ჩარლზი თუ უილიამი: ელისაბედ მეორე ტახტის მემკვიდრის დასახელებისთვის ემზადება? (ვიდეო)

იცით თუ არა...

15 ნოემბერი 15:00, 2017 წელი

ყოველი წლის 11 ნოემბერს გაერთიანებულ სამეფოში პატივს მიაგებენ სამხედრო ოპერაციების დროს დაღუპული ბრიტანელების ხსოვნას. ამ დღეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით ამკობს, თუმცა...

წელს ელისაბედ მეორემ ეს მნიშვნელოვანი მისია შვილს გადააბარა. აღსანიშნავია, რომ ადრე პრინცი ჩარლზი სამგლოვიარო ცერემონიას მხოლოდ დედოფლის არყოფნის შემთხვევაში უძღვებოდა.

ბუკინგემის სასახლის პრესმდივანმა ეს ფაქტი ასე ახსნა: „დედოფალს სურს, რომ აივანზე, ედინბურგის ჰერცოგის გვერდით იდგეს“.
ბრიტანელები ეჭვობენ, რომ ეს ფაქტი დედოფლის ასაკსა და შესაძლოა, სამეფო ტახტის მემკვიდრის დასახელებისთვის მზადებას უკავშირდება.

ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემა წერს: „ფაქტი შეიძლება შეფასდეს, როგორც სამეფო უფლებამოსილებების ტახტის მემკვიდრისთვის თანდათან გადაცემა“.
ბრიტანელების ვარაუდით, დედოფალი ტახტს შვილიშვილს, პრინც უილიამს გადასცემს, თუმცა ბუკინგემის სასახლეში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
თუ დედოფალმა მემკვიდრე არ დაასახელა, ბრიტანეთის მომავალი მეფე პრინცი ჩარლზი გახდება.
„ის უკვე ხანდაზმულია და პრინცი უილიამივით პოპულარულიც არ გახლავთ. ამასთანავე, ბრიტანელებს უილიამის ცოლი კეიტი უფრო უყვართ, ვიდრე ჩარლზის მეუღლე კამილა, რომელსაც დღემდე არ პატიობენ ჩარლზისა და დიანას დაშორებას“, - ამბობს ბრიტანელი ჟურნალისტი ოლივია მეისონი.

ყველაფერთან ერთად, ბოლო დროს, ჩარლზის სახელს ხმაურიანი სკანდალი დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ მან ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ მეგობრის კომპანიაში 3 მილიონ ევროზე მეტი გადარიცხა. ის ფაქტი, რომ პრინცმა თავისი შემოსავლების მეგობრის კომპანიაში დამალვა სცადა, ბრიტანელების თვალში მისი ისედაც შელახული რეპუტაცია უფრო დააკნინა.

დედოფალი ელისაბედ მეორე მხოლოდ ბრიტანეთში კი არა, მთელ მსოფლიოში უყვართ და აფასებენ, რასაც ვერ ვიტყვით მის შვილზე. ასე რომ, რით დასრულდება სამეფო კარზე დაწყებული პროცესები, დრო გვაჩვენებს.


წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?