25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

24 მარტი 23:00
1449

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მარტისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა დაუოკებელ ინტერესს იწვევთ. გაითვალისწინეთ და ეცადეთ, ეს მომენტი სწორად გამოიყენოთ. სანამ რაღაც საინტერესო წინადადებაზე დასთანხმდებით, კარგად დაფიქრდით. მეტისმეტად პირდაპირი და უხეში ხართ, რაც ახლობლებთან კონფლიქტურ სიტუაციამდე მიგიყვანთ.


კურო
გირჩევთ, ხვალ ხელოვნებით ან ხელსაქმით დაკავდეთ. ეს სულიერ ჰარმონიას მოგანიჭებთ. ძალების მოზღვავებას გრძნობთ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ეცადეთ, მეტისმეტი არ მოგივიდეთ და იმდენ საქმეს არ შეეჭიდოთ, რამდენის დაძლევასაც ვერ შეძლებთ. ფრთხილად იყავით, შესაძლოა, ქურდბაცაცების სამიზნე გახდეთ.


ტყუპები
ხვალ აზარტულ თამაშებში ისე გაგიმართლებთ, როგორც არასდროს. საქმეები ისე უნდა დაგეგმოთ, რომ ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა დღის პირველ ნახევარში მოაგვაროთ. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი სითბო თვალთმაქცობად ჩათვალოს.


კირჩხიბი
გეჩვენებათ, რომ უზარმაზარ პრობლემას შეეჯახეთ, მაგრამ ეცადეთ, „გვერდიდან“ შეხედოთ და მიხვდებით, რამდენად უმნიშვნელო და სასაცილოს ის. ყურადღებით მოისმინეთ ყველაფერი, რასაც თქვენი მისამართით ამბობენ, მაგრამ გადაჭარბებულ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. ძალიან დიდი ხანია, რაც „ქარის წისქვილებს“ ებრძვით, მაგრამ დღემდე ვერ გაგიცნობიერებიათ.


ლომი
ეს დღე მნიშვნელოვანი საქველმოქმედო აქტის განხორციელების საშუალებას მოგცემთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ შეგიძლიათ, არ იჩქაროთ, რადგან ისედაც ყველაფერს მოასწრებთ. გირჩევთ, ჭეშმარიტების ღვინოში ძიებას თავი დაანებოთ, თორემ მალე „ფსკერზე“ აღმოჩნდებით.


ქალწული
შესაძლოა, ცხოვრების გზაზე ისეთ ადამიანს შეხვდეთ, რომელიც დიდი ხნის მანძილზე თქვენი საიმედო დასაყრდენი იქნება. ხვალ შეგიძლიათ, არაფერი აკეთოთ, რადგან ამისთვის პასუხს არავინ მოგთხოვთ. შესაძლოა, რომელიღაც კოლეგამ საკუთარი შეცდომების თქვენზე გადმობრალება სცადოს.


სასწორი
როგორც არ უნდა შეგეწინააღმდეგოთ ბედისწერა, ჯადოსნური ხერხით ეცდებით მასთან გამკლავებასა და გამარჯვებას. ხვალ შეგიძლიათ, თავი შეიკავოთ საყვარელი ადამიანის გულწრფელი შეფასებისგან და არ აწყენინოთ მას. ვარსკვლავები გირჩევენ, ტყუილად არ გქონდეთ ვინმეს დახმარების იმედი.


მორიელი
მორიელებს მთელი დღის განმავლობაში მზიანი განწყობა ექნებათ, რაც გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება და თქვენი არსებობით მათაც აუმაღლებთ განწყობას. თუმცა, საპირისპირო სქესის ადამიანთან შესაძლოა, კამათი მოგიწიოთ. მორიელებო, ვარსკვლავები გეკითხებიან, როდის ისწავლით იმის დაფასებას, რაც გაგაჩნიათ?


მშვილდოსანი
ნუ შეგეშინდებათ დიდ პროექტზე მუშაობის დაწყება, მას უდავოდ, გაუმკლავდებით. გამონახეთ დრო და მისწერეთ იმ ადამიანს, რომელსაც უკვე დიდი ხანია, დაჰპირდით. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ხვალ ვიღაცას დასცინეთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის.


თხის რქა
თუკი დიდი ხანია ეძებთ რაიმე ექსკლუზიურს, ხვალ აუცილებლად იპოვით მას. თხის რქებს ვარსკვლავები ურჩევენ, დილა სარკეში ღიმილით დაიწყონ. შეეცადეთ, მოერიდოთ მკვეთრ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.


მერწყული
მერწყულებისთვის ხვალინდელი დღე საკმაოდ წარმატებულად დაიწყება. შესაძლოა, კონკრეტულ საქმეზე კონცენტრირება ვერ მოახერხოთ, რაც შეცდომების დაშვებას არ გამორიცხავს. ხვალ განსაკუთრებით იგრძნობთ გარშემომყოფების მხრიდან არაგულწრფელ დამოკიდებულებას, რასაც თავიდან ვერაფრით აირიდებთ.


თევზები
მძღოლი თევზები ხვალ მთელი დღის მანძილზე მწვანე ტალღაზე მოხვდებიან. ნუ წარმოაჩენთ საკუთარ თავს იმ კუთხით, როგორიც სინამდვილეში არ ხართ. იყავით ის, ვინც რეალურად ხართ. ამ დღეს თევზები სხვისი პრობლემების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას გამოხატავენ.