რომელ ასაკამდე სჯერათ ბავშვებს სანტა-კლაუსის არსებობის?

იცით თუ არა...

26 დეკემბერი 15:00, 2017 წელი

ამერიკელი ფსიქოლოგების კვლევის შედეგი, რომელიც ჟურნალ Cognitive Development-ში გამოქვეყნდა, ამ მხრივ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის...

ფსიქოლოგები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ბავშვს უნდა სჯეროდეს თოვლის ბაბუის არსებობის და ბავშვს უნდა ვაცადოთ ბავშვობა. ბავშვობა კი ზუსტად ზღაპრები, ფანტაზიები და წარმოსახვითი სამყაროა. ეს მათ ბევრ რამეში ეხმარება. წარმოიდგინეთ, რამდენად სასიამოვნოა საჩუქრის მოლოდინი, ნაძვის ხე, ახალი წელი. მსგავსი დღესასწაულები, უპირველეს ყოვლისა, კარგია ოჯახის წევრების ერთმანეთთან დაახლოებისთვის, ბავშვის ფანტაზიისა და წარმოსახვითი უნარის განვითარებისთვის. 

ბავშვები, რომლებსაც ამ პერსონაჟების რეალობას შთააგონებენ, სადღესასწაულო დღეებში მათი არსებობის დამადასტურებელ ფაქტებს აწყდებიან - ხედავენ სავაჭრო და გასართობ ცენტრებში, ქუჩებში, წარმოდგენებზე. ზოგჯერ მშობლები მსახიობებსაც კი ქირაობენ, რომ თოვლის ბაბუამ ან სანტამ მათ შვილებს ახალი წელი მიულოცოს.

ჟურნალ Cognitive Development-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა შეამოწმეს, მოქმედებს თუ არა ბავშვების რწმენაზე სანტას კოსტიუმში გამოწყობილ ადამიანთან შეხვედრა. გაირკვა, რომ, რაც უფრო ხშირად ხედავს ბავშვი ასეთ ადამიანს, მით უფრო მეტად რწმუნდება ჯადოსნური პერსონაჟის რეალობაში და ეს რწმენა გარკვეულ ასაკამდე გრძელდება.

წლების მატებასთან ერთად, ბავშვები აცნობიერებენ, რომ სანტა-კლაუსი რეალურად არ არსებობს, თუმცა, გაცნობიერება როგორ ხდება, ეს პროცესი ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ გახლავთ.
ერთი ვერსიით, ბავშვის ზრდასთან ერთად, მშობლები სულ უფრო იშვიათად ახსენებენ სანტას და მისი არსებობის რწმენა თანდათან ქრება.
მეორე ვერსიით, ბავშვს სანტას არსებობის მანამდე სჯერა, სანამ კრიტიკული ცოდნის მარაგს არ დააგროვებს და გააცნობიერებს, რომ სანტა-კლაუსი და მისი ირმებით ფრენა ფიზიკისა და ბიოლოგიის კანონებს ეწინააღმდეგება.

ამერიკელი მკვლევარების მიერ ჩატარებული ონლაინგამოკითხვის დროს მშობლებს ეკითხებოდნენ:
სჯერათ თუ არა მათ შვილებს სანტა-კლაუსის ან თოვლის ბაბუის არსებობა? რამდენად ხშირად ახსენებენ შვილებთან ერთ ან მეორე საახალწლო პერსონაჟს? ჩუქნიან თუ არა ბავშვებს საჩუქრებს სანტას ან თოვლის ბაბუის სახელით? და ა.შ.
სტატისტიკის თანახმად, 2-დან 7 წლამდე ბავშვებს მით უფრო მეტად სჯერათ ზღაპრული პერსონაჟების არსებობა, რაც უფრო ხშირად უყვებიან მშობლები მათზე.

კვლევებმა აჩვენა, რა გზას გადის ბავშვი საახალწლო პერსონაჟების რწმენიდან მათ უარყოფამდე.
როცა ბავშვებს სთხოვდნენ, დაეწერათ წერილი სანტასთვის, კითხვების შინაარსი მთლიანად ბავშვის ასაკის მიხედვით იცვლებოდა:
7-8 წლის ბავშვები, ძირითადად, ინტერესდებოდნენ, ძალიან ცივა თუ არა ჩრდილოეთ პოლუსზე.
8-9 წლის ბავშვებს უკვე აინტერესებდათ, როგორ ეტევა სანტა საკვამურში ან როგორ დაფრინავენ მისი ირმები.

ეს ადასტურებს, რომ სანტა კლაუსის მითის მიმართ კრიტიკული განწყობის მატებას ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოჰყვება მისი არსებობის უარყოფა. მანამდე კი ვაცადოთ ბავშვებს ბავშვობა და თავის ლამაზ სამყაროში ყოფნა. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?