ინგლისურს კარგად ფლობს და კალათბურთითაა გატაცებული. ჯერ ვერ დაფრინავს, მაგრამ, როგორც მისი მწვრთნელი მეუბნება, დათი მოედანზე კარგად აზროვნებს.

  • რუსუდანი: მედიამენეჯმენტი მაქვს დამთავრებული. სხვადასხვა ტელევიზიებში ვმუშაობდი. მეორე შვილი რომ შემეძინა, პაუზა მქონდა. ახლა კი პატარა კაფე გავხსენი და ნელ-ნელა აქტიურ ცხოვრებას ვუბრუნდები. ელენე პროფესიით თეატრმცოდნეა, თუმცა 20 წელზე მეტია, ტელევიზიაში მუშაობს და დაამტკიცა, რომ ყველაზე მაგარი ტელეპროდიუსერია.

  • დათი: „ჩემი ცოლის დაქალებს“ ხანდახან ვუყურებ.  მსოფლიოში ყველაზე მაგარი ბაბუა მყავს! კაკაჩიასგან განსხვავებით, ის ცხოვრებაში უფრო მეტ სურვილს ასრულებს.

  • დავითი: ჩემზე მეტად დათი და მარიამი უყურებენ „ჩემი ცოლის დაქალებს“. მათთან რომ მივდივარ, გრიშას მეძახიან. დათი კაკაჩიას იუმორით უყურებს, მარიამს კი ჯერ ვერ გაუგია, ერთდროულად კვირცხალია და კაკაჩია რატომ ვარ.

  • რუსუდანი: მარიამი სამ ენაზე საუბრობს. რუსულენოვანი ძიძა გვყავს, მარინა, რომელმაც კარგი რუსული ასწავლა. ახლა ფრანგულ საბავშვო ბაღში დადის.

ავტორი: სოფიო ბოჭორიძე