კვერცხის დიეტა - მრავალფეროვანი მენიუ და მინუს 15 კილო

დიეტა

7 იანვარი 14:00, 2016 წელი

სადღესასწაულო დღეებში კალორიულ კერძებზე უარის თქმა საკმაოდ რთულია. მოდით, ერთად მოვიშოროთ ახალ წელს აკრეფილი კილოგრამები, ამაში კი კვერცხის დიეტა და, რაღა თქმა უნდა, მონდომება დაგვეხმარება.


კვერცხის დიეტის უპირატესობა მის სიმარტივეშია.
კვერცხი, მრავალფეროვანი სალათები და ხილი შიმშილის შეგრძნებას გაგიქრობთ და დღის მანძილზე თავს დანაყრებულად იგრძნობთ.
სასურველი და მაქსიმალური შედეგის მისაღებად  მკაცრად აკონტროლეთ კვების რეჟიმი.

გაითვალისწინეთ დიეტის დროს:
- რაციონიდან ამოიღეთ ცხიმები;
- თუკი მოცემული მენიუდან რომელიმე პროდუქტს გამორიცხავთ, ნუ ჩაანაცვლებთ მას სხვა, თქვენთვის სასურველი პროდუქტით.
- მიიღეთ წყალი ნებისმიერი რაოდენობით;
- შეგიძლიათ, მიიღოთ ჩაი/ყავა, რა თქმა უნდა, რძისა და შაქრის გარეშე;
- ბოსტნეული მოხარშეთ წყალში და ნუ გამოიყენებთ ბოსტნეულის ნახარშ ბულიონს.
- შეგიძლიათ, საკვებს დაუმატოთ სანელებლები, მწვანილი, ხახვი და ნიორი შეუზღუდავი რაოდენობით;
- თუკი შიმშილმა შეგაწუხათ, მიირთვით სტაფილო ან კიტრი;
- თუკი მოცემულ დიეტაში ამა თუ იმ პროდუქტის რაოდენობა მითითებული არ არის, შეგიძლიათ, მიიღოთ შეუზღუდავი რაოდენობით.
- დიეტა იწყება ორშაბათის მენიუთი, არ აქვს მნიშვნელობა, კვირის რომელი დღიდან იწყებთ გახდომას.                                                       
                                                       
პირველი კვირა

ყოველდღიური საუზმე:
2 ცალი  მოხარშული კვერცხი და 2 ცალი ფორთოხალი ან  გრეიფრუტი;

ორშაბათი:
სადილი: ხილი შეუზღუდავი რაოდენობით (ვაშლი, ფორთოხალი, მსხალი და ა.შ);
ვახშამი: ორთქლზე შემწვარი ან მოხარშული ხორცი (ნებისმიერი, ცხვრის გარდა).
სამშაბათი:
სადილი: მოხარშული ან ორთქლზე შემწვარი ხორცი (კანგაცლილი);
ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი. ბოსტნეულის სალათი (სტაფილო, კიტრი, პომიდორი და შავი პილპილი). 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
ოთხშაბათი:
სადილი: უცხიმო ყველი. 1 ცალი ტოსტერში გახუხული პური და 2 ცალი პომიდორი;
ვახშამი: ორთქლზე შემწვარი ან მოხარშული ხორცი (ნებისმიერი, ცხვრის გარდა).
ხუთშაბათი:
სადილი: ხილი შეუზღუდავი რაოდენობით (ვაშლი, ფორთოხალი, მსხალი და ა.შ);
ვახშამი: ორთქლზე შემწვარი ან მოხარშული ხორცი (ნებისმიერი, ცხვრის გარდა) და 
ბოსტნეულის სალათი.
პარასკევი:
სადილი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი. ორთქლზე მოთუშული ბოსტნეული (ყაბაყი, სტაფილო ან შეგიძლიათ მიირთვათ ლობიო ან მწვანე ბარდა).
ვახშამი: მოხარშული თევზი, ბოსტნეულის სალათი და 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
შაბათი:
სადილი:  ხილი შეუზღუდავი რაოდენობით (ვაშლი, ფორთოხალი, მსხალი და ა.შ);
ვახშამი: ორთქლზე შემწვარი ან მოხარშული ხორცი (ნებისმიერი, ცხვრის გარდა) და ბოსტნეულის სალათი.
კვირა: 
სადილი: შემწვარი ან მოხარშული ქათმის ხორცი (კანგაცლილი). 2 ცალი პომიდორი და 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
ვახშამი:  მოთუშული  ბოსტნეული


                                                                    
მეორე კვირა

ყოველდღიური საუზმე:
2 ცალი  მოხარშული კვერცხი და 2 ცალი ფორთოხალი ან  გრეიფრუტი;

