ნიკოლ კიდმანის დიეტაში ექსტრაორდინარული არაფერია: მიირთმევს ბოსტნეულსა და ცილოვან საკვებს. უარის ამბობს მარილსა და შაქარზე და მინიმალური დოზით იღებს შემწვარ და ცომეულ პროდუქტებს. მთავარი „ხრიკი“ კი გახეხილი უმი სტაფილოა, რომელიც შეგიძლიათ, შეუზღუდავი რაოდენობით მიიღოთ.
რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- დიეტის დაწყებამდე სასურველია სამდღიანი დეტოქს დიეტა - მიირთვით მხოლოდ წყალი, ხილი და უმი ბოსტნეული, ხილის წვენები და მცენარეული ნახარშები. ამ დროში კუჭი პატარავდება და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოიდევნება, ხოლო თუკი გაგიმართლებთ, ტოქსინებიც.
- დიეტის მენიუში პროდუქტების დოზები მითითებული არ არის. თავად უფრო კარგად იცით, რომელი პროდუქტი რა რაოდენობით უნდა მიიღოთ;
- შესაძლოა, საკვები ძველებურად გემრიელი არ მოგეჩვენოთ, რადგან დიეტის პერიოდში მარილი და შაქარი რაციონიდან სრულად უნდა ამოიღოთ.
- მენიუში საკმარისი რაოდენობით შედის ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინები და ცილები;
- დიეტის დროს მიირთვით ნებისმიერი ხილი, ბანანის გარდა;
- არ დაგავიწყდეთ დღეში 2 ლიტრამდე წყლის მიღება.
ნიკოლ კიდმანის დიეტის 2-კვირიანი მენიუ:
პირველი დღე:
საუზმე: შავი ყავა;
სადილი: ორი ცალი მოხარშული კვერცხი და ორი ცალი პომიდორი;
ვახშამი: მოხარშული ხორცი და სალათის ფურცლები.
მეორე დღე:
საუზმე: 100 გრამი სუხარი და შავი ყავა;
სადილი: მოხარშული ხორცი;
ვახშამი: 100 გრამი ლორი და 1 ჭიქა კეფირი.
მესამე დღე:
საუზმე: 100 გრამი სუხარი და შავი ყავა;
სადილი: მცენარეულ ზეთში შემწვარი ნიახურის ძირები, პომიდორი და ხილი;
ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, გახეხილი სტაფილო და უმარილო ყველი;
მეოთხე დღე:
საუზმე: შავი ყავა;
სადილი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი. გახეხილი სტაფილო და უმარილო ყველი;
ვახშამი: ხილის სალათი.
მეხუთე დღე:
საუზმე: შავი ყავა;
სადილი: მოხარშული თევზი;
ვახშამი: გახეხილი სტაფილო.
მეექვსე დღე:
საუზმე: 100 გრამი სუხარი და შავი ყავა;
სადილი: მოხარშული ქათმის მკერდი და სალათის ფურცლები;
ვახშამი: 2 ხალი მოხარშული კვერცხი.
მეშვიდე დღე:
საუზმე: უშაქრო ჩაი;
სადილი: მოხარშული ხორცი. ხილი;
ვახშამი: მოხარშული თევზი ბოსტნეულით.
მერვე დღე:
საუზმე: უშაქრო ყავა;
სადილი: მოხარშული ხორცი და ისპანახი (შეზავებული ზეითუნის ზეთით);
ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი.
მეცხრე-მეათე დღე:
საუზმე: შავი ყავა;
სადილი: ორი ცალი მოხარშული კვერცხი და ორი ცალი პომიდორი;
ვახშამი: მოხარშული ხორცი და სალათის ფურცლები.
მეთერთმეტე-მეთორმეტე დღე:
საუზმე: 100 გრამი სუხარი და შავი ყავა;
სადილი: მოხარშული ხორცი;
ვახშამი: 100 გრამი ლორი და 1 ჭიქა კეფირი.
მეცამეტე დღე:
ამ დღეს განტვირთვის დღე უნდა მოიწყოთ. მიირთვით ბევრი წყალი და ხილი მთელი დღის განმავლობაში.
მეთოთხმეტე დღე:
მეხუთე დღე:
საუზმე: შავი ყავა;
სადილი: მოხარშული თევზი;
ვახშამი: გახეხილი სტაფილო.
ამ დიეტის დახმარებით არა მხოლოდ წონაში დაიკლებთ, არამედ მიეჩვევით სწორ კვებას; გადაეჩვევით სუსნაობას ღამის საათებში. ორგანიზმი მიეჩვევა დაბალკალორიული კერძებისა და მცირე ულუფების მიღებას და რაც ყველაზე მთავარია, თქვენ შესანიშნავ ფორმაში იქნებით!
გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!