ვერძი
ვიღაც დიდი ხანია, თქვენს კარზე აკაკუნებს, თქვენ კი თავს აჩვენებთ, რომ სახლში არ ხართ. გირჩევთ, კარი გააღოთ, რადგან ძალიან კარგი და კეთილი ადამიანი შემოვა. ვიღაცის მხარდაჭერას ელით, მაგრამ ამაზე კონცენტრირება არ ღირს. დიდი ფულის ხარჯვა და სერიოზული შენაძენი გელით, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი სურვილები შეზღუდოთ.
კურო
საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ცვლილება გელით. შესაძლოა, ამჟამად ამის წინააღმდეგი ხართ, მაგრამ მალე მიხვდებით, რომ ეს კარგი იდეა იყო. ყოვლისშემძლე ნამდვილად არ ხართ და იმას ნუ შეეჭიდებით, რის დაძლევაც არ შეგიძლიათ. გირჩევთ, ინიციატივას ნუ გამოიჩენთ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დახმარებას არ გთხოვთ, რადგან თქვენი დახმარება შეიძლება დათვური აღმოჩნდეს.
ტყუპები
შეგიძლიათ, ახლობლებს ნებისმიერ თემაზე ესაუბროთ, რადგან ურთიერთგაგება გარანტირებული გაქვთ. არც ისაა გამორიცხული, კონკრეტული პრობლემების მოგვარება ერთობლივი ძალებით შეძლოთ. შესაძლოა, ხვალ უფროსობა თქვენი მუშაობით უკმაყოფილო დარჩეს. გირჩევთ, საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა ნუ გექნებათ.
კირჩხიბი
კირჩხიბებო, თქვენი ყველაზე თამამი ოცნებების ასრულების დღეა! სანამ წარსულში დაბრუნებას გადაწყვეტთ, აკოცეთ მას, ვინც ამჟამად თქვენს გვერდითაა. შესაძლოა, დაუგეგმავი ხარჯი გქონდეთ, რომელსაც არ ეთანხმებით.
ლომი
ცხოვრებამ როგორც არ უნდა გატრიალოთ, სასწაულებრივად ახერხებთ ფეხზე წამოდგომას. გეჩვენებათ, რომ ამ დღეს მთელი სამყარო თქვენ წინააღმდეგ შეიკრა. სამწუხაროდ, ხვალ შეიძლება ინტუიციამ გიღალატოთ.
ქალწული
შესაძლოა, ძველი ვალები დაგიბრუნონ, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ეცადეთ, რწმენასა და თავდაჯერებას შორის საზღვარი შეინარჩუნოთ. ნუ ეცდებით თავი სტუმრად დაიპატიჟოთ. ამ დღეს მაინცდამაინც სასურველი სტუმარი არ ხართ.
სასწორი
ნუ დაელოდებით ცხოვრებისგან ფოიერვერკებს, თქვენი დღე საკმაოდ ზომიერად და მშვიდად ჩაივლის. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც გაიგებთ. შეეცადეთ, არავის არაფერს დაჰპირდეთ, რადგან პირობას, სავარაუდოდ, ვერ შეასრულებთ.
მორიელი
მიაქციეთ ყურადღება ბედისწერის მინიშნებებს, ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ის აუცილებლად გამოგიგზავნით ნიშანს. მორიელებისთვის ეს დღე ნაკლებად აქტიური იქნება და შესაძლოა, რაიმე მნიშვნელოვანი გამოტოვოთ. არ გამოირიცხება, რომ წვრილმანი მატერიალური დანაკარგი განიცადოთ.
მშვილდოსანი
თუკი ამ დღისთვის რამე დაგეგმეთ, მის შესრულებას ვადაზე ადრე მოასწრებთ. თუ გსურთ, თქვენი ჩანაფიქრი გარშემომყოფებმა სერიოზულად აღიქვან, თქვენც სერიოზულად უნდა მოიქცეთ. თუკი საკუთარი სიზარმაცე თქვენზე გავლენას მოახდენს, შემდეგ დაკარგული დროის ანაზღაურება გაგიჭირდებათ.
თხის რქა
თქვენი თავდაუზოგავი შრომა და მტკიცე ხასიათი დღის ბოლოს შედეგს გამოიღებს. ეს დღე არ არის შესაფერისი მნიშვნელოვან დოკუმენტებზე სამუშაოდ და ქონების რეგისტრაციისთვის. შესაძლოა, ამ დღეს ძალიან მოწყენილი იყოთ.
მერწყული
შეგიძლიათ, დირექტორს ნებისმიერი თხოვნით მიმართოთ, ის აუცილებლად მოგისმენთ, გაგიგებთ და მხარს დაგიჭერთ. თუკი გადაუწყვეტელ მერწყულებს რაიმე ახალი საქმიანობის დაწყების შანსი მიეცემათ, გადაწყვიტეთ და სცადეთ. ინტერნეტით ნივთების შეძენას ვარსკვლავები არ გირჩევენ, შესაძლოა, ცუდი გამყიდველის მსხვერპლი აღმოჩნდეთ ან შეძენილი ნივთი ისეთი არ გამოდგეს, როგორსაც ელოდებით.
თევზები
ავტომრბოლელი თევზები ხვალ მწვანე ტალღაზე მოხვდებიან. ვარსკვლავები სპორტული ვარჯიშების შესრულების დროს სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ, რადგან შესაძლოა, ტრავმა მიიღოთ. ფულადი მაქინაციებისთვის ეს დღე შესაფერისი არ არის, განსაკუთრებით, თუკი გარკვეული სახით ქურდობას უკავშირდება.