ტიფლისი მტკვრის ადიდების შემდეგ დიმიტრი ერმაკოვის ფოტოებზე

ერთი რაკურსით

29 ოქტომბერი 18:00, 2015 წელი
110

დიმიტრი ერმაკოვი (1846-1916), ალექსანდრე როინაშვილთან ერთად, საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარების ერთ-ერთი პიონერია. მის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს „თბილისური სერია“ - სერია მიძღვნილი ქალაქისადმი, რომელიც ფოტოგრაფის შემოქმედების მუდმივი ობიექტი იყო.

ორთაჭალა ავლაბრიდან
ძველ ფოტოზე მარცხნივ მოჩანს მირზოევის საფეიქრო ფაბრიკა .
გაზეთი „დროება“ 1870 წლის 7 მაისს წერდა: „კავკაზი“ გვაცნობებს, რომ ქალაქში გაბრიელ მირზოევი მართავს ბამბის სართავ ქარხანას...“  მირზოევის ფაბრიკის დაკეტვის შესახებ კი „დროების“ 1875 წლის 31 აგვისტოს ნომერი იუწყებოდა.
ფოტოგრაფი დიმიტრი ერმაკოვი.




ვანქის ტაძარი და მიხეილის პატარა ხიდი, დღევანდელი კულტურის სამინისტრო და მშრალი ხიდის ტერიტორია
ძველ ფოტოზე ჩანს 1893 წლის 13 მაისის წყალდიდობის შედეგები.
გადმოცემის მიხედვით, ქალაქს 1837 წლის შემდეგ ასეთი ძლიერი წყალდიდობა არ უნახავს. მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად 1893 წლის 13 მაისს თბილისის უმეტესი ნაწილი დაიტბორა და ათეულობით ადამიანი დაიღუპა.
ფოტოგრაფი დიმიტრი ერმაკოვი.


 


ჩუღურეთი ავლაბრის კლდიდან, რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიიდან


 


რიყე 1893 წლის 13 მაისის წყალდიდობის შემდეგ
ფოტოგრაფი დიმიტრი ერმაკოვი.


 


წისქვილები მტკვარზე
1893 წლის 13 მაისის წყალდიდობის შედეგად დატბორილი ტერიტორია.
ფოტოგრაფი დიმიტრი ერმაკოვი.


 


წისქვილები მტკვარზე წყალდიდობის შემდეგ
მარჯვნივ მოჩანს წმ. ნიკოლოზის მართლმადიდებელი ეკლესია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.
ამ ადგილას პირველი ეკლესია 1815 წელს აშენდა, რომელიც დაზიანების შემდეგ 1857-1859 წწ-ში აღადგინეს; 1861-1862 წწ. ეკლესიას გუმბათიც დაადგეს, ხოლო 1900-1902 წწ-ში გააფართოვეს.
ფოტოგრაფი გიორგი ერმაკოვი.