ორშაბათი:
სადილი: შემწვარი ან მოხარშული ხორცი და ბოსტნეულის სალათი;
ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი. ბოსტნეულის სალათი. 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
სამშაბათი:
სადილი: შემწვარი ან მოხარშული ხორცი და ბოსტნეულის სალათი;
ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი. 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
ოთხშაბათი:
სადილი: შემწვარი ან მოხარშული ხორცი. კიტრი;
ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი. 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
ხუთშაბათი:
სადილი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი. უცხიმო ყველი. მოთუშული ბოსტნეული;
ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი.
პარასკევი:
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი;
ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი.
შაბათი:
სადილი: მოხარშული ან შემწვარი ხორცი. პომიდორი. 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
ვახშამი: ახალი ხილის ნარევი (ვაშლი, მსხალი, ფორთოხალი, კივი და ა.შ.).
კვირა:
სადილი: მოხარშული ან შემწვარი ქათამი (კანგაცლილი). პომიდორი. მოთუშული ბოსტნეული. 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი. 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.


                                                                     
მესამე კვირა

ორშაბათი:
დღის მანძილზე, ნებისმიერ დროს, მიიღეთ ხილი შეუზღუდავი რაოდენობით (გამორიცხეთ: ყურძენი, მანგო, ფინიკი, ბანანი და ლეღვი).
სამშაბათი: დღის მანძილზე მიიღეთ მოთუშული ბოსტნეული და სალათი (გამორიცხეთ: კარტოფილი და მშრალი მარცვლეული);
ოთხშაბათი: დღის მანძილზე მიიღეთ ნებისმიერი ხილი (გარდა იმისა, რომელიც ზემოთ უკვე გამოვრიცხეთ). ნებისმიერი მოხარშული ბოსტნეული და  სალათები.
ხუთშაბათი: მოხარშული ან შემწვარი თევზი. სალათის ფურცლები და მოთუშული ბოსტნეული.
პარასკევი:
შემწვარი ან მოხარშული უცხიმო ხორცი. მოთუშული ბოსტნეული.
შაბათ-კვირა: დღის მანძილზე მიიღეთ ნებისმიერი, ერთი სახეობის ხილი შეუზღუდავი რაოდენობით. (მაგალითად: მხოლოდ ვაშლი ან მხოლოდ ფორთოხალი)


                                                                        
მეოთხე კვირა

აღნიშნული პროდუქტები გადაანაწილეთ მთელ დღეზე განსაზღვრული დროის გარეშე.



ორშაბათი:
მოხარშული ან შემწვარი ხორცი ან 1/4 მოხარშული ქათამი;
3 ცალი პომიდორი და 4 ცალი კიტრი;
1 ცალი თინუსის კონსერვი (უცხიმო ან წყალგადავლებული);
1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
სამშაბათი:
მოხარშული ან შემწვარი ხორცი - 200 გრ;
3 ცალი პომიდორი და 4 ცალი კიტრი;
1 ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური; ვაშლი.
ოთხშაბათი:
1 სუფრის კოვზი ხაჭო ან ერთი ნაჭერი უცხიმო ყველი;
მოთუშული ბოსტნეული - 200 გრ;
2 ცალი პომიდორი და 2 ცალი კიტრი;
1 ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური;
1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
ხუთშაბათი:
მოხარშული ან შემწვარი ხორცი - 200 გრ;
3 ცალი პომიდორი და 4 ცალი კიტრი;
1 ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური;
1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
პარასკევი:
2 ცალი მოხარშული კვერცხი;
სალათის ფურცლები და 3 ცალი პომიდორი;
1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
შაბათი:
მოხარშული ქათმის ხორცი (კანგაცლილი)
ხაჭო (უცხიმო ან ნაკლებად ცხიმიანი) - 200 გრ;
1 ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური;
2 ცალი პომიდორი და 2 ცალი კიტრი;
1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
კვირა:
1 სუფრის კოვზი ხაჭო;
1  თინუსის კონსერვი (უცხიმოდ);
მოთუშული ბოსტნეული - 100 გრ;
2 ცალი პომიდორი და 2 ცალი კიტრი;
1 ცალი ტოსტერში გახუხული პური;
1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.


დაბოლოს:
- აუცილებლად მიირთვით კვერცხი;
აუცილებლად მიირთვით მოთუშული ბოსტნეული - ყაბაყი, ბადრიჯანი, ბროკოლი, პარკოსანი ლობიო, სტაფილო, მწვანე ბარდა.
- ნებადართული ხილია: ფორთოხალი, ვაშლი, მსხალი, ანანასი, კივი, მანდარინი, გრეიფრუტი, გარგარი, ატამი, ნესვი, საზამთრო, ქლიავი.
- აკრძალული ხილია: ყურძენი, მანგო, ფინიკი, ბანანი, ლეღვი.



გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მებაღის რჩევები

ნიორი - ოთახის მცენარეების მოსავლელად

ნიორი - ბუნების გულუხვი საჩუქარია, თანა - არა მხოლოდ ადამინი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნივრის კბილს და ნივრიან წყალს ჯადოსნური თვისებები აქვს მცენარეებისთვისაც!