- ლენუკა, ახლა რას საქმიანობ?
- ბოლო წლებია, აღარ ვაქტიურობდი. ჯერჯერობით კერძო ოჯახურ ბიზნეში ვარ ჩართული. მინდა, სასტუმრო გავაკეთო …
არ მიყვარს ერთფეროვნება. მინდა, ყველაფერში გამოვცადო ჩემი თავი.
- რა ასაკში გახდი დედა?
- 17 წლის ვიყავი, როცა გავიპარე ... მართალია, ეს ქორწინება არ გაგრძელდა, მაგრამ ღმერთმა შვილი გვაჩუქა .
19 წლის ვიყავი, ნიკუშა რომ შემეძინა. ახლა 14 წლისაა, ძალიან ნიჭიერია, უკვე თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
მომავალში კი IT ინჟინერობა სურს.
- როგორია დედობის შეგრძნება 19 წლის ასაკში?
- ბავშვი რომ გავაჩინე, თითქოს, მის გარდა, აღარავინ და აღარაფერი მინდოდა.
ასე მგონია, ღმერთი შვილს კიდევ თუ მაჩუქებს, ალბათ უფრო სხვანაირად დავინახავ...
დედური შეგრძნებები ახლა უფრო მიღვივდება