კორონავირუსი და საინფორმაციო ჰიგიენა - ყველაფერს ნუ „გადაპოსტავთ“

ჩვენ გვერდით

27 მარტი 15:10

პანდემიის შესახებ გავრცელებულ ამბებში სიმართლისა და დეზინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან გართულდა. კორონავირუსის ირგვლივ არსებული ჭარბი ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე შეაფასა, როგორც „ინფოდემია“. WHO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე კი პროფესიონალური სიფრთხილით უდგებიან თითოეულ სიტყვას, რომელიც მთავრდება მარცვალზე „-დემია“ და უმიზეზოდ არასდროს იყენებენ.  

ჯანმო-ს მოუწია, შეექმნა სპეციალური რუბრიკაც Mythbusters (მითების გაქარწყლება), სადაც განმარტავენ, რომ კლიმატი არ განაპირობებს კორონავირუსის სიცოცხლისუნარიანობას; რომ აზრი არ აქვს ვირუსთან ბრძოლას ხელის ელექტროსაშრობით; რომ ცხელ აბაზანაში ჩაწოლით და ნივრით არ „იღუპება“ ვირუსი SARS-CoV-2, რომელიც იწვევს დაავადება covid-19-ს.


Newsguard-მა, რომელიც 2019 წლიდან ამუშავდა და ვებგვერდების სანდოობის რეიტინგებს განსაზღვრავს (შექმნეს ჟურნალ The American Lawyer-ის დამფუძნებელმა სტივენ ბრილმა და The Wall Street Journal-ის ყოფილმა რედაქტორმა გორდონ კროვიციმ), თავისი მომსახურება 1 ივნისამდე უფასო გახადა კორონავირუსთან დაკავშირებით. აქ შეგიძლიათ ნახოთ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, კანადის და ინდოეთის ის ვებგვერდები, რომლებიც კორონავირუსის შესახებ არასანდო ინფორმაციებს ავრცელებენ. ვებგვერდების სანდოობას 50-მდე ჟურნალისტისა და ანალიტიკოსისგან შემდგარი გუნდი აფასებს.


როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია კორონავირუსზე?
ამის შესახებ წერს და საინტერესო მაგალითებს წარმოგვიდგენს მედიაკრიტიკის ქართული პლატფორმა mediachecker.ge - რომელზეც ტელე, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში განთავსებული ჟურნალისტური პროდუქტის ანალიზის შედეგებია თავმოყრილი.


***


ამ ყველაფრის მიუხედავად, მედია ის მნიშვნელოვანი წყაროა, რომელიც გადამოწმებულ და სასარგებლო ინფორმაციას გვაწვდის.  


მაინც როგორ გავარჩიოთ ფეიკი, რათა არც ჩვენ დავსნეულდეთ ინფორმაციული ვირუსით და არ სხვისთვის გავხდეთ დეზინფორმაციის წყარო?


საინფორმაციო ჰიგიენის 4 მარტივი წესი არსებობს:


ნუ დაუჯერებთ ამაღელვებელ ემოციებზე გათვლილ ინფორმაციებს;


ფრთხილად - ფოტოებთან და ვიდეოსთან. შეიძლება ისინი სულაც არ იყოს მონტაჟი, მაგრამ კონტექსტთან ხელოვნურად იყოს მიბმული;


ნუ დაუჯერებთ მეგობრებს და, თუნდაც, მეცნიერებს/ექიმებს, რომლებიც მათთვის უცნობ
თემაზე საუბრობენ;


ინფორმაცია, რომელმაც თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინა, შეამოწმეთ  იმ საიტებზე, რომელბიც ფეიკებს აგროვებენ და ააშკარავებენ (მაგალითად: Snopes; BuzzFeedNews).


 


***
ყურადღებით იყავით:


ა) თუკი ერთ ინფორმაციაში ბევრი შთამბჭდავი ფაქტია თავმოყრილი:


ბ) თუკი ერთბაშად ბევრ „სასარგებოლო ინფორმაციას“ გაწვდიან - უფრო მეტს, ვიდრე გადამოწმებულ წყაროებშია. სწორედ ამიტომ ხდება ის პოპულარული ანუ ვირუსული.


ექსპერტები, რომლებაც 2018 წელს Twitter-ის ჭორების კასკადები გამოიკვლიეს, ჟურნალ Science -ში დაბეჭდილ ანგარიშში აღნიშნავდნენ, რომ მკითხველები ფეიკებს ასე აქტიურად იმიტომ აზიარებენ, რომ ისინი გაცილებით „შინაარსიანია“.

ყალბი ამბავი ხშირად ახდენს შთაბეჭდილებას, თითქოს თქვენ მოგაწოდეს ბევრი უცნობი და საინტერესო ფაქტი, რომელთა ცოდნა ყველასთვის სასარგებლოა. თავისთავად, გიჩნდებათ სურვილი, ასეთი ინფორმაცია გააზიაროთ.


