„სინჯარის ბავშვები“ - როგორ გაჩნდებიან პატარები უახლოეს წლებში?

იცით თუ არა...

19 ნოემბერი 15:00, 2017 წელი

მეცნიერების პროგნოზით, მოახლოვდა დრო, როცა ექტოგენეზის ტექნოლოგიებს ცხოვრებაში გამოვიყენებთ, ანუ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება, ბავშვების გაზრდა სპეციალურად შექმნილ, ხელოვნურ საშვილოსნოებში.

ყველაფერი 2001 წელს, ხელოვნური საშვილოსნოს შექმნით დაიწყო.
თავდაპირველად, მეცნიერებმა ექტოგენეზის ტექნოლოგია თაგვებზე გამოსცადეს და მღრღნელების რამდენიმე ემბრიონი ხელოვნურად შექმნილ საშვილოსნოში გაზარდეს.
ამჟამად ანალოგიური ცდების ადამიანებზე ჩასატარებლად ემზადებიან.

სპეციალისტების ნაწილი ასეთ ტექნოლოგიას სასარგებლოდ მიიჩნევს, რადგან ის ამცირებს მკვდრადშობილ ჩვილთა რაოდენობას (ნაყოფი გამუდმებული კონტროლის ქვეშაა), ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ექტოგენეზი დედასა და შვილს შორის უწყვეტი და მარადიული კავშირის რღვევის მიზეზი გახდება.

რაც შეეხება „ხელოვნური საშვილოსნოს“ მუშაობის პრინციპს: მას გამუდმებით მიეწოდება ჟანგბადი, მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები და სანაყოფე წყლები. ემბრიონი მიერთებულია ხელოვნურ პლაცენტასთან, რომელიც აკონტროლებს სასიცოცხლო მაჩვენებლებს და ნაყოფის განვითარებას.
მეცნიერების განმარტებით, ამ ტექნოლოგიით შესაძლოა, ისარგებლონ ქალებმა, რომლებსაც ორსულობის ბოლომდე მიყვანა არ შეუძლიათ, ანუ სუროგატული დედობა ჩანაცვლდეს.

ცნობილი ფუტურისტი ზოლტან იშტვანი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ტექნოლოგიის პრაქტიკული გამოყენება 30 წლის შემდეგ დაიწყება. მისი თქმით, ტექნიკური ბაზა თითქმის მზადაა, თუმცა მის დანერგვას იურიდიული და ეთიკური პრობლემები უშლის ხელს.
ბიოლოგი აარატი პრასადი დარწმუნებულია, რომ ახალი ტექნოლოგია ქალის ალტერნატივა კი არა, ქალისთვის უკეთესი ალტერნატივაა.
„ისევე, როგორც საუკუნეების წინათ, ფეხმძიმობა და მშობიარობა დღესაც სიცოცხლისთვის რისკსა და საფრთხეს წარმოადგენს. ამასთანავე, უნაყოფობის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში იზრდება. ასეთი ალტერნატივა კი ერთსაც და მეორესაც გამორიცხავს“, - დარწმუნებულია მეცნიერი.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?