5-12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ჰოროსკოპი

4 მარტი 19:30, 2018 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

ვერძი - მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკული ტონუსი მაღალი არ გაქვთ, სურვილი გიჩნდებათ, ბევრი რამ შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში, დაწყებული გარეგნული იმიჯით, დამთავრებული სამსახურით. სიფრთხილე გამოიჩინეთ ხარჯებში, ეს კვირა გამოიყენეთ ენერგოტონუსის ასამაღლებლად, დაისვენეთ, დაგეგმეთ მომავალი კვირა და სიმშვიდე შეინარჩუნეთ.


კურო - თქვენი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება დამოკიდებული იქნება თქვენს პროფესიონალიზმზე,  გამოიჩინეთ ორგანიზატორული უნარები, შრომისმოყვარეობა, რაც დაგეხმარებათ კარიერაში და შემოსავლების გაუმჯობესებაში. კვირის ბოლოსკენ ახალი ნაცნობობა გელით.


ტყუპები - კვირის მანძილზე მეტი დანახარჯი გაქვთ, ვიდრე შემოსავალი. კვირა კარგია პროფესიონალური ცოდნის გაღრმავებისთვის, ან ახალი უნარების შესაძენად. კარგია, აგრეთვე, მივლინებები, ახალი გამოცდილებების შესაძენად, ოღონდ არ არის სასურველი, შორ გზებზე მოგზაურობა. ახლობლებთან, თანამოაზრეებთან ურთიერთობა არ იქნება სტაბილური ხასიათის. შესაძლოა ახალი ნაცნობობა, რომელიც უფრო დესტრუქციულ ხასიათს ატარებს, ამიტომ თავი შეიკავეთ ახალი მეგობრული კავშირებისგან.


კირჩხიბი - ფინანსურ საკითხებში მოგიწევთ, სხვებს დაეყრდნოთ. თქვენი ყურადღების ცენტრში იქნება კრედიტები, სესხები თუ სხვა სახის ფინანსური საკითხები. იმოქმედეთ ფრთხილად და თანმიმდევრულად. თავი შეიკავეთ სპონტანური გადაწყვეტილებებისგან. გაყევით ადრე შემუშავებულ გეგმას და უფრო გაგიმართლებთ. გარემო შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, ამიტომ იყავით დაკვირვებულები. შესაძლოა, ახალი რომანტიკული ნაცნობობა. ზოგადად, კარგი პერიოდია თქვენთვის.


ლომი - ნუ ეცდებით საქმიანობაში სხვების აზრის, შეხედულებების იგნორირებას ან ინტელექტუალურ დაჯაბნას, წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებასა და წარუმატებლობას ვერ ასცდებით, რომელიც თქვენს სასარგებლოდ არ შემოტრიალდება. სასურველია დიპლომატიური გზებით მოაგვაროთ ყველა საქმე. რეკომენდებულია ახალი უნარ-ჩვევების ან ახალი პროფესიის დაუფლება.  კვირა დატვირთული იქნება საქმიანი ურთიერთობებით, შესაძლოა, იყოს მივლინებებიც.


ქალწული - თქვენ ფიქრობთ, რომ შრომა სათანადოდ არ გიფასდებათ, რაც გუნება-განწყობას გიფუჭებთ, რეკომენდებულია, ეს კვირა ამაზე ფიქრს არ დაუთმოთ, დასასვენებლად გაემგზავროთ და შემდეგ, როცა დაბრუნდებით, საღ გონებაზე გადაწყვიტოთ, რა მოლოდინები გაქვთ. დღის წესრიგში იქნება ბანკთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. პარტნიორებთან ურთიერთობა დაგილაგდებათ.


სასწორი - კარგი დროა სასარგებლო ნაცნობობის შესაძენად, რომელიც დადებითად იასახება თქვენს საქმიანობასა და შემოსავლებზე. ამავე დროს, კარგი იქნება, თუ სასარგებლო რჩევებს არ დაიშურებთ კოლეგებისთვის, ახლობლებისთვის და ნაცნობებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობას. კარგად გამოიძინეთ და თავი აარიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. ჩაიტარეთ სამედიცინო პროფილაქტიკა.


მორიელი - ეს კვირა საშინაო საქმეებსა და ოჯახს დაუთმეთ. სასურველია, მოაწესრიგოთ დაუსრულებელი საქმეები. პერიოდულად შანსი მოგეცემათ, გააუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. კვირა კარგია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. დაგეგმეთ რომანტიკული შეხვედრა საყვარელ ადამიანთან და მეტი დრო დაუთმეთ მას. თუ არ ხართ ურთიერთობაში, შესაძლოა, გამოჩნდეს ადამიანი, რომელმაც შეიძლება პარტნიორობა შემოგთავაზოს. მთლიანობაში თქვენთვის კარგი კვირაა.


