სიმსივნური დაავადებების ინდივიდუალური მკურნალობა

ექიმის კონსულტაცია

13 დეკემბერი 19:30, 2016 წელი
263

უკანასკნელ წლებში მოლეკულური ბიოლოგიის მიღწევებით შესაძლებელი გახდა სიმსივნური დაავადებების ინდივიდუალური მკურნალობა. შესაბამისად, ამ მეთოდით ერთი და იმავე სახეობის კიბოს განსხვავებულად მკურნალობა შეიძლება. კონკრეტულად რას გულისხმობს ეს მეთოდი?

სიმსივნური დაავადებების ინდივიდუალური მკურნალობის შესახებ მედიპოლ მეგას საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელის დოცენტი ომერ ფათიჰ ომლეზი გვესაუბრება:

სიმსივნური დაავადებები
კიბო ასზე მეტი ჯგუფის დაავადების ზოგადი სახელია. იგი შეიძლება ნებისმიერ ორგანოზე წარმოიქმნას და დროთა განმავლობაში ქსოვილის სიღრმეშიც ჩააღწიოს. ადამიანის ორგანიზმი ტრილიონობით ცოცხალი უჯრედისგან შედგება. როგორც წესი, ჩვეულებრივი უჯრედები იზრდებიან, ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად იყოფიან და გარკვეული დროის შემდეგ იღუპებიან. ეს პროცესი ძალიან ჰგავს ადამიანის სასიცოცხლო ციკლს, მაგრამ კიბოს შემთხვევაში უჯრედები  არანორმალურად მრავლდებიან და თავიანთ აგრესიულ ბუნებას ავლენენ. უჯრედების ერთი ჯგუფი დანარჩენ უჯრედებთან ნორმალურ ურთიერთქმედებას წყვეტს და უწესრიგობის შექმნას ცდილობს. ორგანიზმში ამ დროს ერთგვარი აჯანყება ხდება. იმუნური სისტემა ებრძვის უჯრედების უწესრიგოდ განვითარებას და სიმსივნურ უჯრედებად გადაგვარებამდე ანადგურებს მათ. თუ იმუნური სისტემა ამ ბრძოლაში დამარცხდა და კიბოს უჯრედებმა ზრდა-გამრავლება განაგრძეს, ორგანიზმში ისეთი დარღვევები იწყება, რომლებიც შეუთავსებელია სიცოცხლესთან. აქედან გამომდინარე, სიმსივნური დაავადებების დროული გამოვლენა და მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


კიბოს მკურნალობის სამი ძირითადი მეთოდი
კიბოს მკურნალობისას  სამი ძირითადი მეთოდი განიხილება: ქირურგიული (ოპერაცია), რადიოთერაპიული (სხივური თერაპია) და ქიმიოთერაპიული (მედიკამენტური მკურნალობა).
ეს მეთოდები ზოგიერთი სახის სიმსივნესთან გამოიყენება როგორც ცალ-ცალკე, ასევე კომბინირებულად, ერთად შერწყმის გზით.


გენეტიკა და კიბო
კიბოს ზოგიერთ სახეობას ნათესაური წინასწარგანწყობა ახასიათებს, მაგრამ მათ უმეტესობას გენეტიკური დამოკიდებულება არ გააჩნია. კიბოს ყველა სახეობიდან, გენეტიკური განწყობა მხოლოდ 15%-ში ვლინდება. თუმცა, კანცეროგენული ნივთიერებებით გენური დაბინძურების შემთხვევაში განვითარებული  დარღვევები, შეიძლება  კიბოს განვითარების მიზეზი გახდეს.


თამბაქო და კიბო
ავთვისებიანი სიმსივნეების 30% და ფილტვის კიბოს 80% სიგარეტის წევასთან არის დაკავშირებული. აქტიურ მწეველთათვის კიბოთი დაავადების რისკები საშუალოდ, ათჯერ მატულობს. თუ ადამიანი ერთ წელზე მეტ ხანს არ ეწევა, ეს რისკები ორჯერ კლებულობს. მწეველთა გარემოცვაში მყოფი სიგარეტის არამწეველები პირებისთვის (პასიური მწეველები), კიბოთი დაავადების რისკები ოთხნახევარჯერ მატულობს. იმ რწმენის საწინააღმდეგოდ, რომ თითქოს სიგარა, ჩიბუხი ან ჩილიმი უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის, უნდა ითქვას, რომ ყველა მათგანი კიბოს რისკების შემცველია. ზოგ ქვეყანასა თუ რეგიონში (ნორვეგია, შვეიცარია და ა.შ.) თუთუნის ღეჭვის ჩვევა არსებობს. ასეთ შემთხვევებში, რისკი რჩება,იცვლება მხოლოდ კიბოს სახეობა. აქ თავს იჩენს ტუჩის, საყლაპავი მილის, კუჭისა და პანკრეასის ავთვისებიანი სიმსივნეები.


