ფრჩხილი ნეკა თითზე - უხერხული დეტალის დიდი ისტორია

იცით თუ არა...

11 აგვისტო 15:00, 2017 წელი

მამაკაცის ნეკა თითზე საგანგებოდ გაზრდილი ფრჩხილი, რა თქმა უნდა, დღეს ყველას აღიზიანებს, თუმცა ძალიან საინტერესოა ამ ტრადიციის წარმოშობის ისტორია...

ისტორიული წყაროების თანახმად, ნეკზე გრძელი ფრჩხილის „მოდას“ შუა საუკუნეების საფრანგეთში ჩაეყარა საფუძველი. სასახლის ეტიკეტის თანახმად, კარზე მუშტების ბრაგუნი მიღებული არ გახლდათ, ამიტომ არისტოკრატები ნეკა თითზე ფრჩხილს კარზე დაფხაჭუნებისთვის იზრდიდნენ და ის ერთგვარი ზარის ფუნქციას ასრულებდა.

იგივე ტრადიცია მე-18-19 საუკუნეებში მასონებშიც არსებობდა, თუმცა ამას რაიმე სიმბოლური დატვირთვა არ ჰქონია - უბრალოდ, საძმოს წევრებს ერთმანეთის ცნობას უადვილებდა.

სხვათა შორის, ნეკა თითზე გრძელ ფრჩხილს ატარებდა რუსი პოეტი ალექსანდრე პუშკინი. აღსანიშნავია, რომ იმ დროის არისტოკრატები ფრჩხილს დალუქული ბარათის სწრაფად გასახსნელად იყენებდნენ (როცა სპეციალური დანა არ ჰქონდათ).

მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, როცა ამერიკაში ნარკოტიკებით ვაჭრობა ყვაოდა, მამაკაცები ნეკა თითზე ფრჩხილს ერთი შესუნთქვისთვის საჭირო კოკაინის დოზის დასადგენად იზრდიდნენ. ამისთვის სპეციალური წონის ერთეულიც კი არსებობდა და „nail“ ერქვა.
მოგვიანებით, გრძელი ფრჩხილის „მოდა“ სხვებმაც გადაიღეს, ისე, რომ მისი მნიშვნელობის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ.

ფრჩხილს თაღლითები მოხერხებულად იყენებდნენ ბანქოს თამაშის დროს (დასტის გასაყოფად და სასურველი ბანქოს მოსანიშნად).

ნეკა თითზე გრძელი ფრჩხილი პოპულარული იყო ჯიბის ქურდებშიც. ისინი ფრჩხილზე სიმაგრისთვის უფერულ ლაქს ისვამდნენ, იქლიბავდნენ და მისი დახმარებით გასაქურდი ობიექტის ჯიბეებსა და ჩანთებს ჭრიდნენ. ამ მეთოდის უპირატესობა ის იყო, რომ დანაშაულის სამხილი არ არსებობდა - დანა ან გალესილი მონეტა პირდაპირი სამხილია, ხოლო გრძელი ფრჩხილის მოკვნეტა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, ისე, რომ ვერავინ ვერაფერი დაამტკიცოს.

აღსანიშნავია, რომ გასულ საუკუნეში ე.წ. კანონიერი ქურდები ნეკა თითზე ფრჩხილს იმის დემონსტრირებისთვის იზრდიდნენ, რომ ფიზიკური შრომა მათი საქმე არ არის და მუშაობას პრინციპულად არ აპირებენ. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?