თბილისის ხედი მეტეხის კლდიდან - XIX და XXI საუკუნეები ერთი რაკურსით

ერთი რაკურსით

17 სექტემბერი 18:00, 2015 წელი
46

როგორი იყო დედაქალაქი მე-19 საუკინის მეორე ნახევარში?

ტიფლისი, ძველი საბაჟო მნაცაკანოვის ხიდიდან
1852 წელს სეიდბადის განაპირას, დღევანდელი 300 არაგველის ხიდის ხაზზე, ხის ხიდი აშენდა, რომელიც კერძო პირებს ეკუთვნოდათ. მათ საკმაოდ დიდი ბაჟი დააწესეს ხიდით სარგებლობისთვის. ერთი წლის შემდეგ ხიდი ვაჭარმა
ი. მნაცაკანოვმა შეისყიდა და ქალაქს გადასცა. აქედან მოდიოდა დასახელებაც – „მნაცაკანოვის ხიდი“.


 


ძველი და ახალი თბილისი თაბორის მთიდან



 


ბეთლემის კიბე
ბეთლემის აღმართის კიბე-ქუჩა თბილისისთვის დამახასიათებელ კიბე-ქუჩათა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. ის 120 საფეხურს ითვლის, ბეთლემის უბანში კლდეს აჰყვება და ზემო ბეთლემთან მთავრდება. მის შუა წელზე ქვემო ბეთლემი მდებარეობს. კიბის პროექტი 1850 წ. თბილისის საგუბერნიო არქიტექტორმა ტიმოთე ბელოიმ შეადგინა. პროექტი საკუთარი სახსრებით განახორციელეს თბილისელმა ამქრებმა.


 


დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია
დღევანდელი დიდუბის ეკლესიის წინამორბედი ტაძარი მეექვსე საუკუნით თარიღდება.
მას მეცხრამეტე საუკუნემდე ნანგრევების სახით მოუღწევია. ახალი ეკლესიის მშენებლობა კი 1872 წელს დაწყებულა დეკანოზ ბესარიონ ზედგენიძის თაოსნობითა და მეცენატ გიორგი ქართველიშვილის შემწეობით.


 


კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი
მისი აშენების იდეა ეკუთვნის მიტროპოლიტ პალადისს. თავდაპირველად აქ იდგა მომცრო, ქვით ნაშენები ტაძარი, რომლის კურთხევა 1895 წლის 12 იანვარს მოხდა.


 


ძველი და ახალი თბილისი მეტეხის კლდიდან