ორგანიზმის გამწმენდი დიეტის მთავარი შემადგენელი ნაწილი ბოსტნეულის ბულიონია. მისი მომზადება მარტივია. 400 გრამი ბულიონის მოსამზადებლად საჭიროა სტაფილო, კომბოსტო (ან ბროკოლი), ნიახური და წყალი. დიეტური ათი დღის შემდეგ, თავს გაცილებით მსუბუქად იგრძნობთ.
რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- დიეტის პერიოდში რაციონიდან უნდა ამოიღოთ პური, ცომეული და ტკბილეული;
- ეცადეთ, მომზადებულ კერძებს მარილი მინიმალური ოდენობით დაამატოთ;
- ვახშმის მიღება არ უნდა გადასცდეს საღამოს 6 საათს;
- კარგი იქნება, თუკი ამ ათი დღის განმავლობაში უარს იტყვით ყავაზე. ყავა შეცვალეთ მწვანე ან ჯინჯერის ჩაით. იმ შემთხვევაში, თუკი ყავაზე უარის თქმა გიჭირთ, მიიღეთ დღეში ერთხელ, 1 ფინჯანი ნალექიანი ყავა, რა თქმა უნდა, უშაქროდ.
- სასურველია, დიეტის განმავლობაში, დღეში ერთხელ ან ორჯერ მიიღოთ ნიახურის ნახარში, რაც თქვენს ორგანიზმს შლაკებისგან გაწმენდაში დაეხმარება.
- თუკი საკვების მიღების შუალედში შიმშილის შეგრძნება დაგეუფლათ, მიირთვით ხილი - ვაშლი, კივი, ფორთოხალი.
პირველი დღე:
საუზმე: წყალზე ან რძეზე მომზადებული შვრიის ფაფა გახეხილი ვაშლით ან ქიშმიშით;
სადილი: ბოსტნეულის ბულიონი. კომბოსტოს სალათი, შეზავებული ზეითუნის ზეთით ან ლიმონის წვენით და ჯინჯერის ჩაი;
სამხარი: 1 ჭიქა სტაფილოს წვენი;
ვახშამი: ვაშლის სალათი იოგურტით და ჯინჯერის ჩაი.
მეორე დღე:
საუზმე: მოხარშული წიწიბურა და კეფირი;
სადილი: ბოსტნეულის ბულიონი. 2 ცალი მოხარშული კარტოფილი და 2 ცალი კიტრი;
სამხარი: 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი (უშაქრო);
ვახშამი: ხილის სალათი გოგრის „მზესუმზირით“ და მწვანე ჩაი.
მესამე დღე:
საუზმე: ბოსტნეულის ბულიონი და მოხარშული წიწიბურა.
სადილი: მოხარშული ბრინჯი, სტაფილოს სალათი მწვანილებით და ზეითუნის ზეთით. ნებისმიერი ხილის კომპოტი უშაქროდ.
სამხარი: 1 ჭიქა კეფირი;
ვახშამი: კომბოსტოსა და კიტრის სალათი, შეზავებული ზეითუნის ზეთით ან ლიმონის წვენით.
მეოთხე დღე:
საუზმე: მოხარშული ბრინჯი ხილით და ერთი ჭიქა კეფირი ან მაწონი;
სადილი: ბოსტნეულის ბულიონი და 2 ცალი მოხარშული კარტოფილი;
სამხარი: 1 ჭიქა ტომატის წვენი;
ვახშამი: ორთქლზე მოთუშული ბოსტნეული მწვანილებით.
მეხუთე დღე:
საუზმე: წყალზე მოხარშული წიწიბურა და ჯინჯერის ჩაი;
სადილი: ბოსტნეულის ბულიონი და დაკონსერვებული მწვანე ლობიო კომბოსტოთი ან ბროკოლით;
სამხარი: ბოსტნეულის ბულიონი;
ვახშამი: წყალზე მოშუშული ბოსტნეული ბრინჯით. ჯინჯერის ჩაი ლიმონით.
ხუთდღიანი დიეტის დასრულების შემდეგ, თქვენ, რა თქმა უნდა, შედეგს შეამჩნევთ, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. აუცილებელია მისი ხელახლა გამეორება. მეექვსე დღიდან მეათე დღის ჩათვლით მიიღეთ იგივე რაციონი, რასაც დიეტის პირველი დღიდან მეხუთე დღემდე მიირთმევდით.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!