„ჩვენ შევქმენით ნეირონული კოდი მეხსიერების ფუნქციის გაუმჯობესებისთვის, რაც ადრე ვერავინ შეძლო,“ - განაცხადა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარმა დონგ სონგმა.
ტვინის იმპლატანტი განსაკუთრებით გამოადგებათ ადამიანებს, რომელთა მეხსიერება რაღაც მიზეზების, მაგალითად, ალცჰეიმერის დაავადების გამო იქნა დარღვეული.
ჯერჯერობით, ახალი ტექნოლოგიის წარმატებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, მკვლევართა აზრით, ექსპერიმენტის პირველი შედეგები საბოლოოდ წარმატების იმედს იძლევა.