ნაღველკენჭოვანი დაავადება და მისი მკურნალობა

ექიმის კონსულტაცია

27 სექტემბერი 12:00, 2015 წელი

ნაღველკენჭოვანი დაავადება მუცლის ღრუს ორგანოთა დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. ის, ძირითადად, 40 წლის ზემოთ ასაკში ემართებათ და ზოგჯერ სრულიად უსიმპტომოდაც მიმდინარეობს. რა იწვევს ნაღველკენჭოვან დაავადებას და რა შემთხვევაშია ქირურგიული ოპერაცია ნაჩვენები?! ექიმი გასტროენტეროლოგი ნინო ალანია გირჩევთ.

რა არის ნაღველკენჭოვანი დაავადება?


ნაღველკენჭოვანი დაავადება (იგივე ქოლელითიაზი) - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებში კენჭების (ე.წ. ნაღვლის კონკრემენტების) გაჩენით. ნაღვლის კენჭები გახლავთ კრისტალური სტრუქტურები, რომლებიც შესაძლოა, წარმოდგენილი იყოს როგორც ერთეული, ისე მრავლობითი სახით და არა მარტო ნაღვლის ბუშტში, არამედ ღვიძლსა და ნაღვლის სადინარებშიც განლაგდეს.
ქოლელითიაზი შეიძლება დაემართოს ყველას, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, თუმცა შედარებით იშვიათია ბავშვებსა და მოზარდებში და ძირითადად, 40 წლის ზემოთ ემართებათ.


 


რას წარმოადგენს სანაღვლე გზებში წარმოქმნილი კენჭები?


უკეთ რომ გავიგოთ, რას წარმოადგენს ნაღველში დაგროვილი ქვები თუ კენჭები, მოდით, სანაღვლე გზების აგებულება, ნაღვლის შემადგენლობა და თავად კენჭების სტრუქტურა განვიხილოთ:
ნაღველი მუქი ყავისფერი სითხეა, რომელიც ღვიძლში გამომუშავდება, ღვიძლიდან კი სანაღვლე გზების საშუალებით წვრილი ნაწლავისკენ მიემართება და საჭმლის მონელებაში მონაწილეობს. სანამ დანიშნულების ადგილამდე მიაღწევდეს, ჯერ ნაღვლის ბუშტში ხვდება, სადაც გროვდება და კონცენტრირდება, აქედან ნაღვლის საერთო სადინარში გადადის და საბოლოოდ წვრილ ნაწლავში ჩაედინება, სადაც იხსნება კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) სადინარიც.
ნაღველის შემადგენლობა ასეთია: წყალი, ქოლესტეროლი (იგივე ქოლესტერინი), ლიპიდები (ანუ ცხიმები), ნაღვლის მჟავას მარილები და პიგმენტი ბილირუბინი.
სანაღვლე გზებში წარმოქმნილი კენჭების სამ ძირითად ტიპს განასხვავებენ: ქოლესტერინულს, პიგმენტურსა და შერეულს.
ქოლესტერინული კენჭები - მეტწილად, თეთრი ან ბაცი ყვითელია. მათი უმეტესობა (70-80%) ქოლესტერინს შეიცავს.
პიგმენტური კენჭები მუქი ფერისაა და ბილირუბინსა და კალციუმს შეიცავს, ხოლო ქოლესტერინის შემცველობა მათში 10%-ზე ნაკლებია.
 


გამომწვევი მიზეზები

ნაღველკენჭოვანი დაავადების გამომწვევი ძირითადი ფაქტორებია:
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა - კერძოდ, ქოლესტერინის, ნაღვლის მჟავებისა და ფოსფოლიპიდების პროცენტული თანაფარდობის შეცვლა;
ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ანთებითი ცვლილებები;
ქოლესტაზი, ანუ ნაღვლის ბუშტში ნაღვლის შეგუბება.
გარდა ამისა, ცნობილია ბევრი სხვა ხელშემწყობი ფაქტორიც, მათ შორის:
გენეტიკური ფაქტორი;
ზოგადი დაავადებები - ანთება, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, პოდაგრა, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ჰემოლიზური ანემია და ა.შ.;
ზოგიერთი მედიკამენტი  - მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები და ა.შ.;
არასწორი დიეტა;
სქესი - ქალებს ნაღველკენჭოვანი დაავადება მამაკაცებზე ხშირად ემართებათ. ამაში განსაზღვრულ როლს ასრულებენ ქალური ჰორმონები, ორსულობის პერიოდში განვითარებული ჰორმონული დისბალანსი და ა.შ.;
ასაკი - 40 წლის შემდეგ დაავადების განვითარების ალბათობა იმატებს და ა.შ.


