ვინ ასწავლა ევროპას ხელების დაბანა?

იცით თუ არა...

20 მარტი 12:00

ეს ისტორია 174 წლის წინათ დეტექტივივით დაიწყო...

1846 წელს ახალგაზრდა ავსტრიელმა ექიმმა იგნაც ზემელვაისმა (Ignaz Philipp Semmelweis) ქალაქ ვენის ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმ კლაინის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. სხვათა შორის, ეს საავადმყოფო ვენაში დღემდე არსებობს.
მაშინ ექიმმა კლაინმა ზემელვაისს მართვის სადავეები მთლიანად გადასცა, თუმცა არა იმიტომ, რომ დამწყები ნიჭიერი კოლეგისთვის ასპარეზის მიცემა სურდა. ამით კლაინმა ზემელვაისს გადააბარა მთელი პასუხისმგებლობა პაციენტ ქალთა იდუმალი სიკვდილიანობის გამო.  


საქმე ის გახლდათ, რომ საავადმყოფოს ერთდროულად ორი სამშობიარო განყოფილება ჰქონდა. ნომერ პირველ სამშობიარო განყოფილებაში მშობიარობის შემდგომი ცხელებით ქალთა სიკვდილიანობა 4% იყო, ნომერ მეორეში კი - 20%-ს აჭარბებდა!

მიზეზს ვერავინ ხვდებოდა  - ორივე სამშობიარoში ერთსა და იმევე მეთოდებს იყენებდნენ, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებლებში ასეთი საგრძნობი სხვაობა მაინც არსებობდა.


1847 წელს ზემელვაისის ძალიან ახლო მეგობარი იაკობ კოლეჩკა გარდაიცვალა. იგი მორგში გვამის გაკვეთის დროს სტუდენტმა შემთხვევით სკალპელით გაკაწრა.
ზემელვაისმა შეამჩნია, რომ სიკვდილის წინ კოლეჩკას ისეთივე სიმპტომები ჰქონდა, როგორიც ქალებს მშობიერობის შემდგომ ცხელებისას (მათ სეფსისი უნვითარდებოდათ).
ასევე ყურადღება მიაქცია იმასაც, რომ მეორე სამშობიარო განყოფილებაში მშობიარობას ექიმები იღებდნენ, რომლებიც მორგში ან ინფექციურ განყოფილებაშიც ატარებდნენ პროცედურებს, პირველ სამშობიარო განყოფილებაში კი ყოველთვის ბებიაქალები ამშობიარებდნენ, რომლებიც არასდროს შედიოდნენ მორგში.


ზემელვაისმა ივარაუდა, რომ ექიმებს ხელებით „გარდაცვლილთა ნაწილაკები“ მოჰქონდათ, რომლებიც ცხელებას და სიკვდილს იწვევდნენ.


მან მკაცრად მოსთხოვა ექიმებს, მშობიარესთან მისვლის წინ ხელები ქლორიანი წყლით დაებანათ. მეტიც - სამშობიარო ბლოკის შესასვლელში ასეთი ხსნარით სავსე ტოლჩა და ხელსაბანი დადგა და კატეგორიული მოთხოვნა კარზეც გააკრა.


ამ თითქოს უმნიშვნელო ზომამ  ქალთა სიკვდილიანობა 20%-დან 1-2%-მდე შეამცირა, რაც უკვე უფრო დაბალი მაჩვენებელი იყო, ვიდრე 1-ელ სამშობიაროში.


თუმცა მაშინ მეცნიერება ჯერ კიდევ არ იცნობდა პათოგენების თეორიას და ზემელვაისის წინააღმდეგ მთელი ევროპული მედიცინა აღდგა.
ექიმებს ვერ წარმოედგინათ, როგორ შეიძლებოდა გვამს რამე ცოცხალი ჰქონოდა, რომელიც ქალის ორგანიზმში „ცუდ საქმეს ჩაიდენდა“ და ზემელვაისი ანტისამეცნიერო თაღლითობაში დაადანაშაულეს (სხვათა შორის, ზემელვაისის საპატივცემულოდ ფსიქოლოგიაში გაჩნდა ტერმინი „ზემელვაისის რეფლექსი“ - ყოველივე სიახლის მიუღებლობა).


ზემელვაისმა წნეხს ვერ გაუძლო და 1850 წელს ვენის საავადმყოფოდან წავიდა, 1861 წელს კი გამოსცა წიგნი, რომელშიც იცავდა საკუტარ თეორიას ხელებს დაბანის აუცილებლობაზე.


იგი 1865 წელს გარდაიცვალა, 47 წლის ასაკში. ხუთი წლის შემდეგ კი ინგლისელმა ქირურგმა ჯოზეფ ლისტერმა საბოლოოდ დაამტკიცა პათოგენების „დანაშაული“.

მალევე ინგლისში დაიწყო ხელების დაბანის პროპაგანდა (იმ დროისთვის ხელების დაბანა რელიგიურ რიტუალად მიიჩნეოდა, ან მაშინ იბანდნენ, როცა ძალიან გაუცხიმიანდებოდათ ან შესამჩნევად გაუჭყიანდებოდათ, სხვა შემთხვევაში ხელების დაბანა მიღებული არ იყო). პროპაგანდის მიზნით ევროპის ქალაქებში პლაკატებიც გამოჩნდა. 



ჰოდა, როცა ინგლისელმა დედებმა ბანალურად დაიწყეს ხელების დაბანა ტუალეტიდან გამოსვლისას, ან ქუჩიდან სახლში დაბრუნებისას, ამან ჩვილთა სიკვდილიანობა საგრძნობლად შეამცირა.


 

დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ნუშის რძე - მარტივი რეცეპტი სახლში მომზადებისთვის

ნუშის რძე მსუბუქი სასმელია, გამოკვეთილი არომატის გარეშე, თუმცა ნუშის მდიდარი გემოთი. ამასთან, სურვილის მიხედვით გემოს შემსუბუქება ან გამძაფრებაც შეგიძლიათ  - მეტი ან ნაკლები წყლის დამატებით. 
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ესეც, ასი ტრილიონი დოლარი!

დიახ, არ მოგეჩვენათ - ქაღალდის ამ ერთი ბანკნოტის ნომინალი 100 ტრილიონი დოლარია... ზიმბაბვეში! მაინც, რისი შეძენა შეიძლებოდა ამ თანხად?
NEW

დღეიდან სამაგიდო თამაშები ევროპაბეთზე უფასო ხდება

„ევროპაბეთი“ ინდუსტრიაში თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს და მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უკონკურენტო რეალობას სთავაზობს. დღეიდან და სამუდამოდ ნარდი, ბურა და დომინო „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასო ხდება. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობას მსურველები 0%-იანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეძლებენ.
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

რევოლუციური სიახლე სათამაშო ბიზნესში - ევროპაბეთის N Card უკვე EMV ტექნოლოგიის ჩიპით და უკონტაქტო გადახდის ფუნქციით

„ევროპაბეთის“ მომხმარებლები დღეიდან ყველაზე თანამედროვე, EMV სტანდარტის ბარათით ისარგებლებენ. საქართველოში პირველად თანხის განაღდების დაფარული არხის პლასტიკურ ბარათს EMV ტექნოლოგიის ჩიპი და უკონტაქტო გადახდის NFC ფუნქციონალი ექნება. შედეგად მომხმარებელი შეძლებს მოგებული თანხა კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად მიიღოს. ამავდროულად მისი ბარათი უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული. 
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?