შვილების გასათბობად დამწვარი 1 964 000 დოლარი

იცით თუ არა...

17 მარტი 15:00
168

იმ ღამეს საშინლად ციოდა, გარშემო კი ხის ერთი ტოტიც არ იყო, რომ ცეცხლი დაენთოთ. მამას ბევრი არ უფიქრია, ასდოლარიანების შეკვრები ერთად დააწყო და შვილების გასათბობად კოცონი ააგიზგიზა...


უმდიდრესი კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარის შვილმა სებასტიანმა 1989 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ სამართალდამცავებისგან მალვის პერიოდში, ესკობარს, თავის ორ შვილთან ერთად, მაღალმთიან რეგიონში გაქცევა მოუხდა.

სებასტიანის თქმით, იმ ღამეს საშინლად ციოდა, გარშემო კი ხის ერთი ტოტიც არ იყო, რომ ცეცხლი დაენთოთ. მამას ბევრი არ უფიქრია, ასდოლარიანების შეკვრები ერთად დააწყო და შვილების გასათბობად კოცონი ააგიზგიზა.
იმ ღამით ნარკობარონს შვილების გათბობა 1 964 000 დოლარი დაუჯდა, რაც ოდნავადაც არ უნანია.

ცნობილია, რომ პაბლო ესკობარმა ნარკობიზნესით კოლოსალური თანხა იშოვა. 1989 წელს ჟურნალმა „Forbes“-მა ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად დაასახელა. ჟურნალის მონაცემებით, ნარკობარონის ქონება 30 მილიარდ დოლარს აღწევდა.

მას საკუთრებაში ჰქონდა 34 სასახლე, 500 000 ჰექტარი მიწის ფართობი, 40-მდე „როლს როისის“ მარკის ავტომობილი და ა.შ.
ცნობილია, რომ კოკაინის მწარმოებლებისთვის ფულის შენახვა თავსატეხს წარმოადგენს. კრიმინალური ისტორიის გამო ფულის ბანკში შეტანას ვერ ახერხებენ, ამიტომ გადაადგილებისას მისი ტარება და გადამალვა უწევთ.

ამბობენ, რომ კოკაინის უმსხვილესმა მწარმოებელმა პაბლო ესკობარიმ მილიარდობით დოლარი კოლუმბიის მიწებში დამარხა.  
რამდენიმე წლის წინათ კოლუმბიელმა ხოსე მარიენა კარტოლოსმა მიწის დამუშავების დროს, უზარმაზარი კონტეინერები აღმოაჩინა, რომლებშიც 6 მილიონი დოლარი იყო გადამალული. წინასწარი მონაცემებით, ფული ესკობარის 30-მილიარდიანი ქონების ნაწილი გახლდათ.