სიმპტომები


ნაღველკენჭოვანი დაავადების სიმპტომებია:
ტკივილი, რომელიც ძირითადად მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოში ვითარდება და მარცხენა მხარში ან ბეჭში გადაეცემა - ტკივილის აღმოცენება, უმეტესწილად ცხიმიანი ან ცხარე საკვების მიღებას უკავშირდება, ან ხანგრძლივი სიარულის, ფიზიკური დატვირთვის, ფსიქოემოციური გადაძაბვის ფონზე აღმოცენდება;
ტკივილს შესაძლოა ახლდეს - მუცლის შებერილობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება და გულძმარვა;
თუ შეტევა კენჭის დაძვრისა და მისი გაჭედვის შედეგად განვითარდა, აღინიშნება - კანისა და სკლერების სიყვითლე და ტემპერატურის მომატება.


თუმცა, ნაღვლის ბუშტში გაჩენილი კენჭი კლინიკურ გამოვლინებას ყოველთვის არ იძლევა და შესაძლოა, პროცესი ათეული წლის მანძილზეც კი უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.
ასეთი მდგომარეობა განსაკუთრებით საშიშია, რადგან დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდება და სხვადასხვა გართულებები ვითარდება. 



შესაძლო გართულებები


ნაღველკენჭოვან დაავადებას არაერთი მძიმე და ზოგჯერ სიცოცხლისთვის სახიფათო გართულება ახასიათებს.
ყველაზე ხშირი გართულებებია:
ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთება (ქოლეცისტიტი);
ქოლანგიტი (ნაღვლის სადინარების ანთება);
ქოლედოქოლითიაზი (ნაღვლის საერთო სადინარში კენჭის გადასვლა);
პანკრეატიტი (კუჭუკანა ჯირკვლის ანთება);
ციროზი;
წვრილი ნაწლავის გაუვალობა;
ნაღვლის ბუშტის სიმსივნე და ა.შ.


 


დიაგნოსტიკა


ნაღველკენჭოვანი დაავადების დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ანამნეზის შეკრებას და მუცლის ღრუს ექოსკოპიურ გამოკვლევას.
გარდა ამისა, დიფერენციული დიაგნოსტიკის მიზნით, ტკივილის ლოკალიზაციის მიხედვით უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამოკვლევა:
ელექტროკარგიოგრაფია - თუ ტკივილი გულის არეშია;
რენტგენოგრაფია ან ენდოსკოპიური კვლევა - თუ ტკივილი კუჭის არეშია და ა. შ.


 


მკურნალობა


ნაღველკენჭოვან დაავადებას, უმთავრესად ოპერაციული გზით მკურნალობენ. მედიკამენტოზური მკურნალობა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ნაღვლის ბუშტში არის ნალექი, წვრილი კრისტალების ჯგუფი ან წმინდა ქოლესტერინული (ანუ რბილი) ქვა.
ასეთ შემთხვევაში, ავადმყოფს ტკივილგამაყუჩებელ და ქვების დამშლელ პრეპარატებსა და სპეციალურ დიეტას უნიშნავენ.


 


პრევენცია


ნაღველკენჭოვანი დაავადების პროფილაქტიკისთვის, პირველ რიგში, მის ხელშემწყობ დაავადებებს და პირობებს უნდა ებრძოლოთ. ნაღვლის ბუშტში კენჭების ჩამოყალიბების ხელშემწყობი პირობები რომ შეამციროთ, ამისთვის საჭიროა:
მოერიდოთ მაღალკალორიული და ცხიმიანი საკვების მიღებას;
მოიწესრიგოთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება;
მიირთვათ ხშირად და მცირე ულუფებით; 
ებრძოლოთ უმოქმედობას.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?