ტყუპები
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულის გაცნობისას იფიქრებთ, რომ საოცარ ადამიანს შეხვდით. ის ლაღი, გონებამახვილი, ხუმარა და მხიარულია. ტყუპები ხშირ შემთხვევაში ლამაზები და მიმზიდველები არიან. ეს ადამიანები თავიანთი ქარიზმატულობის წყალობით ყურადღების ცენტრში ადვილად ექცევიან. ფლირტის დიდოსტატებს საპირისპირო სქესის გულის მონადირება უადვილდებათ. ტყუპებისთვის სექსი რიგითი გასართობია. სექსუალურ პარტნიორებს ხშირად იცვლის, მაგრამ თითოეულ მათგანს დაუვიწყარ მოგონებებს უტოვებს. მას ხშირად ფიზიკური სიახლოვე მეგობრებთანაც აკავშირებს. ტყუპები ცნობილები არიან ფრანგული კოცნის ტექნიკით. ისინი ყველა ადამიანს ინდივიდუალურ კოცნას ჩუქნიან, რადგან ამბორით ესაუბრებიან, ემოციებსა და განცდებს უზიარებენ. ქორწინების შემდეგ ტყუპი თავს გალიაში გამომწყვდეულად გრძნობს და ერთი სული აქვს, განთავისუფლდეს. თუ მეუღლე ტყუპები აღარ გკოცნით და სექსიც გაიშვიათდა, ე.ი. თქვენდამი ინტერესი გაუქრა და, ალბათ, სიყვარულიც ჩაქრა.
მორიელი
მორიელი დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევს. არ არსებობს ადამიანი, რომელიც მის შარმს წინ აღუდგება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები განსაკუთრებით ვნებიანები არიან და მეორე ნახევარს მრავალფეროვან სექსს სთავაზობენ, ამიტომ საუკეთესო საყვარლებად მიიჩნევიან. სამწუხაროდ, პარტნიორებს ხშირად ღალატობენ და დანაშაულს სექსის დაუოკებელი სურვილით „ამართლებენ“. მათში ყველაზე ხშირად შეხვდებით სექსოჰოლიკებს. თავიდან მორიელი ცივი და თავშეკავებული ჩანს. თუ ახლოს მიგიშვათ, თავდავიწყებით შეგაყვარებთ თავს. გახდება მზრუნველი და ყურადღებიანი. მას შეუძლია, პარტნიორს კოცნით ყველა თავისი ემოცია გაუზიაროს. მორიელებს არა მარტო პრივატულ სივრცეში, არამედ საზოგადოებრივ ადგილებში მოსწონთ კოცნა. მათი კოცნის დავიწყება შეუძლებელია!
მერწყული
დამოუკიდებელ და თავისუფლების მოყვარულ მერწყულს უამრავი საიდუმლო აქვს, რომელსაც გულის სიღრმეში სიკვდილამდე შეინახავს. მისი განსაკუთრებული ხასიათი ადამიანებს ან აშინებს, ან იზიდავს. მართალია, უცნაურობები ახასიათებთ, მაგრამ მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. კარგი მოსაუბრეები არიან, იუმორით გამოირჩევიან და კომპლექსები არ აწუხებთ. თუ მერწყულის სულს ჩაუღრმავდებით (საეჭვოა, რომ ამის საშუალება მოგცეთ), საოცარ სამყაროს აღმოაჩენთ! რაც უფრო ეგზოტიკური ცხოვრების სტილი გაქვთ, მით უფრო დიდი შანსია, რომ მას მოხიბლავთ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და სიყვარულში ყველაფრის გამოცდა სურთ. სექსში ექსპერიმენტების ჩატარება უყვართ, ამიტომ რჩეულს ყოველ ჯერზე აოცებენ. მხოლოდ კოცნითაც კი შეუძლიათ პარტნიორის აღგზნება და მასში
ეროტიკული ფანტაზიების გაღვიძება.