დიეტა და ფიზიკური აქტივობა
ჯანსაღი წონის შენარჩუნება კიბოს და ზოგიერთი ქრონიკული დაავადების (გულ-სისხლძარღვთა და შაქრიანი დიაბეტი) განვითარებას მნიშვნელოვნად ამცირებს. ზედმეტი წონის ან სიმსუქნის დროს, ძუძუს, მსხვილი და სწორი ნაწლავის, საშვილოსნოს, საყლაპავი მილის, პანკრეასის და თირკმლის კიბოთი დაავადების რისკები, საშუალოდ, ერთნახევარჯერ  მატულობს. მსუქან ადამიანებში მხოლოდ პანკრეასის კიბოთი დაავადების ალბათობა 50-60 %-ია. მათ სისხლში ესტროგენისა და ინსულინის დონის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს კიბოს ზრდის სტიმულირება. თუ ჯანსაღი წონის შენარჩუნება გვინდა, მაშინ კვების რაციონის გადახედვა და განსაკუთრებით, მაღალკალორიულ საკვებში ცხიმიანობისა და შაქრიანობის შეზღუდვაა საჭირო. თუ მოხმარებული პროდუქტების კალორიებს დავითვლით, მაშინ სწორი კვების მოწესრიგება გაადვილდება. მაღალკალორიული კვება კიბოს რისკებსაც ზრდის. წითელი ხორცის კვირაში ოთხჯერ მომხმარება, ერთხელ მოხმარებასთან შედარებით, ორჯერ ზრდის კიბოთი დაავადების რისკებს.


მზის სხივებისა და ულტაიისფერი სხივებისგან (UV) დაცვა
რადიაცია რომელიმე წყაროდან წამოსული ენერგიის გამოსხივებაა. სოლარიუმი და ნებისმიერი ელექტრო ხელსაწყო ულტრაიისფერ გამოსხივებას ავრცელებს. ეს გამოსხივება შეიძლება იყოს ძალიან მაღალი (იქს-სხივები ანუ რენტგენის და გამა სხივები) ან ძალიან დაბალი (რადიოტალღები). ეს სხივები ჩვენი უჯრედების დნმ აზიანებენ. დაზიანებული დნმ-ით კი, უჯრედები შესაძლოა კიბოს უჯრედებად გადაიქცნენ. ყველაზე დაუცველი მზის ულტრაიისფერი სხივების წინაშე ვრჩებით. ზაფხულობით, დილის 09:00 – 17:00 საათების შუალედში, პირდაპირი მზის სხივებისგან მორიდებაა საჭირო. გამოსახულების მიღებისა თუ მკურნალობის დროს გამოყენებული რენტგენისა და გამა სხივების მსგავსი მაღალი რადიაციის შემცველი ტალღები, ორგანიზმში კიბოს განვითარების რისკებს ზრდიან.


სხვა კანცეროგენები


ასაკი: ასაკის მატებასთან ერთად ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების რისკი მატულობს. კიბოს დიაგნოზების 60%  სამოცდახუთი წლის ასაკის ზემოთ მოდის.


რასა: ზოგიერთი რასის წარმომადგენლეში, გენეტიკური და გარე ფაქტორების გამო კიბოს რისკი უფრო მაღალია.


ჰორმონები: პროსტატისა და ძუძუს კიბო, ჰორმონალურ ფაქტორებზე დამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეებია. პროსტატის კიბო, მამაკაცურ ჰორმონად ცნობილ ტესტოსტერონის ჰორმონზე, ძუძუს კიბო კი, ქალურ ჰორმონად წოდებულ ესტროგენის ჰორმონზეა დამოკიდებული.


გარე ფაქტორები:  მწერების საწინააღმდეგო შხამ-ქიმიკატები, სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი შესაწამლი საშუალებები, მძიმე მეტალები, აქროლადი ნივთიერებები, ელექტროგადამცემი ხაზები, ყველაზე ცნობილ გარე ფაქტორებად ითვლებიან.


ალკოჰოლი: ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება, ასევე, არასასურველი ფაქტორია. ალკოჰოლი დნმ-ის რეპარაციის (აღდგენის) მექანიზმების დაზიანებით, კიბოს რისკებს ზრდის.


ინფექციები: ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსები, შიდსის გამომწვევი აივ ვირუსი, პაპილომა ვირუსი, კუჭის ბაქტერიად ცნობილი- ჰელიკობაქტერია, ჰერპეს ვირუსის მსგავსი ინფექციოზის აგენტები, კიბოს გამომწვევ მიზეზთა შორის მოიაზრებიან.



დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თბილისის წარმომადგენლობას:
Facebook
595 77 90 44
322 90 37 47
georgia@medipol.com.tr