ჰიტლერის თავი და უცნობი ფაქტები მადამ ტიუსოს მუზეუმზე

იცით თუ არა...

26 მარტი 15:00
107

ბევრი ადამიანისთვის ცვილის ფიგურების მუზეუმი გარდაცვლილ ადამიანებთან ასოცირდება, თუმცა ამის მიუხედავად, მადამ ტიუსოს მუზეუმს მნახველების რაოდენობა არ აკლია.

ჩვენ გიამბობთ მადამ ტიუსის ცვილის ფიგურების სახელგანთქმულ მუზეუმთან დაკავშირებული ნაკლებად ცნობილი და საინტერესო ფაქტების შესახებ.




ანა მარია ტიუსოს დედა ექიმ ფილიპ კერტისთან მსახურობდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებისთვის ცვილის ფიგურებს ამზადებდა. მოგვიანებით, კერტისმა საკუთარი ბიზნესი ანდერძით მარიას დაუტოვა. საკუთარი ცვილის ფიგურა მადამ ტიუსომ გარდაცვალებამდე რვა წლით ადრე შექმნა.




მარია ტიუსოს ნამუშევრები იმდენად ცნობილი გახდა, რომ მას მეფე ლუდოვიკო XVI-სა და მარია-ანტიუანეტას სასახლეში იწვევდნენ, რათა მეფის დისთვის თავისი შემოქმედება ესწავლებინა. მოგვიანებით, მადამ ტიუსოს უფლება მისცეს, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ სიკვდილით დასჯილი მონარქების ნიღბები დაემზადებინა.




2010 წელს ინგლისელმა როკ-მუსიკოსმა ოზი ოსბორნმა მადამ ტიუსოს მუზეუმში დიდი ქაოსი და არეულობა გამოიწვია. მან დამთვალიერებლებს თავი ცვილის ფიგურად მოაჩვენა, შემდეგ კი მოძრაობა დაიწყო და რამდენიმე დამთვალიერებელი გულის წასვლამდე მიიყვანა.




1940 წელს მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმს გერმანული ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც 350 ფიგურა განადგურდა.



2008 წელს გერმანელმა ტურისტმა დაცვის კორდონის გარღვევა შეძლო და ადოლფ ჰიტლერის ფიგურას თავი მოაგლიჯა. ტურისტის თქმით, ის ფაქტი, რომ ჰიტლერი ტურისტებისთვის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, საგანგაშოა. მან ასევე განმარტა, რომ მუზეუმში განთავსებული წარწერები ფიგურებთან სურათის გადაღებას კრძალავდნენ, მაგრამ მათთვის თავის მოგლეჯა რომ არ შეიძლებოდა, არსად ეწერა.



მადამ ტიუსოს მუზეუმს სურდა, რომ დედა ტერეზას ფიგურა დაემზადებინა, მაგრამ მან კატეგორიული უარი განაცხადა და თქვა, რომ მისი ღვაწლი მის სიცოცხლეზე გაცილებით მნიშვნელოვანია.




მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმის მხატვრები ადამიანის სხეულიდან 150 სხვადასხვა ზომას იღებენ, რათა ფიგურის დამზადება შეძლონ. ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორიც, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედია, წლების განმავლობაში რამდენჯერმე უწევთ პოზირება.



ცვილი წლების განმავლობაში ხმება და ზომებში იკლებს, ამიტომ მადამ ტიუსოს მუზეუმში ყველა ფიგურა ნატურის ზომაზე, დაახლოებით, 2%-ით დიდი კეთდება.



მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში ყველაზე პატარა ექსპონატი „პიტერ-პენის“ ზღაპრის ფერია დინ-დინია. პერიოდულად, მუზეუმის სპეციალისტები ცოცხალი ადამიანების პარალელურად, ზღაპრის პერსონაჟების ფიგურებსაც აკეთებენ, მაგალითად, მუზეუმში შეიძლება შრეკს ან მძინარე მზეთუნახავსაც წააწყდეთ.