ავტომობილი, რომელსაც საწვავი არ სჭირდება

იცით თუ არა...

14 ივნისი 15:00, 2017 წელი

მეცნიერები, რომლებიც ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობენ, სულ უფრო ხშირად საუბრობენ იაფი და საიმედო ენერგიის წყაროს შესახებ, რომელიც ატმოსფეროში არ უშვებს ტოქსინებს და სითბური ეფექტის მქონე გაზს.

ეს ახალი ავტომობილები თორიუმზე იმუშავებს.
თორიუმი რუხი ფერის, რბილი, წელვადი ლითონია, რომელსაც სახელი სკანდინავიური მითოლოგიის მეხის ღმერთის - თორის პატივსაცემად ეწოდა.

ის პლანეტაზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო მასალაა: 1 გრამი 20 მილიონჯერ მეტ ენერგიას შეიცავს, ვიდრე იმავე წონის ნახშირი და იმაზე მეტ ენერგიას გამოჰყოფს, ვიდრე 28 000 ლიტრი ბენზინი.
ეს თვისებები თორიუმს ენერგიის იდეალურ წყაროდ აქცევს. თორიუმზე მომუშავე ავტომობილის საწვავით მომარაგება საჭირო არ არის, რადგან მანქანა იმაზე სწრაფად დაძველდება, ვიდრე თორიუმი გამოილევა.

ასეთი ავტომობილის მოდელი უკვე გამოჩნდა.
კომპანია laser power systems-ის გენერალური დირექტორის ჩარლზ სტივენსის თქმით, თორიუმის უნიკალური თვისებების შესახებ შემთხვევით შეიტყვეს: „ავტომობილი ჩვენს ძირითად ბიზნესს არ წარმოადგენს. ჩვენ თორიუმის ბაზაზე, ლაზერის შექმნაზე ვმუშაობთ და აღმოვაჩინეთ, რომ ის სინათლის სხივს კი არა, უზარმაზარ სითბურ ტალღას წარმოშობს. გადაწყდა, რომ ეს ეფექტი ძრავის შექმნისთვის გამოგვეყენებინა, თუმცა ავტომწარმოებლებს ტექნოლოგიის შეძენა ჯერჯერობით არ სურთ“.

სტივენსის აზრით, დაახლოებით, ორი ათეული წელი დასჭირდება, სანამ მსხვილი ავტომწარმოებლები, რომლებიც ბენზინზე მომუშავე მანქანებით მილიონებს შოულობენ, სხვა კონსტრუქციის ძრავის განხილვას შეუდგებიან.

სტივენსის თქმით, ჩვეულებრივ, კონდიციონერის ზომის ტურბინას, რომელიც თორიუმზე მუშაობს, შეუძლია უზარმაზარი შენობები იაფი ელექტროენერგიით უზრუნველყოს.
თორიუმის რადიოაქტიურობა მინიმალურია და მისი შეკავება ჩვეულებრივი ფოლგითაც შესაძლებელია. თორიუმი არ იწვევს ბირთვულ რეაქტორებზე საშიშ ავარიებს და შეუძლია, იაფი ენერგიით მსოფლიო სამუდამოდ უზრუნველყოს, თანაც - რადიაქტიური ნარჩენებისა და დანარჩენი პრობლემების გარეშე, რომლებსაც ბირთვული ენერგიის გამოყენება იწვევს. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?