პანდემიის პერიოდში ხშირად ვრცელდება ინფორმაციები, მაგალითად:
სიმპტომების შესახებ  - თუ სურდო და სისველე გაქვთ, თქვენ ვერ იქნებით კორონავორუსით ინფიცირებული;
აღწერენ დაავადების მიმდინარეობას - თითქოს წყალში იძირებით;
იძლევიან რჩევებს საუკეთესო პროფილაქტიკაზე - სვით ცხელი, ლიმონიანი წყალი ან კოკა-კოლა, როგორც კი ყელის ტკივილს იგრძნობთ.
ასეთ ინფორმაციებთან ერთად იმასაც გამცნობენ, რომ ვირუსის უჯრედის დიამეტრი 400-500 ნანომეტრია, რაც ბევრისთვის საკმაოდ მეცნიერულად და დამაჯერებლად ჟღერს.


***

ვერც ჯანმრთელობის ორგანიზაციის ვებგვერდზე და ვერც საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვრდზე stopcov.ge  ვერ ნახავთ ვერანაირ მარტივ ხერხებს, თუ როგორ გავარჩიოთ კორონავირუსი უბრალო გაციებისგან და ადრეულ სტადიაზე თავადვე როგორ დავისვათ დიაგნოზი.
კორონავირუსის დიაგნოზის დასასმელად ერთადერთი საშუალებაა ადამიანის ბიოლოგიური მასალის სპეციფიკური სადიაგნოსტიკო კვლევა.


ახლა წარმოიდგინეთ - ირგვლივ პანდემიაა და შეუძლოდ გახდით.
გაქვთ ორი ვარიანტი:
1) მიმართოთ ექიმს, შიშით ელოდოთ ვერდიქტს, რადგან შესაძლოა კარანტინში მოხვდეთ;
2) სვათ ბევრ ცხელი წყალი, შემდეგ აღმოაჩინოთ, რომ ცხვირში სისველე გაქვთ და დამშვიდდეთ, რომ ვირუსს გადაურჩით.


სულაც არ არის გასაკვირი, თუკი ეს მეორე ვარიანტი უფრო პარქტიკულად და ეფექტურად მოგეჩვენებათ.



***


ნუ შეგიყვანთ შეცდომაში ფოტო და ვოდეომასალა. 

ვიზუალურ მასალას, რომელიც ინფორმაციას ახლავს, მიზნად აქვს, ინფორმაციის სანდოობაში დაგარწმუნოთ.


რა თქმა უნდა, შეიძლება დაფიქრდეთ - ყალბი ხომ არ არის ეს ფოტო და ვიდეო? მაგრამ  თუკი მათ ნამდვილობაში ეჭვი არ გაგვიჩნდება, ავტომატურად ვენდობით იმ ინფორმაციასაც, რომელსაც ეს ვიზუალური გაფორმება ახლავს.


„ხელისუფლება მკაცი კარანტინის დაწესებას აპირებს და ისევე როგორც იტალიაში, თვეობით სახლში გამოკეტვა მოგიწევთ. კარანტინის რეჟიმის დარღვევას გააკონტროლებენ სამხედროები. ჯარი უკვე ქალაქის შემოსასვლელებთან დგას და ბრძანებას ელოდება, რომ ქალაქში განლაგდეს“ - ასეთი ინფორმაცია მიიღო მარტის დასაწყისში WhatsApp-ით ლონდონის მცხოვრებთა ნაწილმა.
ინფორმაციას თან ახლდა ხაზგასმით არაპროფესიონალური, მანქანის ფანჯრიდან სმარტფონით გადაღებული ფოტო, სადაც აღბეჭდილი იყო სამხედრო მანქანები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით იდგნენ გზის პირას. ფოტო, მართლაც, ნამდვილი იყო, თუმცა სამხედრო მანქანები იდგნენ გზის მარჯვენა მხარეს, მაშინ როცა ლონდონში და, ზოგადად, დიდ ბრიტანეთში საავტომობილო მოძრაობა გზის მარცხენა მხარესაა. ამის შემდეგ ინფორმაცია აღარც უნდა წაიკითხოთ.


 


***


სიფრთხილით მიუდექით მეგობრების ან ცნობილი ადამინების ინფორმაციებს, როცა ისინი მათი პროფესიისთვის უცხო თემებზე „პოსტავენ“.


