რატომ გასცემდნენ ექიმები „სამკურნალო ალკოჰოლზე“ რეცეპტებს „მშრალი კანონის“ დროს?

იცით თუ არა...

5 ნოემბერი 15:00, 2017 წელი

დღეს ამერიკა ალკოჰოლის გარეშე ძნელი წარმოსადგენია, თუმცა 1920 წელს მიღებულმა კანონმა, რომელიც ისტორიაში „მშრალი კანონის“ სახელით შევიდა, შტატებში ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის წარმოება, ტრანსპორტირება და გაყიდვა აკრძალა.

საგონებელში ჩავარდნილი ამერიკელების არცთუ უანგაროდ დასახმარებლად, ამერიკელმა ექიმებმა კანონიერი გზა მოძებეს. ერთ დროს ამერიკულ მედიცინაში ალკოჰოლი მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა, თუმცა 1917 წელს ამერიკის მედიკოსთა ასოციაციამ ის სამკურნალო საშუალებების ნუსხიდან ამოიღო.

1922 წელს, ანუ „მშრალი კანონის“ ამოქმედებიდან ორიოდე წლის შემდეგ, ამერიკელმა ექიმებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ალკოჰოლი კიბოდან და დიაბეტიდან დაწყებული, ძაღლის ნაკბენით დამთავრებული, ყველაფერს კურნავს. „სამკურნალო ალკოჰოლი“ კანონისთვის გვერდის ავლის იდეალური გზა გახდა, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პრესტიჟული სამედიცინო დაწესებულება „მარცხენა ფულის“ საშოვნელად, სპირტიანი სასმელების იმპროვიზებულ მაღაზიად იქცეოდა.

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ექიმებს ალკოჰოლის გამოწერის უფლება მისცა. მედიკოსებმა მიიღეს რეცეპტის ფორმები, რათა პაციენტებისთვის „სამკურნალო ვისკი“ ან არაყი დაენიშნათ, რომლის მიღება აფთიაქში იყო შესაძლებელი. შტატების უმრავლესობაში რეცეპტის ფასი 3 დოლარი იყო, თუმცა ფარმაცევტები და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები უფრო იაფად ყალბ რეცეპტებს წერდნენ. ასე რომ, ადამიანებს ალკოჰოლზე რეცეპტის მიღება ექიმთან მისვლის გარეშეც შეეძლოთ.


 



„მშრალი კანონის“ დროს, ექიმებისა და ფარმაცევტების გარდა, გამჭრიახმა ბიზნესმენებმაც იხეირეს. მაგალითად, ჯორჯ რემუსი მიხვდა, რომ სამკურნალო ვისკი მშვენიერი ბიზნესიდეა იყო. მან ვისკითა და არყით სავსე ათობით სპირტის ქარხანა კაპიკებად შეიძინა, შემდეგ ნაწილ-ნაწილ აფთიაქებს მიჰყიდა და უზარმაზარი ქონება დააგროვა. 1933 წელს ალკოჰოლზე 13-წლიანი აკრძალვის გაუქმებამ ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ კორუფციას დაუსვა წერტილი.


წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?