აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით ინდონეზიასა და ფილიპინებზე გველების მასაჟით ბევრი სარგებლობს, თუმცა ბოლო დროს ეს უჩვეულო პროცედურა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც პოპულარული ხდება.
განსაკუთრებით ბრაზილიაში, რუსეთში, ისრაელსა და აშშ-ში.
ამბობენ, რომ რეპტილიებით ჩატარებული მასაჟი ჯადოსნურად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხსნის სტრესს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. თანაც, თქვენს ზურგზე მოსრიალე გველი ოფიდიოფობიას - გველების შიშსაც დაგაძლევინებთ.