მშვილდოსანი - კვირის მანძილზე თავი აარიდეთ რისკებს, როგორც ფინანსურ საკითხებში, ისე ურთიერთობებში. შეაჩერეთ ზედმეტად აქტიური ტემპი და ჩაუღრმავდით საკუთარ საჭიროებებს. აქტიური კომუნიკაცია ახალ ნაცნობებთან ხელს შეგიშლით როგორც მატერიალური მდგომარეობის, ისე ურთიერთობების გაუმჯობესებაში. იყავით ორგანიზებულები, მეთოდურები და მშვიდები. გამოიჩინეთ დიპლომატია.


თხის რქა - კვირის მანძილზე საშუალება გეძლევათ, თქვენი პროფესიული საქმიანობა შეამსუბუქოთ და გააუმჯობესოთ. ნუ იქნებით მეტისმეტად ჯიუტები, ძალაუფლების სიყვარულისა და პრინციპულობის გამო ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას  ნათესავებთან და საყვარელ ადამიანთან. კვირა კარგია რომანტიკული ურთიერთობების დასათბობად და გასაღრმავებლად. დაისვენეთ და დრო დაუთმეთ გასართობ ღონისძიებებს. ზოგადად, წარმატებული კვირაა.


მერწყული - თქვენი გამჭრიახობა დაგეხმარებათ მოვლენების წინასწარ განჭვრეტაში, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები და კვირის მანძილზე მოვლენები პოზიტურად წარმართოთ. გამოიჩინეთ ყურადღება ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ. შესაძლოა, სახლში ცვლილებების შეტანა მოგინდეთ. კვირა კარგია ოჯახში ცვლილებებისთვის.


თევზები - დაკავდით შემოქმედებითი საქმიანობით და დრო დაუთმეთ სულიერი სიმშვიდის მოპოვებას. ყურადღებიანობა, მიმღებლობა და თანაგრძნობის უნარი დაგეხმარებათ ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებაში. კარგი დროა პირადი ურთიერთობების დასალაგებლად, ასევე, სხვა საქმიანი წამოწყებებისთვისაც.


წარმატებები ყველას!

დღის ჰოროსკოპი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

„ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით 24/7-ზე შეუძლიათ.
NEW

დიდი ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ამ კვირის პარასკევის აქციის პროდუქტები უკვე ცნობილია - 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის დადგომას მიეძღვნება და გამათბობლებზე გავრცელდება.
თემატური ჰოროსკოპი

როგორ დამთავრდება 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?

2020 წელი საკმაოდ რთული გამოდგა, ამიტომ არც იქნება გასაკვრი, თუკი ბევრს უკვე გვაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს, როგორ დასრულდება ის. წაიკითხეთ ასტროლოგიური პროგოზი, თუ რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ამ წლის ბოლო თვეებში.  
დღის ჰოროსკოპი

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

როგორ გავთბეთ ზამთარში - „გრანდ ელექტრონიქსი“ გირჩევთ

ზამთარი გვიახლოვდება – რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ფრაზა თქვენთვის, ერთი რამ ცხადია: ოქტომბრის ბოლოდან ჩვენი უმრავლესობა ნელ-ნელა ემზადება საზამთროდ: საბოლოოდ ინახავს ზაფხულის ტანსაცმელს და იმარაგებს ზამთრის სამოსს; ოქტომბრის ცივ საღამოებს ნებდება, თხელი პლედის ნაცვლად სქელ, ღუნღულა საბანზე გადადის და, რაც მთავარია, ყურადღებით არჩევს გამათბობელს.
იცით თუ არა...

როგორ შეაღწია საბჭოთა კავშირში ფრანგულმა სუნამომ?

ვისაც საბჭოთა ეპოქაში მოუწია ცხოვრება, კარგად ახსოვს, რას ნიშნავს დეფიციტი და იმპორტული საქონლის დახლქვეშ შეძენა. ერთ-ერთი ასეთი „დახლქვეშა სიამოვნება“ გახლდათ ფრანგული სუნამო Climat Lancome, რომლის ერთი წვეთის პკურება თავს დედოფლად გაგრძნობინებდათ...
დღის ჰოროსკოპი

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფასდაკლებების სერია „გრანდ ელექტრონიქსისგან“, რომელიც არ უნდა გამოტოვო!

თუკი ტექნიკის შეძენას გეგმავდით, აუცილებლად მოინიშნეთ თარიღიც: 19-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსს“ თავისი მომხმარებლისათვის სასიამოვნო სიურპრიზი აქვს - „გრანდ ელექტრონიქსის“ საბურთალოს „სითი მოლის“ ფილიალში ოქტომბრის ბოლომდე ტექნიკაზე განსაკუთრებული ფასები დაგხვდებათ!
დღის ჰოროსკოპი

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

დებატების მასწავლებელთა სერტიფიცირება

17 ოქტომბერს 15:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ (მის: თბილისი, რუსთაველის გამზ. #13) გაიმართა სკოლის მასწავლებელთა ტრენინგების დასკვნითი ცერემონიალი.