სად ყიდულობენ ტანსაცმელს პრეზიდენტები?

იცით თუ არა...

16 მაისი 15:00, 2017 წელი

ამ მაღაზიაში მამაკაცის პიჯაკი, დაახლოებით, $50 000 ღირს, მამაკაცის წინდა - $50. სიძვირის მიუხედავად, აქ მყიდველების სიმცირეს არ უჩივიან, პირიქით - მათთან სამოსის ყიდვა ყველა ფულიან ადამიანს არ შეუძლია.

მსოფლიოში ყველაზე ძვირი მაღაზია 1976 წელს, ბევერლი ჰილზზე ირანული წარმოშობის ამერიკელმა მილიარდერმა პაქსად ბიჯანმა გახსნა. BIJAN-ის ექსკლუზიურ ბუტიკში მართლაც განსაცვიფრებელი ფასებია. 

BIJAN-ის ცნობილ კლიენტთა შორის ამერიკის სამი პრეზიდენტია: რონალდ რეიგანი, ჯორჯ ბუში უმცროსი და ბარაკ ობამა. სწორედ ამ მაღაზიაში ყიდულობდნენ პარფიუმერიას ტონი ბლერი და ვლადიმირ პუტინი, მსახიობები არნოლდ შვარცენეგერი, ტომ კრუზი და ბევრი სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიაში მოხვედრა მხოლოდ წინასწარი ჩაწერით არის შესაძლებელი, აქ უკვე ნამყოფია მსოფლიო ელიტის 40 000 წარმომადგენელი.

BIJAN-ის ბუტიკები ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესის, მალიბუს, მილანისა და ფლორენციის ყველაზე მოდურ ქუჩებზეა განთავსებული. პაქსად ბიჯანი მდიდარი და ცნობილი ადამიანებისთვის მხოლოდ საუკეთესო ხარისხის პროდუქციის მიმწოდებელი კი არა, მეგობარიც იყო... მის რჩევებს ისმენდნენ და ითვალისწინებდნენ. ის უყვარდათ და აფასებდნენ.

ირანელი პირადად არჩევდა თავისი ბუტიკის კლიენტებს და პირადად ხვდებოდა სტუმრებს. ბიჯანის კლიენტების სიაში მოხვედრა ისევე პრესტიჟულია, როგორც ფორბსის სიაში მოხვედრა. ირანელის მაღაზიაში არა მხოლოდ ტანსაცმელი და ძვირად ღირებული „სათამაშოებია“, მაღაზიის მფლობელი თავად ქმნიდა ექსკლუზიურ სუნამოებს გამორჩეული კლიენტებისთვის. მისი სუნამოები Michael Jordan Cologne და DNA ამ დრომდე მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევა და ღირსეულად ატარებს ყველაზე ძვირისა და პრესტიჟულის ტიტულს.

მაღაზიის გარდა, პაქსად ბიჯანი თავისი უჩვეულო ავტომობილების კოლექციითაც იყო ცნობილი, რომლებიც ბევერლი ჰილზზე საკუთარ მაღაზიასთან ეყენა. ბიჯანის მანქანებში განსაკუთრებით გამოირჩეოდა BENTLEY-ს წყვილი - ყვითელი შავი სალონით და შავი ყვითელი სალონით. მათ გარდა, ავტომობილების კოლექციაში შედიოდა Mercedes-Benz SLR McLaren, ყვითელი Ferrari 430 Spider, ყვითელი Rolls-Royce Drophead coupe და იმავე ფერის Bugatti Veyron.

1980 წელს ბიჯანმა პისტოლეტ Colt-ის ექსკლუზიური მოდელი შექმნა, რომელიც 24-კარატიანი ოქროთი გახლდათ დაფარული. მთლიანობაში, 200 ასეთი მოდელი შეიქმნა და თითოეულზე მფლობელის სახელი და პაქსად ბიჯანის ხელმოწერა იყო ამოტვიფრული. 2005 წელს იაკობ ნაჰამაიასთვის შექმნილი პისტოლეტი Christie’s აუქციონზე რეკორდულ თანხად - $50 000 გაიყიდა.

პაქსად ბიჯანი 2011 წელს გარდაიცვალა. ამჟამად, მაღაზიათა ქსელს მისი ოჯახი  მართავს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?