ამერიკის პრესის ინსტიტუტის მიერ 2017 წელს ორგანიზებულმა ექსპერიმენტმა, რომელშიც 1489 ადამანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ მეგობრის მიერ გაზიარებული პოსტის მიმართ ჩვენი ნდობა სულაც არ არის დამოკიდებული ინფორმაციის შინაარსზე ან ინფორმაციის პირველწყაროზე.
ადამიანის ტვინისთვის ემოციურად ყველაზე ძლიერი სიგნალი აღმოჩნდა პროფილის ფოტო: ჩვენ ვრეაგირებთ ჩვენი ნაცნობის (ან, უბრალოდ, ცნობილი კარგი ადამინის) სახეზე და მისი პროტრეტის გავლენით ვენდობით ჩვენთვის უცნობი პირის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

კვლევის მონაწილეები მაშინვე კარგავდნენ პოსტის მიმართ ნდობას, როცა მათი ნაცნობის ფოტოს უცნობის ფოტოთი ანაცვლებდნენ. და აი თუკი სანდო მედიასაშუალებას შეცვლიდნენ არასანდო მედიასაშუალებით, ინფორმაციის მიმართ ნდობის დონე საერთოდ არ იცვლებოდა.


ამრიგად, ჩვენი „ფრენდების“ კედელზე მარტივად შეიძლება აღმოჩნდეს კონსპირაციული სტატია იმის შესახებ, თითქოს კორონავირუსი ბიოლოგური იარაღია, რომელიც ადამიანებმა რაღაც მიზნისთვის შექმნეს.

გენეტიკოსები იძულებულები გახდნენ, გამოექვეყნებინათ არაერთი სამეცნიერო სტატია Nature Medicine-ში და განემარტათ, რომ უსაფუძვლოა იმის მტკიცება, თითქოს ვირუსი „ღამურის, გველის და სპიდის გენომით“ ლაბორატორიაში დამზადებული ბიოლოგიური იარაღია.


კორონავირუსის შესახებ სტატიას თუნდაც თქვენი „ფრენდი“ მეცნიერი აზიარებდეს, მაგალითად - პროფესორი ასტროფიზიკის მიმართულებით. მისი ტიტული და მის მიმართ თქვენი პატივისცემა ავტომატურად არ უნდა იქცეს ნდობის მიზეზად ისეთ თემაზე, რომელიც მისი მოღვაწეობის სფეროს სცდება.


ასევე საყურადღებოა, სად შეგხვდათ ექსპერტის მოსაზრება: ერთია, სამეცნიერო ჟურნალის სტატია, რომელიც აუცილებლად რეცენზირებულია მეცნიერთა ჯგუფის მიერ და სულ სხვა საქმეა - ექსპერტის პირადი მოსაზრება. 


***


ასე რომ, ეძებეთ ხარისხიანი სამედიცინო ინფორმაცია პანდემიის პერიოდშიც და მის შემდეგაც.


და დაიცავით stopcov.ge-ს ძირითადი რეკომენდაციები:
ხელების ხშირი დაბანა;
სახეზე/ თვალში / პირზე ხელის შეხებისგან თავი არიდება;
ჰიგიენის დაცვა;
საგნების დეზინფიცირება;
ხველისა და ცემინების ეტიკეტის დაცვა;
ქუჩაში ცხოველებთან ახლო, დაუცველი კონტაქტისგან თავის შეკავება.

დაბოლოს - გახსოვდეთ საინფორმაციო ჰიგიენის წესები!



ჯანმრთელობას გისურვებთ!


 

დღის ჰოროსკოპი

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივნისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ დავალაგოთ გარდერობი - ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს

აღიარეთ, დილით რამდენჯერ გაგიფიქრებიათ „რა ჩავიცვა“, როცა სასოწარკვეთილი მისჩერებიხართ ღია კარადას? არადა, თითქოს, ტანსაცმელი შიგნით აღარ ეტევა, ჩასაცმელი მაინც მართლაც არაფერია.  
ამბები

„ვისოლში“ საწვავზე წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასები დაფიქსირდა

„ვისოლმა“ მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების ტენდენციისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით საწვავის ფასები წლის დასაწყისიდან დღემდე, ჯამურად, 80 თეთრამდე შეამცირა და ქსელში წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასი დააფიქსირა.
დღის ჰოროსკოპი

5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ვინ იყო პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, ვინც მე-19 საუკუნის ქუთაისში იმოგზაურა

ბავშვობიდან სხვანაირი იყო. მისი მშობლები მის მკაცრ ხასიათს ვერ უმკლავდებოდნენ. ბრწყინვალე განათლება მიიღო და სწავლობდა ანატომიასაც, რათა გაეგო, საიდან ჰქონდა ლტოლვა ქალების მიმართ... 
ამბები

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცებისა და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტებისა და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ვისოლი“ ავრცელებს.
საკნატუნო ამბები

ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი

რა ხდება განქორწინების შემდეგ?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ყინულის დიეტა მსოფლიოს იპყრობს

ყინულის დიეტის დაწყების დროა... ერთად გავერკვეთ, რას გულისხმობს ეს და როგორ ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.  
დღის ჰოროსკოპი

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?