10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

9 აპრილი 23:00
1019

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
უსაქმურობას თავი უნდა დააღწიოთ და საქმეს მიხედოთ. თუ თავისუფალი დრო გაგიჩნდათ, ეცადეთ, სიმშვიდით დატკბეთ. შესაძლოა, დიდი ხნის ნანატრი ცვლილებები მოხდეს და არ დააფრთხოთ.


კურო
კუროებო, ამჯერად თქვენი ნებისმიერი რისკი გამართლებულია. ამ დღეს თავად იქმნით განწყობას, თუმცა ვიღაცის ცუდმა მანერებმა  შეიძლება, გული გატკინოთ.


ტყუპები
თუ თავში გენიალური იდეა მოგივიდათ, აუცილებლად ჩაიწერეთ. დღეს თქვენი საქმიანი კომუნიკაბელურობა ნულს უტოლდება და კარგი პარტნიორების დაკარგვა თუ არ გსურთ, მნიშვნელოვანი შეხვედრები გადადეთ. დღეს თქვენთვის სასარგებლო იქნება განმარტოება და წაძინება.
 
კირჩხიბი
კირჩხიბებო, თქვენი თვითგვემით ვერაფერს შეცვლით, მხოლოდ ძალა გამოგელევათ და დაეცემით, ამიტომ ცხოვრება უნდა გააგრძელოთ.  სანამ რამეს იტყოდეთ, კარგად დაფიქრდით, რომ ახლობელი ადამიანი არ გაანაწყენოთ.


ლომი
ლომებო, გირჩევთ, ტელევიზორი ჩართოთ და ძველ, კეთილ მულტფილმებს უყუროთ. ეს ბავშვობაში დაგაბრუნებთ და ყველაფერ ცუდს დაგავიწყებთ. ამ დღეს ფულის დაბანდებისგან თავი შეიკავეთ.


ქალწული
ქალწულებო, სცადეთ, დაიწყოთ რთული საუბარი ახლობელ ადამიანთან. დიდი შანსია, რომ დღეს მოგისმინონ და გაგიგონ. ტელევიზორში სასიყვარულო მელოდრამის ყურება რომენტიკულ ქალწულებში სევდიან მოგონებებს აღძრავს.


სასწორი
ვარსკვლავები გილოცავენ იმ ფაქტს, რომ სთქვენ ტერეოტიპები დაამსხვრიეთ. მიეხმარეთ საქმეებში მეორე ნახევარს და მისგან მადლობას დაიმსახურებთ. დაფიქრდით, იქნებ დიდი ხანია საჭირო ყურადღება არ დაგითმიათ საყვარელი ადამიანისთვის? ხვალ გეძლევათ შანსი ეს დანაკლისი გამოასწოროთ.


მორიელი
შეეცადეთ, საღამოს საათებში მოდუნდეთ და არაფერზე იფიქროთ. საკუთარ პრობლემებს ზეგ დაუბრუნდით, მათ მაინც ვერსად გაექცევით. ხვალ შესაძლოა, წვრილმანი ქურდობის სამიზნე აღმოჩნდეთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე უკვე რამდენჯერმე გადადეთ და ხვალაც მოგიწევთ.



მშვილდოსანი
თუკი ამ დღეს მშვილდოსნები რომელიმე ფილმის ყურებას გადაწყვეტთ, აირჩიეთ კომედიური ჟანრი, რათა ტვინი ოდნავ მაინც დაასვენოთ. ხვალ მშვილდოსნებისთვის სასარგებლო იქნება რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა თანამოაზრეებთან.


თხის რქა
თუკი თხის რქები შესაძლებლობას არ გაუშვებთ ხელიდან, კოლეგების პატივისცემას დაიმსახურებთ. როცა თქვენზე რამე ჭორს გაიგებთ, გაბრაზებამდე სამჯერ დაფიქრდით. ვარსკვლავები გირჩევენ, უცხო ადგილებს მოერიდოთ.


მერწყული
ნუ მისცემთ გარშემომყოფებს თქვენი მართვის უფლებას. არ შეგეშინდეთ კონკურენტებთან „წაგების“, იღბალი თქვენს მხარესაა. მოიკრიბეთ ძალები და განეწყვეთ წინსვლისკენ. მომხდარს უკვე ვეღარაფერს უშველით.


თევზები
შესანიშნავი დღეა კულინარიული ექსპერიმენტებისთვის, თქვენი ახლობლები თქვენს შრომას დააფასებენ და შეგაქებენ. თუკი ხვალ უფროსი ადამიანისგან რამე რჩევას მოისმენთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, ხოლო თუკი ვინმეს საიდუმლოს გაიგებთ, შეეცადეთ, მალევე დაივიწყოთ - ეს ინფორმაცია კარგს არაფერს მოგიტანთ.