ქალი პირველად შეხვდა მამაკაცს, რომელსაც მისი გარდაცვლილი ქმრის სახე გადაუნერგეს

იცით თუ არა...

20 ნოემბერი 15:00, 2017 წელი

კალენ როსი და ენდი სენდესი გარეგნობითაც და ცხოვრების წესითაც ტყუპებივით ჰგავდნენ, თუმცა ერთმანეთი არასოდეს უნახავთ. ამასთანავე, ორივეს დეპრესიულობა ახასიათებდა, რამაც ისინი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ათი წლის წინათ ენდიმ ნიკაპის ქვეშ იარაღი მიიდო და გაისროლა, თუმცა გადარჩა. ათი წლის შემდეგ კალენმაც იგივე გააკეთა, თუმცა, ენდისგან განსხვავებით, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს...

10 წლის წინათ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან, ენდი სენდესმა, ფაქტობრივად, სახე დაკარგა. ახალგაზრდა კაცი წლების განმავლობაში სახლიდან არ გამოდიოდა, სარკეში არ იყურებოდა და თითქმის არავის ეკონტაქტებოდა. ცხოვრების თავიდან დაწყების იმედი მხოლოდ 2012 წელს გაჩნდა, როცა მაიოს კლინიკამ სახის გადანერგვის პროგრამაზე მუშაობა დაიწყო და 2016 წელს ენდი სახის ტრანსპლანტაციის მსურველთა სიაში შეიყვანა.


კალენ როსი ჯერ კიდევ სიცოცხლეში დასთანხმდა სხეულის რამდენიმე ნაწილის, მათ შორის, სახის დონორი გამხდარიყო. მისი გარდაცვალების შემდეგ მის მეუღლეს ლილი როუზს მაიოს კლინიკის ექიმი სამირ მარდინესი დაუკავშირდა და კალენის სახის ტრანსპლანტაციაზე ნებართვა სთხოვა. ექიმის თქმით, კალენსა და ენდის ერთი ჯგუფის სისხლი და მსგავსი სახის სტრუქტურა ჰქონდათ, რაც წარმატებული ოპერაციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ.

ლილი იხსენებს, რომ ექიმის წინადადების განხილვისას გადამწყვეტი ორსულობა აღმოჩნდა. იმ დროისთვის, კალენის 32 წლის ქვრივი რვა თვის ორსული იყო და მომავალში შეძლებდა, შვილისთვის ეთქვა, რომ მისმა მამამ სხვა ადამიანი გადაარჩინა. სახის ტრანსპლანტაციის ოპერაცია 56 საათს გრძელდებოდა, რის შემდეგაც ენდი სანდესმა, ბოლოს და ბოლოს, ხალხში გამოჩენა გაბედა. ლილი როუზი მაიოს კლინიკაში შვილთან ერთად მივიდა, რათა ენახა მამაკაცი, რომელსაც მისი გარდაცვლილი ქმრის სახე გადაუნერგეს.

ლილი ამ შეხვედრას შიშით ელოდა. მას ეგონა, რომ გარდაცვლილი ქმრის ასლს იხილავდა, თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა. თვალები სრულიად სხვა იყო და სახის ნაცნობი ნაკვთებიც კი განსხვავებულად გამოიყურებოდა.
„ადრე ქუჩაში გასვლისა და ადამიანების დანახვის მეშინოდა. ახლა კი თითქოს თავიდან დავიბადე და იმის სურვილი გამიჩნდა, რაც დიდი ხანია, არ გამიკეთებია - ქუჩაში გასვლა, ადამიანებთან საუბარი, რესტორანში ვახშმობა და ცეკვა მომინდა. მე ძალიან ვაფასებ თქვენს საჩუქარს და იმედს არ გაგიცრუებთ“, - უთხრა ენდიმ ლილის შეხვედრისას.
ენდისთვის ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ის მედიკამენტებს იღებს, კანის მასაჟს იკეთებს და თავიდან სწავლობს ლაპარაკს.
„მე ვამაყობ საკუთარი ქმრით. კალენმა სრულიად უცნობ ადამიანს მეორე სიცოცხლე აჩუქა“, - ამბობს ლილი.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?