რქიანი ქმრები - რატომ არის რქები ღალატის სიმბოლო?

იცით თუ არა...

15 იანვარი 15:00, 2018 წელი

ამის შესახებ რამდენიმე, ძალიან საინტერესო ვერსია არსებობს...

1. პირველი ვერსიით, მოღალატე ცოლების ქმრებს „რქიანები“ ბიზანტიის იმპერატორმა ანდრონიკ კომნინმა შეარქვა. იმპერატორი იმ ქალების ქმრებს, რომლებთანაც სასიყვარულო კავშირი ჰქონდა, საკუთარ ნაკრძალში ნადირობის უფლებას აძლევდა. „იღბლიანი“ ქმრების სახლის კარზე ცხოველის რქებს ჰკიდებდნენ, რითიც მიანიშნებდნენ, რომ ის იმპერატორის განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა.

2. გერმანიის იმპერატორის 1427 წლის ბრძანებით, ჯარში მომსახურეს ცოლი სახლში უნდა დაეტოვებინა.  ბრძანების დარღვევისთვის სასჯელიც იყო გათვალისწინებული და ის რაღაც პერიოდით რქების ტარებას ითვალისწინებდა.

3. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თებეს მეფის კადმეს შვილიშვილმა აქტეონმა ნადირობის დროს მობანავე არტემიდა დაინახა. განრისხებულმა ქალღმერთმა აქტეონი ირმად აქცია და ძაღლებს დააგლეჯინა.

4. ამ ვერსიის თანახმად, მამაკაცის რქიანად მოხსენიება ძველი გერმანელების სამხედრო აღჭურვილობიდან მომდინარეობს. ცოლი ომში მიმავალ ქმარს თავზე რქებით დამშვენებულ სამხედრო ჩაფხუტს ახურავდა. გერმანელი ქალების ენაზე ქმრისთვის რქების დადგმა მის ომში გაშვებასა და თავისუფლებას ნიშნავდა.

5. როცა ორი უზარმაზარი ხარირემი თავისი მძლავრი რქებით ფურირმისთვის იბრძვის, ფურირემი მოშორებით დგას და ორთაბრძოლას შორიდან ადევნებს თვალს. ხშირად ამ დროს მას მომცრო ტანისა და პატარა რქების მქონე ხარირემი მიეპარება და ეშმაკობით იღებს იმას, რისი მოპოვებაც ძალით არ შეუძლია.  

ზემოჩამოთვლილი ვერსიებიდან რომელი შეესაბამება სინამდვილეს, არავინ იცის, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მამაკაცის რქოსნად მოხსენიება დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია.

წყარო
საკნატუნო ამბები

შოუბიზნესის მუქკანიანი ლამაზმანები

ეს მსახიობები ეკრანზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ შარმს სძენენ ფილმებს.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელმაც დროს გაუძლო (+18)

სემ ჰასკინსკი - ფოტოგრაფი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფოტოგრაფიაში, განსაკუთრებით კი ნიუს ჟანრში.
დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ტრენდი, რომლებიც შეგიძლიათ, საშინელი სიზმარივით დაივიწყოთ

ნათქვამია, დრო იცვლება და ჩვენც, მასთან ერთად! ის, რაც „გუშინ“ მოდურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს...
დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მოხარშული ძეხვი „მუნდირში“

„ბუტერბროდის“ ასეთი ვარიანტი საუზმეზე ძალიან მოგეწონებათ!
საკნატუნო ამბები

10 სიტუაცია, როცა შედეგზე არავინ იფიქრა

ეცადეთ, მსგავსი სისულელე არ ჩაიდინოთ, თორემ დარვინის პრემია არ აგცდებათ!
დღის ჰოროსკოპი

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სერიალი ძლიერი ნერვების მქონე მაყურებლისთვის

ვისაც ნერვები კარგ დღეში გაქვთ და არ გაშინებთ ეკრანზე უხეში სექსის, სისხლის, ძალადობისა და სისასტიკის ხილვა, მაშინ აირჩიეთ ამ სერიალებიდან რომელიმე და ჩაუჯექით.
ამბები

გურჯაანელების ლაივ-ფლეშმობი ფეისბუქზე - გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრები ასე დაპატიჟეს

გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
დღის ჰოროსკოპი

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

პერსონალური მონაცემების დაცვის გამოწვევები საქართველოში

სახელმწიფო ინსპექტორი და IRC-ის დირექტორი ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. 




×

საბანერო პოზიცია
300x150