1. 2015 წელს საკეისრო კვეთის შემდეგ ექიმებს მშობიარე ქალის სხეულში ქირურგიული ზეწარი დარჩათ. მუცლის არეში ტკივილების მიუხედავად, რომელიც სარეაბილიტაციო პერიოდს დაჰბრალდა, იულია სელინა საავადმყოფოდან „დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში“ გაწერეს. 10 დღის შემდეგ, როცა ტკივილი აუტანელი გახდა, იულიამ „სასწრაფო დახმარება“ გამოიძახა. გოგონა სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გაოცებულმა ექიმებმა მისი სხეულიდან უზარმაზარი ზეწარი ამოიღეს. სამშობიარო სახლის ექიმები სამსახურიდან დაითხოვეს, 2,5 წლით სამედიცინო საქმიანობა აუკრძალეს და დააპატიმრეს.
2. 2010 წლის 1-ელ იანვარს ექიმებმა 60 წლის ინდიელი პაციენტის მუცელში მაკრატელი აღმოაჩინეს, რომელიც მან ორი წლის განმავლობაში ატარა. საქმე ის გახლავთ, რომ კერძო კლინიკის ექიმებს ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პაციენტის მუცლის ღრუდან მაკრატლის ამოღება დაავიწყდათ. 2007 წლის დეკემბრიდან პაციენტს აუტანელი ტკივილები სტანჯავდა, თუმცა საფინალო ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.
3. რეკორდი გერმანელ ქირურგებს ეკუთვნით, რომლებსაც კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ, პენსიონერის სხეულში 16 ნივთი დაავიწყდათ. 74 წლის დიკ შრედერს ოპერაცია 2009 წელს, ჰანოვერის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარდა. კლინიკიდან გამოწერიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მამაკაცის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. პაციენტი ისევ საავადმყოფოში აღმოჩნდა, სადაც მის სხეულში სხვადასხვა სამედიცინო ინვენტართან ერთად, ქირურგიული ნიღბის ნაწილები, დოლბანდი და ქირურგიული ნემსი აღმოჩნდა. ჭრილობის გასუფთავების მიზნით მამაკაცს ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი სიმსივნე ზრდას აგრძელებდა. 2012 წელს უიღბლო პაციენტი გარდაიცვალა.
4. BBC-ის ინფორმაციით, გულმავიწყი ექიმების მიერ პაციენტის სხეულში დატოვებული ყველაზე დიდი ნივთი 32-სანტიმეტრიანი მეტალის რეტრაქტორია (ჭრილობის გასაფართოებელი ხელსაწყო). შემთხვევა 2000 წლის მაისში ვაშინგტონის სამედიცინო ცენტრში მოხდა, სადაც დონალდ ჩერჩის სიმსივნე ამოკვეთეს. დაკარგული ინსტრუმენტი მხოლოდ ორი თვის შემდეგ, რენტგენის გადაღების დროს აღმოაჩინეს. სამედიცინო ცენტრმა დონალდ ჩერჩის კომპენსაციის სახით თითქმის 100 000 დოლარი გადაუხადა.
5. ბაშკირეთის მკვიდრმა 17 წლის განმავლობაში სხეულით ქირურგიული დამჭერი ატარა. 2015 წელს ის მუცლის არეში მწვავე ტკივილებით საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გვამის გაკვეთის დროს აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილს ნაწლავში 15-სანტიმეტრიანი ქირურგიული დამჭერი ჰქონდა გაჭედილი. როგორც გაირკვა, 20 წლის წინ მამაკაცი ავარიაში მოყვა. მაშინ ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს, თუმცა სამედიცინო ინსტრუმენტის ამოღება დაავიწყდათ. გარდაცვლილის ქვრივმა საავადმყოფოს ადმინისტრაციისგან, კომპენსაციის სახით, ნახევარი მილიონი რუსული რუბლი მიიღო.
6. 2013 წელს საშვილოსნოს ამოკვეთის ოპერაციის შემდეგ ბრიტანელ ექიმებს შერონ ბერკსის სხეულში რეზინის ხელთათმანი დარჩათ. პაციენტი ძლიერ ტკივილებს უჩიოდა, თუმცა, საბედნიეროდ, ამის მიზეზი ჯერ კიდევ საავადმყოფოში ყოფნის დროს, ტუალეტში ვიზიტისას აღმოაჩინა.