ვის ჰქონდა საბჭოთა ქალებს შორის აბორტის გაკეთების უფლება?

იცით თუ არა...

6 ნოემბერი 15:00, 2017 წელი

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ მეფისდროინდელი, ეკლესიური მორალის ნგრევა და თავაშვებული ცხოვრების პროპაგანდა დაიწყო. 1920-იანი წლების დასაწყისში, ქვეყანაში გაჩნდნენ ახალგაზრდული ჯგუფები, ლოზუნგებით - „ძირს სირცხვილი“, „არა ქორწინებას და ოჯახს“, „კომკავშირელი, რომელიც მეორე კომკავშირელს სექსზე უარს ეტყვის, მეშჩანია“ და ა.შ. ამ დაჯგუფებების წევრები ქუჩაში ნახევრად შიშვლები დასეირნობდნენ და სულაც არ აღელვებდათ საზოგადოების რეაქცია.

როგორც მოსალოდნელი იყო, ცხოვრების ასეთი წესს ის მოჰყვა, რომ ქალები ხშირად ფეხმძიმდებოდნენ. არადა, ქვეყანა კომუნიზმს აშენებდა და ქალები სამუშაო ადგილებზე უფრო სჭირდებოდათ, ვიდრე აკვანთან.

1920 წელს გამოიცა დეკრეტი „ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტასთან დაკავშირებით“. შეიძლება ითქვას, რომ ეს მსოფლიოში პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც ქალებს აბორტის უფლებას აძლევდა. არასასურველი ნაყოფისგან გათავისუფლების მსურველი იმდენად ბევრი იყო, რომ ფასიანი კლინიკების გახსნა დაიწყეს.

მალე ხელისუფლება მიხვდა, რომ სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდა და აბორტის კომისიები შექმნა. 1927 წელს გაზეთი „Красное знамя“ წერდა:
„1925-26 წლებში აბორტის კომისიას ნებართვისთვის 630 ქალმა მიმართა. კომისიის წევრებმა აქედან 77-ის გადარწმუნება შეძლეს, 12 ქალს არასაკმარისი მოტივის გამო უარი ეთქვა, ხოლო 540-მა აბორტის გაკეთების ნებართვა მიიღო. სამკურნალო დაწესებულებებში ნებართვის გარეშე აბორტი 376 ქალმა გაიკეთა“.

ამ სტატისტიკის თანახმად, აბორტის გაკეთების უფლება ყველას არ ეძლეოდა. ფაბრიკა-ქარხნებში მომუშავე ქალები გამონაკლისი იყვნენ. სწორედ იქ შეინიშნებოდა ყველაზე ხშირად უწესრიგო სქესობრივი კავშირები. ხოლო ბავშვის გამო სამსახურის დაკარგვა არავის სურდა.
უფასო აბორტის ნებართვას, პირველ რიგში, უმუშევარ, მარტოხელა ქალებს, წარმოებაში დასაქმებულ მრავალშვილიან დედებსა და მუშების მრავალშვილიან ცოლებს აძლევდნენ. დანარჩენებს აბორტის გაკეთება მხოლოდ საფასურის გადახდის შემდეგ შეეძლოთ.

აღვირახსნილი 20-იანები სასტიკმა 30-იანებმა შეცვალა. თუ ადრე სექსზე საუბრები წახალისებული იყო, ტოტალიტარული რეჟიმის გაძლიერების შემდეგ, სექსზე ღიად საუბარი სამარცხვინო გახდა, ხოლო ხელისუფლების დამოკიდებულება აბორტების მიმართ 180 გრადუსით შეიცვალა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?