რა დაუტოვა „კოკაინის მეფემ“ სახსოვრად კოლუმბიელებს?

იცით თუ არა...

16 იანვარი 15:00, 2018 წელი

ყველა დროის უდიდესი ნარკობარონი პაბლო ესკობარი 1993 წელს გარდაიცვალა. იმ დროისთვის მისი ქონება 30 მილიარდ ამერიკულ დოლარად იყო შეფასებული და მისი გვარი მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის სიაში შედიოდა. 

ესკობარმა მშობლიურ კოლუმბიელებს საკმაოდ უცნაური სახსოვარი დაუტოვა - ბეჰემოთების ყველაზე დიდი კოლონა.  

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნარკოიმპერიის აყვავების ხანაში, ესკობარის წინაშე რთული პრობლემა იდგა - არ იცოდა, სად წაეღო უზარმაზარი ფული.
საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ნარკობარონის მრავალრიცხოვანი მამულები ძვირფასი სახლებით, ჩოგბურთის კორტებით, აუზებითა და თვითმფრინავების ასაფრენ-დასაფრენი ზოლებით მოეწყოთ. ყველაზე დიდ მამულში „ნეაპოლში“ კი კონტინენტზე უდიდესი ზოოპარკი ააშენეს, სადაც 120 ანტილოპა, 30 გარეული კამეჩი, 6 ბეჰემოთი, 3 სპილო და ორი მარტორქა ჩამოიყვანეს. მალე კოლექცია აფრიკიდან და ავსტრალიიდან ჩამოყვანილი ცხოველებითაც შეავსეს.

1993 წელს, ესკობარის გარდაცვალების შემდეგ, „ნეაპოლი“ გაიძარცვა. ცხოველების უმეტესობა სხვადასხვა ზოოპარკში გაანაწილეს, მაგრამ ოთხი ბეჰემოთი რატომღაც ადგილზე დატოვეს. ბეჰემოთები 24 წლის მანძილზე ისე გამრავლდნენ, რომ აფრიკის საზღვრებს გარეთ, ბეჰემოთების ყველაზე დიდი კოლონია შექმნეს.  

რამდენიმე წლის წინათ ინვესტორებმა „ნეაპოლის“ 400 ჰექტარზე პარკი გააშენეს. ტურისტებისთვის პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობა „ესკობარის ბეჰემოთებია“, რომლებიც, ასევე, პარკის მთავარი პრობლემაა.

„დედალი ბეჰემოთი ორ წელიწადში ერთხელ მშობიარობს. აქ მათთვის ნამდვილი სამოთხეა. საკვებიც თავზესაყრელად აქვთ, ბუნებრივი მტრები კი არ ჰყავთ. ამიტომ გაცილებით მშვიდად გრძნობენ თავს, ვიდრე ველურ ბუნებაში“, - ამბობს ბუნების დაცვის რეგიონული კორპორაციის ბიოლოგი დევიდ ეჩევერი.

პარკის ტერიტორიიდან რომ არ გავიდნენ, ბეჰემოთებს, ნატურალურ საკვებთან ერთად, ყოველდღიურად 200 კგ მშრალ საკვებს აწვდიან, თუმცა დაღამებისას ისინი პარკის ტერიტორიას მაინც ტოვებენ და მდინარე მაგდალენაში საჭყუმპალაოდ მიდიან. რამდენჯერმე ისინი პარკიდან 100 კილომეტრის დაშორებითაც კი შენიშნეს, თუმცა უმეტესობა ქალაქ დორადალის მახლობლად, მინდვრებში ნებივრობას არჩევს.

კოლუმბიელი გლეხები „ესკობარის ბეჰემოთებს“ უკვე მიეჩვივნენ. საბედნიეროდ, ამ დრომდე, ბეჰემოთის ადამიანზე თავდასხმის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა, ბუნებრივია, ეს უსაფრთხოების გარანტია არ არის.
„ბეჰემოთები ჩვენი ქალაქის თილისმებად იქცნენ. თუ არ შეაწუხებ, ძალიან მშვიდები არიან. ჩვენ მათ ძალიან მივეჩვიეთ და ზოგჯერ გვგონია, რომ აფრიკაში ვცხოვრობთ. ჩვენ განსაკუთრებულები ვართ“, - აღნიშნავს ქალაქი დორადალის მცხოვრები.

წყარო
საკნატუნო ამბები

შოუბიზნესის მუქკანიანი ლამაზმანები

ეს მსახიობები ეკრანზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ შარმს სძენენ ფილმებს.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელმაც დროს გაუძლო (+18)

სემ ჰასკინსკი - ფოტოგრაფი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფოტოგრაფიაში, განსაკუთრებით კი ნიუს ჟანრში.
დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ტრენდი, რომლებიც შეგიძლიათ, საშინელი სიზმარივით დაივიწყოთ

ნათქვამია, დრო იცვლება და ჩვენც, მასთან ერთად! ის, რაც „გუშინ“ მოდურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს...
დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მოხარშული ძეხვი „მუნდირში“

„ბუტერბროდის“ ასეთი ვარიანტი საუზმეზე ძალიან მოგეწონებათ!
საკნატუნო ამბები

10 სიტუაცია, როცა შედეგზე არავინ იფიქრა

ეცადეთ, მსგავსი სისულელე არ ჩაიდინოთ, თორემ დარვინის პრემია არ აგცდებათ!
დღის ჰოროსკოპი

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სერიალი ძლიერი ნერვების მქონე მაყურებლისთვის

ვისაც ნერვები კარგ დღეში გაქვთ და არ გაშინებთ ეკრანზე უხეში სექსის, სისხლის, ძალადობისა და სისასტიკის ხილვა, მაშინ აირჩიეთ ამ სერიალებიდან რომელიმე და ჩაუჯექით.
ამბები

გურჯაანელების ლაივ-ფლეშმობი ფეისბუქზე - გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრები ასე დაპატიჟეს

გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
დღის ჰოროსკოპი

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

პერსონალური მონაცემების დაცვის გამოწვევები საქართველოში

სახელმწიფო ინსპექტორი და IRC-ის დირექტორი ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. 




×

საბანერო პოზიცია
300x150