პირველ ჩინური ბანკნოტებს თუთის ხის ფესვებისგან ამზადებდნენ.
1983 წელს ტაიტსა და კოსტა-რიკაზე მსოფლიოში პირველი, პლასტიკატისგან დამზადებული ბანკნოტების დამზადება დაიწყეს. უფრო სწორად, ამ ქვეყნებისთვის ფულის ნიშნების დამზადებაზე ამერიკული ქიმიური კომპანია დიუპონი მუშაობდა.
1988 წელს პლასტიკური ბანკნოტების დამზადება ავსტრალიამაც დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიური ფულის ნიშნები პოლიპროპილენისგან მზადდებოდა. მოგვიანებით, პლასტიკური ბანკნოტების დამზადება ბრაზილიამ, ჩილემ, კანადამ, ისრაელმა და სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს.
მე-20 საუკუნის 20-იან წლებში გერმანიაში აბრეშუმზე ფულის ბეჭდვა დაიწყეს. ასეთ ფულს „ნოტგელდი“, ანუ საგანგებო ფული ერქვა და ჩვეულებრივი ფულადი ნიშნების ინფლაციასთან ბრძოლისთვის გამოიყენებოდა. ნოტგელდი მხოლოდ აბრეშუმზე კი არა, ხის ფირფიტებზე, მეტალის ფოლგაზე და ფაიფურზეც იბეჭდებოდა.
ალასკაზე გადასახლებული რუსები ფულს ტყავზე ბეჭდავდნენ, ხოლო მე-19 საუკუნის საფრანგეთში ფულის ნიშნებად ბანქოს ქაღალდს იყენებდნენ.