რატომ აგროვებენ ესპანელები ბოთლების თავსახურებს?

რატომ აგროვებენ ესპანელები ბოთლების თავსახურებს?

იცით თუ არა...

18 მარტი 15:00, 2018 წელი

სხვათა შორის, ეს საუკეთესო გამოსავალია, თუკი ეკოსისტემისა და ატმოსფეროს გაფრთხილება გვინდა... 

განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია არსებობს პლასტიკატის ნარჩენების, მეტალისა და მინის კონტეინერების შეგროვების პრაქტიკა. ამგვარად, დანიელები მთლიანი ტარის 90%-ის შეგროვებას ახერხებენ, ფინელები - 93%-ის, ნორვეგიელები კი - 95%-ის.

ესპანეთში ერთი შეხედვით უცნაური ტრადიცია არსებობს - დიდი თუ პატარა პლასტიკატის ბოთლების თავსახურების შეგროვებითაა დაკავებული, რასაც ძალიან კეთილშობილური მიზეზი აქვს.
რამდენიმე წლის წინათ, 6 წლის გოგონას გულზე ძვირად ღირებული ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. მის მშობლებს ოპერაციისთვის საჭირო 90 000 ევრო არ აღმოაჩნდათ და ნაგვის გადამამუშავებელი ერთ-ერთი კომპანია დასთანხმდა, 200 ტონა პლასტიკატის ბოთლის თავსახურის სანაცვლოდ, ბავშვის მკურნალობა დაეფინანსებინა.
გოგონას მშობლებმა დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს და თავსახურების შეგროვების კამპანია დაიწყეს.



უცნაურ კამპანიას უამრავი ადამიანი შეუერთდა, რომლებსაც ბავშვის დახმარება და ამავე დროს, ქალაქის ნაგვისგან გაწმენდა სურდათ.



ქალაქის ქუჩებში ბოთლის თავსახურების შემგროვებელი კონტეინერები დადგეს და მალე ნარჩენების საჭირო რაოდენობა შეგროვდა.


და ეს ერთადერთი შემთხვევა არ გახლავთ.



სპეციალისტებმა პლასტიკატის ნარჩენებისგან ინვალიდებისთვის განკუთვნილი სავარძლებისა და პროთეზების კეთება ისწავლეს.



მაგალითად, პოლონელ ოსტატებს შეუძლიათ 500 000 ბოთლის თავსახურიდან ხელის ხარისხიანი პროთეზის დამზადება.
ფეხის პროთეზისთვის დაახლოებთ, 850 000 ბოთლის თავსახურია საჭირო. პლასტიკატის თავსახურებისგან დამზადებული პროთეზი იმდენად მოსახერხებელია, რომ ადამიანს კოჭლობის გარეშე გადაადგილების საშუალებას აძლევს.
ხელის პროთეზი კი ყოველდღიური საქმიანობის საშუალებას იძლევა და ადამიანს ცხოვრებას უმარტივებს.

რა თქმა უნდა, პლასტიკატის ნარჩენებთან უფრო გლობალური ბრძოლაა საჭირო, მაგრამ ყველა დიდი საქმე ხომ რაღაც მცირედით იწყება? იმედია, კაცობრიობა პრობლემის გაცნობიერებიდან რეალურ ქმედებებზე გადავა, რაც ჩვენს პლანეტას უფრო სუფთასა და ლამაზს გახდის.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება ირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“
დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლოგიური ტესტი ქალებისთვის

პასუხებში ამოიკითხავთ, თუ როგორი მამაკაცი გაგაბედნიერებთ...
დღის ჰოროსკოპი

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც წინაპრების კარმა იფარავს

უძველესი დროიდან სჯეროდა ხალხს, რომ თაობებს ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი აქვთ. ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი, თითქოს, თავადაც კი გრძნობს, როგორ იფარავენ მას წინაპრები ყველა ხიფათისგან - დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე. 
ამბები

პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“

●    რეგიონული ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს ●    ონლაინ ჩემპიონატს რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა მასპინძლობს ●    ჩემპიონატში მონაწილეობა „ევროპაბეთზე“ ფასიანი რეგისტრაციითა და უფასო ბილეთით შეიძლება