თვითმფრინავში გახსნილი რესტორანი, რომელსაც სტუმარი არ ელევა

იცით თუ არა...

24 მარტი 15:00, 2017 წელი

მსურველებმა თვითმფრინავის ბილეთი უნდა შეიძინონ, „რეგისტრაცია“ გაიარონ და სპეციალური მოსაცდელი დარბაზის გავლით, თვითმფრინავის სალონში ავიდნენ...

არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩინური ქალაქის უჰანის (wuhan) მოსახლეობა ჯგუფებად მიაწყდა ქალაქის ცენტრში გახსნილ უცნაურ რესტორანს. საქმე ის გახლავთ, რომ რესტორანი ნამდვილი თვითმფრინავის სალონში იყო გახსნილი.


ჩინელ ბიზნესმენს ლი იანს თვითმფრინავის სალონში რესტორნის გახსნის იდეა შვედეთში მოგზაურობის დროს გაუჩნდა, როცა ერთ-ერთ ქალაქში ავიალაინერის სალონში გახსნილი სასტუმრო იხილა.


ბიზნესმენმა ინდონეზიური ავიაკომპანია batavia air-გან ჩამოწერილი „ბოინგი 737“ 5 მილიონ დოლარად შეიძინა და ცოლის - ლილის პატივსაცემად „lily airways“ დაარქვა.
ლი იანის თქმით, ამ ზომის თვითმფრინავი დიდი ოდენობით საწვავს მოიხმარს, ამიტომ ფულის დაზოგვის მიზნით, ბიზნესმენმა ავიალაინერი მშობლიურ ქალაქში დაშლილი ჩამოიტანა და ადგილზე ააწყო.


ლი იანმა გადაწყვიტა, თვითმფრინავის ბორტზე განთავსებულ რესტორანში მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიების მომსახურების სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებული ატმოსფერო შეექმნა.
ამისთვის გულმოდგინედ შერჩეულ და ბორტგამცილებლების უნიფორმებში გამოწყობილ ოფიციანტებს სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ.


თვითმფრინავი რესტორანი ქალაქის გერმანულ სტილში აგებულ რაიონში განთავსდა. რესტორანს, რომელშიც მხოლოდ 20 მაგიდაა, დღის განმავლობაში, დაახლოებით, 200 ადამიანი სტუმრობს. აქ მოხვედრის მსურველებმა თვითმფრინავის ბილეთი უნდა შეიძინონ, „რეგისტრაცია“ გაიარონ და სპეციალური მოსაცდელი დარბაზის გავლით, თვითმფრინავის სალონში ავიდნენ.


თვითმფრინავის რესტორნის უგემრიელესი კერძების ფასები 25-დან 60 დოლარამდე მერყეობს. ლი იანმა რესტორნიდან მიღებული შემოსავლით თვითმფრინავის ღირებულება უკვე აანაზღაურა და იმედოვნებს, რომ „lily airways“ მხოლოდ ჩინელებისთვის კი არა, ტურისტებისთვისაც საყვარელი ადგილი გახდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?