მკვდრების მუზეუმი პალერმოში – ექსკურსია, რომელიც ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ

26 აპრილი 16:00, 2015 წელი

თუ ოდესმე მკვდრების მუზეუმის ნახვის სურვილი გაგიჩნდებათ, სიცილიის ქალაქ პალერმოში, კაპუცინების კატაკომბებში ჩასვლა მოგიწევთ. ამ სულის გამყინავ ადგილას რამდენიმე ათასი დაუმარხავი ადამიანის ნეშტი ინახება.


მათი უმრავლესობა სხვადასხვა დროს პალერმოს ნაღებ საზოგადოებას, ადგილობრივ არისტოკრატიას წარმოადგენდა და ქალაქის ისტორიაში საკუთარი კვალი დატოვა. თუმცა, მათ გარდა, იქ ჩვეულებრივ, რიგით პალერმოელებსაც წააწყდებით.
ნეკროპოლი, ანუ მკვდარი ქალაქი, კათოლიკური ტაძრის ქვეშ მე-16 საუკუნიდან არსებობს.




საინტერესოა, რომ მუზეუმის „ექსპონატებით“ შევსება მე-19 საუკუნის ბოლომდე ხდებოდა. მონასტერში მოღვაწე ყველა ბერი გარდაცვალების შემდეგ ადგილს აუცილებლად კატაკომბებში იკავებდა.
რაც შეეხება მდიდარ მოქალაქეებს, თუკი ნათესავებს მათი ნეკროპოლში ჩატანა სურდათ, თანხმობა ჯერ – პალერმოს ეპისკოპოსისგან, შემდეგ კი ტაძრის წინამძღვრისგან უნდა მიეღოთ.



ყველა გვამი საგანგებო პროცედურებს გადიოდა. სხეულის დასამუშავებლად მიმართავდნენ როგორც ბალზამირების, ასევე მუმიფიცირების მეთოდს. იმისთვის, რომ ტაძრის ტერიტორიაზე ინფექცია არ გავრცელებულიყო, გვამებს სპეციალური ქიმიური შენაერთებითაც ამუშავებდნენ. ამის შემდეგ მიცვალებულს აცმევდნენ და მათთვის „მკვდართა ქალაქში“ განკუთვნილ ადგილას ათავსებდნენ.
ვინაიდან მსოფლიოს ყველაზე საშიშ მუზეუმში სხვადასხვა ეპოქების წარმომადგენლები განისვენებენ, შუა საუკუნეების დროინდელ გრძელ კაბებში გამოწყობილი ქალბატონების გვერდით, XIX საუკუნის მოდურ შავ ფრაკებსა და ზოლიან შარვლებში ჩაცმულ მამაკაცებს აღმოაჩენთ.




ყველაზე შემზარავი სანახავი ვიტრინაა, რომლის ხის თაროები მიცვალებულებითაა სავსე. თაროებს შორის მოჩანს ქალის ფიგურა, რომელსაც გრძელი ნაცრისფერი კაბა აცვია. ყველა, ვინც ამ ქალბატონის პრაქტიკულად კანგაცლილ სახესა და თვალის ცარიელ ბუდეებს შეხედავს, დიდხანს ვერ დაივიწყებს ამ საშინელ სანახაობას.
მკვდართა ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე, ნახავთ უძველეს ბუხარს, რომელიც უნიკალური კოლექციის ნაწილია. ბუხრის კუთხეებში ქვისგან გამოთლილი ადამიანის ჩონჩხებია განლაგებული, ზედა ნაწილში კი ადამიანის თავია გამოსახული, რომელიც თითქოს ზევით, ღმერთისკენ იყურება.



ყველაფრის მიუხედავად, მუზეუმის ყველაზე პოპულარული ექსპონატი მაინც ორი წლის გოგონას როზალია ლომბარდოს ცხედარია.
პალერმოელ „მძინარე მზეთუნახავს“ ბევრი მისტიკური ისტორია უკავშირდება. ერთ-ერთი ბერის მტკიცებით, მან აშკარად დაინახა, როგორ გაახილა თვალები ორი წლის გოგომ და მას შეხედა. როზალია ცალკე სამლოცველოში წევს.



გოგონას პატივსაცემად ამ ადგილს „წმინდა როზალიას სამლოცველო“ უწოდეს. გოგონა მძინარეს უფრო ჰგავს, რაც უდავოდ ექიმ ალფრედო სალაფიას ოსტატობის დამსახურებაა, რომელმაც სპეციალური ხსნარები და ბალზამირების ყველასთვის უცნობი მეთოდი გამოიყენა. გოგონას ნეშტი შუშის ჰერმეტულ კუბოშია მოთავსებული. შენარჩუნებული თვალის გუგები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს პატარა როზალია მალე გაიღვიძებს და საუკუნოვანი ძილის შემდეგ ისევ ფეხზე წამოდგება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?