უკანასკნელი ტრამვაი თბილისში

ერთი რაკურსით

19 ნოემბერი 16:00, 2015 წელი
78

ტრამვაის თბილისში დაბრუნების გეგმას სამი წლის წინათ სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავდნენ: „ვაჟა-ფშაველაზე გაივლის დელისის ზემოთ? აუ, რა მაგარია“, „პირველ რიგში, მე მიხარია, ვაკეში ნორმალური ტრანსპორტი არ გვაქვს“, „ყვითელი რახრახა ავტობუსებისგან დავისვენებთ“, „ცოტნე დადიანზეც იყო მშვენიერი სატრამვაო ხაზი გადასასვლელი ხიდიდან ავჭალამდე და აყარეს ყველა, მართლა უხდებოდა მაგ მონაკვეთს ტრამვაი“, „ტრამვაი მოუხდება არა რუსთაველს, არამედ მარჯანიშვილს, დიდუბეს, მარცხენა სანაპიროს, ვაჟასა და პავლოვს“, - წერდნენ მაშინ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ელექტროტრამვაის პირველი ხაზი ქალაქში, 1904 წლის 25 დეკემბერს ამოქმედდა. ვიწროლიანდაგიანი ტრამვაის სისტემა, ვაგონების ჩათვლით, ბელგიურმა კომპანიამ ააშენა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თბილისში დააპროექტეს და ააგეს მსოფლიოში იმ დროისთვის უნიკალური შესახსრული ვაგონები, სახელწოდებით „თბილისი“.
50-70-იან წლებში ტრამვაის ქსელი მთელ ქალაქს მოედო.
1980-იანი წლების ბოლოს კი, მაშინ როცა ქვეყანაში უამრავი პრობლემის გამო აღარავის ეცალა და თანხებიც არ იყო გაცვეთილი რელსებისა და ვაგონების განახლებისთვის, ქსელის შეკვეცა დაიწყო.
2004 წელს დაიხურა ისნის დეპო და გაუქმდა მასზე მიმაგრებული ერთადერთი #7 მარშრუტი.
2006 წლის დეკემბერში კი არსებობა შეწყვიტა ავჭალის დეპომ, რითიც დასრულდა თბილისის პირველი ტრამვაის სისტემის 102-წლიანი ისტორია.



ვორონცოვის მოედანი, დღევანდელი საარბრიუკენის მოედანი


 


კალინინის, დღევანდელი მ. ჯავახიშვილის ქუჩისა და კ. მარჯანიშვილის ქუჩის კვეთა


 


მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელი, თ. ერისთავის ქუჩა


 


დ. გურამიშვილის გამზირი, მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“. ერთ-ერთი უკანასკნელი ტრამვაი თბილისში - ავჭალის გზატკეცილი, 2004 წელი.


 


დ. გურამიშვილის გამზირი, კ/თ „საქართველოს“ მიმდებარე ტერიტორია


 


გადასასვლელი ხიდი, ც. დადიანის ქუჩა (აქ ტრამვაის ხაზი ომის პერიოდში, 1942-45 წლებში გაიყვანეს)