რომელი ზოდიაქოს ნიშნისთვის იქნება რთული 2017 წელი?

ჰოროსკოპი
04.01.2017 10:00
2926

როგორც ნებისმიერ წელიწადს, მამლის წელსაც ეყოლება საკუთარი ფავორიტები და აუტსაიდერები. დღევანდელ სტატიაში ზოდიაქოს იმ ნიშნებზე ვისაუბრებთ, ვისთვისაც 2017 წელი ცოტა დაბრკოლებებს შექმნის.

მშვილდოსანი – შეიძლება ითქვას, რომ მშვილდოსნებმა 2015 წლის მიწურულიდან მოყოლებული, ვერა და ვერ ამოისუნთქეს. ჯერ იყო და ყველაზე დიდი „შემზღუდველი“ პლანეტა სატურნი გადიოდა მათ ზოდიაქოს, ამასთანავე, უკვე 2017 წლის მარტიდან მშვილდოსნის ზოდიაქოს შავი მთვარეც დაიკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი მშვილდოსნის ცხოვრებაში დადგება კრიზისული პერიოდი. სირთულეები შესაძლოა, დაკავშირებული იყოს უცხოეთში გადაადგილებასთან, საცხოვრებელი ადგილის ცვლასთან, იდეოლოგიურ საკითხებთან, სწავლასთან.

 

მორიელი – წლის დასაწყისი მორიელთა უმრავლესობისთვის რთული იქნება. ეს იმიტომ, რომ განვლილი წლიდან მოყოლებული შავი მთვარე მორიელის ზოდიაქოს გადის. 2017 წლის პირველი ორი თვის მანძილზე, ისეთი პრობლემები, როგორიცაა საერთო ბიუჯეტის თემა, მემკვიდრეობა, უძრავი ქონება, სადავო კაპიტალი, დაპირისპირებები ფულის გამო - ისევ იქნება მორიელთა დღის წესრიგში.

 

თხის რქა – თხის რქებს, შეიძლება ითქვას, რომ განვლილი ორი წელიწადი სულაც არ ჰქონდათ ცუდი, განსაკუთრებით კი კარიერული და ფინანსური თვალსაზრისით. თუმცა, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს, როგორც წესი, გარკვეული, პესიმისტური დამოკიდებულება აქვთ მუდმივად ცხოვრების მიმართ და უჭირთ ხოლმე, წვრილმანი წარმატებებით ჯეროვნად გაიხარონ. სამაგიეროდ, სირთულეების ჯიუტად გადალახვა უდავოდ მათი სტიქიაა. ჰოდა, 2017 წლის მიწურულიდან, ზუსტად ამის შანსი მიეცემა ბევრ მათგანს, რადგანაც შეზღუდვების პლანეტა – სატურნი ზუსტად თხის რქის ზოდიაქოში გადადის. რაც იმას ნიშნავს, რომ თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა ცხოვრებაში საკმაოდ რთული, წინააღმდეგობებით სავსე პერიოდი იწყება. სირთულეები შეეხება ძირითადად სამსახურებრივ საკითხებს, შეფერხებებს კარიერაში, ზემდგომებთან დაკავშირებულ პრობლემებს და ა.შ.

ავტორი: სალომე ჩაჩიბაია
წყარო: galanews