მია მედოიძე, 6 წლის:
წელს სკოლაში მივდივარ და ძალიან მიხარია! წიგნები ისე მიყვარს, ვგიჟდები! ბებოს ყოველ საღამოს ვთხოვ, რომ წამიკითხოს. ბავშვმა წიგნები უნდა იკითხოს, რომ განვითარდეს. საქართველოს ისტორია მიყვარს და მეფე მირიანზე უკვე წავიკითხე. როცა დედიკოს საშუალება აქვს, წიგნებს ხშირად მჩუქნის. მე კი კარგი სწავლით ვახარებ.
თათული ქიტუაშვილი, 6 წლის:
სკოლა ძალიან მომწონს. უკვე მეორე კლასში გადავედი. წიგნების კითხვა ისე მიყვარს, გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, სანამ დედიკო სახლში წამიყვანს, სულ ვკითხულობ, რომ განათლებული გავიზარდო და ჟურნალისტი გამოვიდე.
ნატალია ახსიაშვილი, 10 წლის:
სწავლა და კითხვა ძალიან მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით მათემატიკა და ხატვა მიტაცებს. წიგნების კითხვას დროს იმიტომ ვუთმობ, რომ მინდა წარმატებული გოგო ვიყო.