კომბოსტოს დიეტა - წონაში კლების ახალი მეთოდი საოცარი შედეგით

დიეტა

4 თებერვალი 14:00, 2016 წელი

ცოტამ თუ იცის, რომ ლამაზი სხეულის გასაღები მათ მაცივარში ინახება - ეს კომბოსტოა. თუკი მოინდომებთ, მისი დახმარებით თვეში 24 კილოს დაკლებას შეძლებთ.


კომბოსტო ორგანიზმიდან გამოდევნის შლაკებს და ეფექტურ გახდომას უწყობს ხელს. კომბოსტო იმდენად მდიდარია C ვიტამინით, რომ თამამად უწევს კონკურენციას ფორთოხალსა და ლიმონს.  ასევე, კომბოსტოს შემადგენლობაში შედის: ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალიუმი, თუთია და სხვა სასარგებლო ნივთიერებები. ასე რომ, წონის ეფექტურ კლებასთან ერთად, თქვენი ორგანიზმი უამრავი სასარგებლო ნივთიერებით გაჯერდება.



კომბოსტოს რამდენიმე სახეობა არსებობს: თეთრთავიანი, წითელთავიანი, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, პეკინის კომბოსტო.
 
დიეტისთვის ნებისმიერი სახის კომბოსტო გამოგადგებათ, თუმცა დიეტოლოგები უპირატესობას თეთრთავიან კომბოსტოს ანიჭებენ.
კომბოსტოს დიეტა არსებობს 3, 5, 7, 10 და ასევე 24-დღიანი, რომელსაც დღეს გთავაზობთ. თუკი ზუსტად დაიცავთ, თვეში შესაძლებელია, 24 კილოგრამი დაიკლოთ.
მაქსიმალური შედეგისთვის აუცილებელია, ეს ბოსტნეული სწორად მოამზადოთ და მიიღოთ. 


რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- ამოიღეთ რაციონიდან ზეთი, ცომეული და ტკბილეული;
- მოერიდეთ შემწვარ კომბოსტოს, ბოსტნეული აუცილებლად წყალზე უნდა მოთუშოთ.
- დიეტის დროს კატეგორიულად იკრძალება ტკბილეული, გაზიანი ტკბილი სასმელები, შემწვარი და ცხიმიანი კერძები, ცომეული და ალკოჰოლი;
- კომბოსტო დაბალკალორიული პროდუქტია, ამიტომ მისი მიღება შეუზღუდავი რაოდენობით შეგიძლიათ;
- დღის მანძილზე მიიღეთ 2 ლიტრი წყალი;
- დღის მანძილზე შეგიძლიათ, მიიღოთ ხილი (ბანანის და ყურძნის გარდა);
- ძილის წინ, თუკი შიმშილი შეგაწუხებთ, მიირთვით 1 ჭიქა დაბალპროცენტიანი კეფირი;
- მათ, ვისაც შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის დაავადებები გაწუხებთ, გირჩევთ კომბოსტოს დიეტისგან თავი შეიკავოთ.
- კომბოსტო ნახშირწყლებს მცირე რაოდენობით შეიცავს, ამიტომ, დიეტის დასაწყისში, შესაძლოა, ძილიანობა და დაღლილობა იგრძნოთ, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ.
- თუკი კომბოსტოს დიეტის შესრულება 24 დღის მანძილზე გაგიჭირდებათ, შეგიძლიათ, 2 კვირის შემდეგ 3-5 დღე  შეისვენოთ და შემდეგ, კვლავ განაგრძოთ. გაითვალისწინეთ, რომ შესვენების პერიოდში არ უნდა მიიღოთ ტკბილეული, ცომეული, ცხიმიანი და მარილიანი კერძები და ასევე, უარი უნდა თქვათ ალკოჰოლის მიღებაზე.


კომბოსტოს დიეტის კვების მენიუ:


საუზმე: 200-250 მილილიტრი სითხე, უმჯობესია, გაზგასული მინერალური წყალი ან უშაქრო მწვანე ჩაი;
სადილი: 200 გრამი უცხიმო ძროხის ხორცი ან თევზი კომბოსტოს ფურცლებით;
ვახშამი: ბოსტნეულის სალათი კომბოსტოთი; მოხარშული კვერცხი და 1-2 ცალი ვაშლი.


ეს ყოველდღიური მენიუა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში უნდა მიირთვათ.
მრავალფეროვნებისთვის, შეგიძლიათ, სადილი კომბოსტოთი მომზადებული სხვადასხვა გემრიელი კერძებით ჩაანაცვლოთ. აი, მაგალითად:


კომბოსტოს წვნიანი:
თეთრთავიანი კომბოსტო - 1 პატარა თავი.
სტაფილო - 6 ცალი;
მწვანე ხახვი - 6 ღერი;
ნიახური - გემოვნებით;
მწვანე ლობიო - 500 გრ;
პომიდორი - 5 ცალი (ან 1 ჭიქა ტომატით);

მოშუშეთ ზემოჩამოთვლილი ინგრედიენტები წყალზე. როგორც კი წყალი შემცირდება, დაამატეთ ანადუღარი წყალი იმ რაოდენობით, რომ წვნიანი კერძის სახე მისცეთ. იმისთვის, რომ წვნიანი უფრო გემრიელი გამოგივიდეთ, შეგიძლიათ, დაუმატოთ ქათმის ან ძროხის ხორცის ბულიონი.


ღუმელში მომზადებული კომბოსტო:
თეთრთავიანი კომბოსტო - 500 გრ;
ყველი - 100 გრ;
კამა - გემოვნებით.

წყალზე მოთუშული კომბოსტო გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე, ზემოდან მოახეხეთ ყველი და მოათავსეთ ღუმელში 20 წუთით. როგორც კი კერძი ზემოდან მოიბრაწება, გამოდგით ღუმელიდან, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და გემრიელად მიირთვით.


კომბოსტო სოკოთი:

თეთრთავიანი კომბოსტო - 250 გრ;
შამპინიონი - 200 გრ;
კვერცხი - 2 ცალი;
კამა - გემოვნებით.
მოხარშეთ კომბოსტო და სოკო. დაამატეთ მოხარშული კვერცხი, კარგად მოურიეთ და ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.




რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის შემდეგ:

დიეტის დასრულების შემდეგ კვების ამ რეჟიმიდან ეტაპობრივად უნდა გამოხვიდეთ.
თავდაპირველად შეგიძლიათ, დიეტურ საუზმეს მოხარშული კვერცხი დაუმატოთ, სადილზე კი დამატებით, მოხარშული ქათმის რბილი ხორცი მიირთვათ.
ვახშამზე ნუ მიირთმევთ კომბოსტოს სალათს, შეცვალეთ მაწონით, კეფირით ან იოგურტით.
ნუ მიეძალებით ტკბილეულსა და ცომეულს დიეტის დასრულებისთანავე.
ყველაფერი კვების რაციონს თანდათანობით უნდა მიამატოთ, რათა ორგანიზმმა  ცვლილებების ათვისება მოასწროს.
თუკი დიეტის დასრულების შემდეგ ამ წესებს გაითვალისწინებთ, დაკლებული კილოგრამები უკან აღარ დაგიბრუნდებათ და სასურველ წონას შეინარჩუნებთ.


გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?