რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- მიირთვით მცირე ულუფები;
- შესაძლოა, დიეტის რაციონი ღარიბი მოგეჩვენოთ, მაგრამ გაიხსენეთ, რომ თქვენ ახალი წლის დღეებში საკმაოდ გაათამამეთ საკუთარი თავი გემრიელი კერძებით.
- სასურველია, საკვები ერთსა და იმავე დროს მიირთვათ;
- ვახშამი მიირთვით საღამოს 6 საათამდე;
- რაციონიდან ამოიღეთ ცომეული და ტკბილეული;
- მიირთვით ხილი, უშაქრო ჩაი ან ყავა შეუზღუდავი რაოდენობით.
პირველი დღე:
საუზმე: წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა თაფლით და გახეხილი ვაშლით.
სადილი: უმი ბოსტნეულის სალათი შეზავებული ლიმონის წვენით ან ზეითუნის ზეთით.
ვახშამი: მოხარშული წიწიბურა და ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
მეორე დღე:
საუზმე: 2 ცალი მოხარშული კვერცხი და 2 ნაჭერი ხრაშუნა პური (ხლებცი);
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი და 2 ნაჭერი ხრაშუნა პური (ხლებცი);
ვახშამი: მოხარშული ყავისფერი ბრინჯი წყალზე მოთუშული ყაბაყით, ბროკოლითა და ლიმონის წვენით.
მესამე დღე:
საუზმე: 1 ჭიქა კეფირი ან თხევადი იოგურტი და 2 ნაჭერი ხრაშუნა პური (ხლებცი);
სადილი: თინუსის სალათი ბოსტნეულის გარნირით და 2 ნაჭერი ხრაშუნა პური (ხლებცი);
ვახშამი: 150 გრ. მოხარშული ან გრილზე შემწვარი ქათმის ფილე და 2 ცალი მოხარშული კვერცხი.
მეოთხე დღე:
საუზმე: წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა თაფლით და გახეხილი ვაშლით.
სადილი: 2 ცალი ღუმელში გამომცხვარი ან მოხარშული კარტოფილი გახეხილი ყველით;
ვახშამი: კიტრი-პომიდვრის სალათი შეზავებული მწვანილებით, სალათის ფურცლებითა და ზეითუნის ზეთით.
მეხუთე დღე:
საუზმე: ომლეტი და 2 ნაჭერი ხრაშუნა პური (ხლებცი);
სადილი: 200 გრ. მოხარშული თევზი და ორი ნაჭერი ხრაშუნა პური (ხლებცი);
ვახშამი: მოხარშული ქათმის ფილე დაჭერით კუბიკებად და მოაყარეთ ზეითუნის ზეთში მოთუშული ხახვი, კამა და წითელი წიწაკა.
მეექვსე დღე:
საუზმე: 2 ცალი მოხარშული კვერცხი და 2 ნაჭერი ხრაშუნა პური (ხლებცი);
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი და 2 ნაჭერი ხრაშუნა პური (ხლებცი);
ვახშამი: ღუმელში გამომცხვარი თევზი ლიმონის წვენით და 2 ცალი მოხარშული კარტოფილი.
მეშვიდე დღე:
საუზმე: 1 ჭიქა კეფირი ან თხევადი იოგურტი და 2 ნაჭერი ხრაშუნა პური (ხლებცი);
სადილი: ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი გახეხილი ყველით;
ვახშამი: ზეითუნის ზეთში მოთუშული სოკო, ხახვი და ბულგარული წიწაკა.
გილოცავთ ახალ წელს!
გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერ დღეებს!