პირველ რიგში, უნდა გქონდეთ თქვენი „ბედნიერი კუპიურა”, რომელსაც არასდროს დახარჯავთ და მუდმივად ატარებთ საფულით.
ამისთვის ქაღალდის ბანკნოტებს შორის აარჩიეთ ისეთი, რომლის ნომრებიც თქვენი დაბადების ციფრებთან მოდის ჰარმონიაში. მაგალითად, თუ თქვენ დაიბადეთ 1971 წლის 12 თებერვალს, სასურველია, რომ კუპიურას სერიულ ნომრებს შორის გააჩნდეს 17, 02, 19 რიცხვები. ყველაზე კარგი კი ამ მხრივ სამი ციფრის თანხვედრაა მაგალითად, 971.
განსაკუთრებული ბარაქა მოაქვს ისეთ კუპიურას, რომლის არა მხოლოდ სერიული ნომრებია დაბადების ციფრებთან ჰარმონიაშია, არამედ თავად სერიის პირველი ასოც მფლობელის სახელის ინიციალს ემთხვევა. მაგალითად, თუ თქვენი სახელია ეკა, სასურველია ბანკნოტის სერიული ნომერი ლათინური E ასოთი დაიწყოს.
მაგრამ ეს ყველაფერი როდია!
თუკი მოახერხეთ და იპოვეთ ბედნიერი კუპიურა, აუცილებელია მისი დამუხტვა ბარაქასა და წარმატებაზე სავსე მთვარის პერიოდში (განსაკუთრებით - მის პირველ მეოთხედში).
ამისთვის თქვენს იღბლიან კუპიურას გვერიდთ დაუდეთ ფურცელზე დაწერილი ის სურვილები, რომელთა განხორციელებასაც ფულის საშუალებით გეგმავთ. შემდგომ, ეს ფურცელი ცეცხლის ალზე დაწვით ან კუპიურასთან ერთად ატარეთ საფულეში.
როგორც ფენშუის მცოდნეები ამტკიცებენ, მსგავსი ტიპის კუპიურებს რეალურად მოაქვთ მფლობელთან ფინანსური იღბალი და ბარაქა.
თუმცა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ თილისმა თავისთავად არ იმუშავებს, თუკი მისი პატრონი უსაქმურად იქნება და ციდან წყალობას დაელოდება.