14 წლის მანძილზე ამ ქალმა საროსკიპოებიდან 10 000-მდე გოგონა იხსნა, მაგრამ შვილი ვერ იპოვა...

იცით თუ არა...

24 სექტემბერი 15:00, 2017 წელი

კაცობრიობამ უამრავი თავგანწირული დედის მაგალითი იცის და არგენტინელი სუსანა ტრიმარკოს ამბავი, უდავოდ, ერთ-ერთი მათგანია. ამ ქალმა „რკინის ქალამნები ჩაიცვა“ და შვილის გამო მაფიას დაუპირისპირდა... 

2002 წლის 3 აპრილს არგენტინელი სუსანა ტრიმარკოს ერთადერთმა შვილმა მარია დე ლოს ანხელეს ვერონმა თავისი 2 წლის გოგონა ექიმთან წაიყვანა. ამ დღის შემდეგ მარია აღარავის უნახავს. თვითმხილველთა ჩვენებით, ის წითელი ფერის მანქანაში ძალით ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

მას შემდეგ 14 წელზე მეტი გავიდა, თუმცა სუსანა ტრიმარკოს შვილის ძებნა წუთითაც არ შეუწყვეტია.
ქალმა გაიგო, რომ მარიას საროსკიპოში მუშაობას აიძულებდნენ და მის საპოვნელად, მეძავად გადაცმული, ერთი საროსკიპოდან მეორეში დადიოდა.

„მარიტას ძებნაში უამრავი მაფიოზური ქსელი აღმოვაჩინე, რომლებიც გოგონებს ძიძებად და მოდელებად მუშაობას სთავაზობდნენ, სახლიდან მოტყუებით მიჰყავდათ და საროსკიპოებში მუშაობას აიძულებდნენ.



ჩემი შვილიშვილი უკვე 18 წლისაა. მას დედა მოსტაცეს, მე კი - შვილი. ზუსტად ვიცი, რომ მარიტა აიძულეს, პროსტიტუციაში ჩაბმულიყო. ტუკუმანის პროვინციიდან გამტაცებლებმა ის ლა რიოხას პროვინციაში გადაიყვანეს, შემდეგ კი, ადგილობრივი ჩინოვნიკებისა და პოლიციის დახმარებით, ქალაქიდან ქალაქში გადაჰყავდათ, რათა კვალი აერიათ. ეს ძალიან რთული და მტკივნეული ბრძოლა იყო“, - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ტრიმარკო.

როცა ქალს შვილი მოსტაცეს, ტრეფიკინგსა და ადამიანებით ვაჭრობაზე არავინ საუბრობდა. არც კანონი არსებობდა, რომელიც ადამიანებით ვაჭრობას კრძალავდა. სუსანა ტრიმარკოს თქმით, სასამართლო ჩხრეკის ორდერებისა და ძებნის დაწყებისთვის საჭირო დოკუმენტაციის გაცემას აჭიანურებდა, თუმცა ქალი ძებნას არ წყვეტდა. 

ამ პერიოდში ის ათასობით მოტყუებულ და გატაცებულ ქალიშვილს შეხვდა, რომლებსაც პროსტიტუციაში ჩაბმა აიძულეს.
„მე ისეთ დაწესებულებებს ვეძებდი, რომლებიც თავიანთ ნამდვილ საქმიანობას მალავდნენ და ასეთი უამრავი შემხვდა. ღამის კლუბისა და ბარის მანიშნებელი აბრის მიღმა, უმეტეს შემთხვევაში, ბორდელები იმალებოდა. ასეთ დაწესებულებებში სუტენიორებსაც კი შეიარაღებული დაცვა ჰყავდათ და ისინი პოლიციის ვიზიტის დროსაც კი არ ცდილობდნენ, რომ იარაღი დაემალათ. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევებში პოლიცია მაფიასთან შეკრულია“, - ამბობს ქალი. 

ტრიმარკო, სპეცსამსახურების თანამშრომლებთან ერთად, საროსკიპოებში იძულებით გამოკეტილ გოგონებს გაქცევაში ეხმარებოდა. ბევრი მათგანი სახლში მიჰყავდა და მათზე ძალადობის შესახებ პროკურატურაში წარსადგენი განცხადების დაწერაში ეხმარებოდა.  


2007 წელს სუსანა ტრიმარკომ დაკარგული შვილის - მარია დე ლოს ანხელესის ფონდი შექმნა. მისი და მისი ფონდის ძალისხმევით, პროსტიტუციაში ძალდატანებით ჩაბმულმა 9558 გოგონამ მოიპოვა თავისუფლება.

ტრიმარკოს მცდელობის შედეგად, 2008 წელს არგენტინაში მიიღეს კანონი ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ.
მალე 15 წელი გახდება, რაც სუსანა ტრიმარკო შვილს ეძებს. 6 წლის წინათ მას მეუღლე გარდაეცვალა და მაფიასთან ბრძოლაში სრულიად მარტო დარჩა, თუმცა ქალი დანებებას არ აპირებს და, შვილიშვილთან ერთად, დაკარგული შვილის ძებნას აგრძელებს.  

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?