ქალწულ მამაკაცს უსათუოდ მოსწონხართ თუ...
- გაკრიტიკებთ (ხანდახან ზედმეტადაც კი) ე.ი. მისთვის მნიშვნელოვანი ხართ და სურს, რომ „გამოსწორებაში“ დაგეხმაროთ. ჩვეულებრივ მამაკაცები ქალის გულის მოსაგებად კომპლიმენტებს იყენებენ. ქალწული კაცი კი სულაც არ ცდილობს, ლამაზი სიტყვებით თავბრუ დაგახვიოთ. ამ კაცისგან ნურც ყვავილებს, საჩუქრებსა და სიურპრიზებს დაელოდებით.
- ინტერესდება თქვენი აზრით. ქალწული კაცი ძალიან ჭკვიანია, ვარსკვლავებმა ის ლოგიკური აზროვნებითა და განსაკუთრებული ჭკუა-გონებით დააჯილდოეს. მას ნებისმიერ პრობლემასთან დამოუკიდებლად გამკლავება შეუძლია, მაგრამ, თუ თქვენს მოსაზრებას მაინც კითხულობს, აშკარად სიმპათიითაა თქვენდამი განწყობილი. ამ ნიუანსით თავისი ცხოვრების ნაწილად გაქცევთ.
- არასდროს გატყუებთ. ევოლუციური ფსიქოლოგების მიერ შედგენილი სტატისტიკის მიხედვით, მამაკაცები წელიწადში, საშუალოდ, 1092-ჯერ იტყუებიან. მიუხედავად კვლევისა, ქალწულები ყველაზე ნაკლებად არიან მატყუარები. საყვარელ ქალს კი არასდროს ატყუებენ.
ქალწულ ქალს უსათუოდ მოსწონხართ თუ...
1. თქვენი რცხვენია და რთულად შემოდის კონტაქტში. ხშირად წითლდება. გესაუბრებათ ცივად, მოჩვენებითი სხვათაშორისობით. მიუხედავად ამისა, თითქოს რბილი და ტკბილი ხმის ტემბრი აქვს. ამ დროს ქალწული ქალი მონდომებთ ცდილობს რეალური ემოციების დაფარვას.
2. გენდობათ. ამ ქალებს ადამიანების (განსაკუთრებით კაცების) ნდობა ძალიან უჭირთ. გიყვებათ პირადულ ინფორმაციას, მაგალითად, რა პრობლემები აქვს სამსახურში ან ოჯახის წევრებთან.
3. მოსწონს თქვენთან „ბინძური საუბრები“. შეიძლება ეს პირდაპირ ინტიმური დიალოგი არ იყოს, მაგრამ წინადადებების ქვეტექსტი სექსუალური ხასიათისაა.