22-29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ჰოროსკოპი

21 იანვარი 19:30, 2018 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

ვერძი -  კვირის დასაწყისში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სახლის საქმეებს. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში თბილი და ნაზი იყავით. შუა კვირიდან ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ.


კურო - კარგი დროა დაკავდეთ რაიმეს შესწავლით, შემოქმედებითი საქმიანობით. კვირის ბოლოსკენ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.


ტყუპები -  კვირის მანძილზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ სწორ კვებას. კვირის ბოლოსკენ  საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელით.


კირჩხიბი -  უხასიათობა და გულჩათხრობილობა, რომელიც პერიოდულად გახასიათებთ ხოლმე, შეეცადეთ ამ პერიოდში გააკონტროლოთ. ზიანის მომტანია. იყავით გულწრფელები და ღიად ისაუბრეთ ახლობლებთან თქვენს პრობლემებზე.


ლომი - ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, შინაგან წონასწორობას. შესაძლოა გაღიზიანება, დაძაბულობა იგრძნოთ, ნუ აყვებით ემოციებს. სხვა მხრივ წარმატებული კვირაა.


ქალწული - კომუნიკაციის თვალსაზრისით ყველაზე აქტიური კვირა გექნებათ, ნათესავები და მეგობრები შეიძლება ხშირად გესტუმრონ. დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.


სასწორი - ჰარმონიული კვირაა მოსალოდნელი. თანდათანობით იგრძნობთ ენერგიის მატებას. მიაქციეთ ყურადღება ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. მოგიწევთ იმუშაოთ საკუთარი რეპუტაციის გაუმჯობესებაზე.


მორიელი - კვირა წარმატებულ საქმიან ურთიერთობებს გპირდებათ. კარგად დაგეგმეთ თქვენი მომავალი საქმიანობა. გამოიჩინეთ სიფრთხილე და წინდახედულობა არჩევანის გაკეთების დროს.


მშვილდოსანი - ყურადღებიანი იყავით გარშემომყოფთა მიმართ. ეცადეთ, დაისვენოთ საყვარელ ადამიანთან ერთად და ძალები მოიკრიბოთ მომავალი საქმიანობისთვის. თქვენი ენერგოტონუსი თანდათან მოიმატებს.


თხის რქა  - ყურადღება მიაქციეთ პარტნიორს. არ მიიყვანოთ სიტუაცია კონფლიქტამდე. კარგი იქნება, თუ დასვენების დღეებს აიღებთ. კარიერის თვალსაზრისით მოსალოდნელია სტაბილურობა, საქმეები წინ მიდის.


მერწყული - კვირა კარგია საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, მაგრამ ენერგეტიკული ტონუსი ზოგ მერწყულთან დაბალია, ამიტომ გამოიჩინეთ ყურადღება ჯანმრთელობის მხრივ. თანდათანობით მეტ ძალას იგრძნობთ.


თევზები -  განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ  შვილების მიმართ, მოაწყვეთ ოჯახური ვახშამი და იზრუნეთ ურთიერთობების განმტკიცებაზე. იყავით მომთმენები სხვა ადამიანების მიმართ. ნუ მიუშვებთ თავის ნებაზე მიმდინარე საქმეებს. დაკავდით მათი გადაწყვეტით.


წარმატებები ყველას!

დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

თუ ეს 10 რამ გესიზმრებათ, ყურადღებით იყავით!

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, რომ სიზმრებით ადამიანი თავის ქვეცნობიერში იხედება. სიზმარი გვკარნახობს, თუ რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?